Georgian (Georgia)English (United Kingdom)
373-377
საეკლესიო მწერლობა და ფილოსოფია (პირველი ნაწილი)

ჩვენი წინა საუბრების ერთმთლიან ციკლში შევეხეთ იმ უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ კრებულებს, რაც ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს, რაც უძვირფასეს განძად შემოგვჩენია და რითაც ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა ზოგადქრისტიანული ასპექტითაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ყოველივე თანთადანობით, უეჭველად, დამუშავდება, გამოიცემა და ღირსება ამ ყოველივესი კიდევ უფრო საცნაური გახდება. მაგრამ, ცხადია, აშკარაა, რომ პატრისტიკის განუყოფელი ნაწილი ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა მხოლოდ ლიტურგიკული ჟანრით არ განისაზღვრება. ყველა სხვა ჟანრი ძველთაგანვე ასახულ იქნა ქართულ ენაზე და ეს ჟანრებიც და ამ ჟანრის შემადგენელი ცალკეული ძეგლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 APRIL 2016 13:06)

დაწვრილებით...

 

ბავშვთა აღზრდის შესახებ

ოჯახი პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. საზოგადოებას, რომელიც მთელი სერიოზულობით არ აღიქვამს ზნეობრივად ჯანსაღი და სულიერად ამაღლებული ოჯახების არსებობის აუცილებლობას და მთელი მონდომებით არ იბრძვის ოჯახური სიწმინდის შემბღალავი ძალების წინააღმდეგ, გარდაუვალი მოსპობა ელოდება. ასეთი რამ მრავალმა უძველესმა ცივილიზაციამ იწვნია. ოჯახი თავად ღვთის მიერ არის დაფუძნებული და, შესაბამისად, მხოლოდ ღმერთშია საძებნი ის გზები, რომელზე სიარულითაც, ერთი მხრივ, თავად ოჯახი იქნება ზნეობრივად და სულიერად ჩამოყალიბებული და მეორე მხრივ, ამგვარი ოჯახების სიმრავლით საზოგადოებაც მოგებული დარჩება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 30 MARCH 2016 13:10)

დაწვრილებით...

 

საკითხი ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ უფლის განგების საიდუმლოა და კაცობრივ გონებას არ ძალუძს მისი წვდომა; თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული მსჯელობა და სარწმუნო დასკვნების გაკეთება.

ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. ამ ფაქტის შესახებ წერს წმინდა დიმიტრი როსტოველიც, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის-დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში და რომ ცნობა ამის შესახებ შემონახულია დღემდე იბერიულ და ასევე მთელს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 01 JUNE 2015 16:09)

დაწვრილებით...

 
წინასიტყვაობა
იერემია ნეტარ პაპ დამასს

ორიგენემ, რომელიც თავისი ნაშრომებით ყველა მწერალს აღემატება, "ქება ქებათაში" თავის თავსაც გადააჭარბა. მართლაც, სეპტანტას, აკილას, სიმაკის და თეოდოტიონის ვერსიების და, კიდევ ერთი, მისივე თქმით, აქტიუმის სანაპიროებზე ნაპოვნი ვერსიის მიხედვით, მან ათ წიგნად მოგვცა ისეთი ბრწყინვალე და ნათელი კომენტარი, რომ, ჩემი შთაბეჭდილებით, მასში უნდა განხორციელებულიყო სიტყვა: "შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თვისთა" (ქებ. 1.3).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 07 DECEMBER 2014 15:27)

დაწვრილებით...

 
მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში

[5]სრულიად მოულოდნელად ახლახანს (იგულისხმება 2004 წ.) წავაწყდით ბროშურას, გამოცემულს წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირის მიერ, სათაურით: "ვის შემოაქვს შფოთი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში" (თბ. 2003). ჩვენ, რა თქმა უნდა, არ შევჩერდებით იმ ათასგვარ ზმანებაზე, რითაც ამ ბროშურის ავტორები არიან მოცულნი და მოხიბლულნი (რომც შევჩერდეთ, მაინც ვერ განვხიბლავთ), მეტიც, პასუხსაც არ გავცემდით, რომ არა კვლავაც თავჩენილი მოვლენა, - მთელი ბროშურის გამმსჭვალავი, - როგორმე გადარჩეს მოძღვრის უცთომელობის მითი და, შესაბამისად (რადგან სხვა გზა არ არსებობს), მართლმადიდებლობად გასაღდეს მწვალებლობა. ეს ყოველივე რომ გამოვააშკარაოთ, აბსოლუტურად საკმარისია თუნდაც მხოლოდ იმ მონაკვეთის განხილვა, რაც კონკრეტულად (სახელდებითად) ჩვენ გვეხება. მოვიტანთ მთელ ციტატას:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 APRIL 2016 20:50)

დაწვრილებით...

 

შესავალი

ქრისტეს მეორედ მოსვლა, სხეულთა აღდგომა, საშინელ სამსჯავროზე ადამიანთა წარდგომა და მათი შემდგომი, მარადიული ხვედრის საბოლოო გადაწყვეტა - ეს ყოველივე სამოთხით ან ჯოჯოხეთით სრულდება. მართალნი სამოთხეს, საუკუნო ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ცოდვილნი კი - ჯოჯოხეთს. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში სამოთხე იყო, დასასრულს კი არა მხოლოდ სამოთხე, ჯოჯოხეთიც იქნება. წმინდა წერილშიც ხომ, როგორც სამოთხეზე, ასევე ჯოჯოხეთზეა საუბარი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 22 JANUARY 2014 11:28)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ შიშისათჳს ღმრთისა და სინანულისა

სწავლასა ჭეშმარიტსა გუასწავებს ჩუენ დავით წინაწარმეტყუელი და იტყჳს: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაჲ თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ, ამისთჳს გასწაო ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაჲ, რამეთუ ცხორებასა საუკუნესა განგჳმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მოგუატყუებს ჩუენ შიში ღმრთისაჲ, არამედ დიდებასაცა და ქებასა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 11 JANUARY 2014 13:14)

დაწვრილებით...