Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

წიგნი "მოციქულებრივ მამათა სწავლანი" (ძველი ბერძნულიდან და ლათინურიდან თარგმნა და განმარტებები დაურთო ფილ. დოქტ. ვიქტორია ჯუღელმა, გამომცემლობა „ბეთანია“. თბილისი 2014) საიტზე ბმულების სახით იდება მთარგმნელის და გამომცემლობის ნებართვით.

მადლობა საიტ www.martlmadidebloba.ge-ს ბმულების მოწოდებისათვის


წმინდა კლიმენტი რომაელი - პირველი და მეორე ეპისტოლე კორინთელთა მიმართ

წმინდა ეგნატი ანტიოქიელი - ეპისტოლე ეფესელთა მიმართ; ეპისტოლე მაგნესიალთა მიმართ; ეპისტოლე ტრალისელთა მიმართ; ეპისტოლე რომაელთა მიმართ; ეპისტოლე ფილადელფიელთა მიმართ; ეპისტოლე სმირნელთა მიმართ; ეპისტოლე პოლიკარპეს მიმართ


წმინდა პოლიკარპე სმირნელი - ეპისტოლე ფილიპელთა მიმართ; წმ. პოლიკარპე სმირნელის მარტვილობა

დიდაქე - თორმეტი მოციქულის მოძღვრება. თორმეტი მოციქულის მიერ წარმართთათვის ნაქადაგები მოძღვრება უფლისა

ეპისტოლე დიოგნეტოსის მიმართ

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 APRIL 2017 11:33)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ შიშისათჳს ღმრთისა და სინანულისა

სწავლასა ჭეშმარიტსა გუასწავებს ჩუენ დავით წინაწარმეტყუელი და იტყჳს: "მოვედით, შვილნო, ისმინეთ ჩემი და შიში უფლისაჲ თქუენ" (ფსალმ. 33.12). და რამეთუ დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ, ამისთჳს გასწაო ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა ყოვლისა პირველად ვისწაოთ შიში ღმრთისაჲ, რამეთუ ცხორებასა საუკუნესა განგჳმზადებს ჩუენ, და განსდევნის ცოდვასა და სიკუდილსა. და არა ხოლო თუ ცხორებასა ოდენ მოგუატყუებს ჩუენ შიში ღმრთისაჲ, არამედ დიდებასაცა და ქებასა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 11 JANUARY 2014 13:14)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა ბასილი ეპისკოპოსისაჲ სინანულისათჳს და სიკუდილისა

არა არს საშინელ კაცთა მბრძოლთათჳს არცა მახჳლი, და არცა ლახუარი, ვითარ-იგი ჟამი სიკუდილისა ცოდვილთათჳს. საშინელ არს, ძმანო ჩემნო, დაძინებაჲ კაცისა ცოდვილისაჲ და ვითარცა თქუა სიბრძნემან: "დასწვე და ტკბილ გეყოს ძილი შენი" (იგავნი 3.24) . ამას მოასწავებს სიკუდილსა მართალთასა, რამეთუ მათ ხოლო მარტოდ დაუტკბნების სიკუდილი, რამეთუ სიკუდილითა მათითა ინაჴ-იდგმენ ტაბლასა მას ზედა უფლისასა და დაძინებითა მათითა შევლენ იგინი განსასუენებელსა ზეცისასა. ვიდრემდის ამას ცხორებასა შინა არიან, შიშსა და ძრწო\ლასა შეუპყრიან მერმისა მისთჳს მოსაგებელისა და სიკუდილსა მათსა სიხარულითა და მხიარულებით მოიკითხვენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 20 DECEMBER 2013 15:35)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა მარტჳრი მონაზონისაჲ სინანულისათჳს და სიმდაბლისა

რამეთუ ფრიად უხარინ ღმერთსა და მხიარულ არიედ ანგელოზნი მისნი გუამსა ზედა კაცისასა შრომითა განკაფულსა, რომელმან უბიწოდ დაჰმარხის სიწმიდე მისი. ხოლო რომელი აღასრულებნ ნებასა ჴორცთა თჳსთასა, არნ იგი ვითარცა აღმასრულებელი ნებასა მტერისა თჳსისასა. აწ უკუე ჯერ-არს ჩუენდა, რაჲთა არა აღვასრულებდეთ ნებასა ჴორცთა ჩუენთასა, რომელთა ჰნებავს წარწყმედაჲ სულთა ჩუენთაჲ, არამედ აღვასრულებდეთ ნებასა ღმრთისასა გულითა წმიდითა და ლოცვითა უბიწოჲთა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 19 DECEMBER 2013 14:32)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი


თქუმული წმიდისა საჰაკ მონაზონისაჲ [დედათათჳს]


ძმაო, გაქუნდინ ესე საჭურველად უძლეველად, რაჲთა ეშოროს მონაზონი ხილვად პირსა დედათასა, რამეთუ საქმესა, რომელსა იქმს ბუნებაჲ ძალითა თჳსითა, მტერი ვერ შემძლებელ არს საქმედ. ნუ ჰგონებ, ვითამცა ბუნებამან დაივიწყა ვიდრე სიკუდიდმე, რომელ-იგი დაუთესავს ღმერთსა ასოთა შინა მისთა. ხოლო განშორებაჲ მისი მიზეზთაგან მავნებელთა მოაუძლურებს გულის-თქუმასა და დასულებს და დააძინებს ასოთა შინა კაცისათა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 19 DECEMBER 2013 14:29)

დაწვრილებით...

 
More Articles...