Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

 

ადიშის ოთხთავის (897 წ.) მიხედვით

1

1. {წ}იგნი შობისა იესუ ქრისტჱსი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი.

2.  აბრაჰამ შვა ისაკი; ისაკმან შვა იაკობი; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი;

3.  ხოლო იუდა შვა ფარჱზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; და ეზრომ შვა არამ;

4. არამ შვ{ა ამი}ნადაბ; ამინადაბ შვა ნასონ; ნასონ შვა სალმონ;

5.  სალმონ შვა ბოოზ რექაბისგან; ბოოზ შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე;

6. იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონი ურიაჲს ცოლისაგან;

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 APRIL 2012 23:54)

დაწვრილებით...

 

 

ადიშის ოთხთავის (897 წ.) მიხედვით

1

1  დასაბამი სახარებისა იესუ ქრისტესი.

2.  ვითარცა წერილ არს ესაჲა წინაწარმეტყუელსა: აჰა, ესერა, წარვავლინებ ანგელოზსა ჩემსა წინაშე პირსა შენსა, რომელმან განმზადოს გზაჲ შენი წინაშე პირსა შენსა.

3.  ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განმზადეთ გზაჲ უფლისაჲ და წრფელს-ჰყოფდით ალაგთა მისთა,

4.  ხ~ იყო იოვანე ნათლისმცემელი უდაბნოსა და ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მოსატევებელად ცოდვათა.

5.   და განვიდოდა მისა ყოველი ჰურიასტანი სოფელი და იერუსალჱმელნი, და ყოველნი ნათელს-იღებდეს {მისგან} იორდანესა მდ{ი}ნარესა და აღ{ი}არებდეს ცოდვათა მათთა.

6. ხოლო იოვანე მოსილ იყ{ო} სტევითა აქლემისაჲთა, და სარტყელი ტყავისაჲ ერტყა წელთა მი{ს}თა, და ჭამდა მკალსა და თაფლსა ველურსა.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:36)

დაწვრილებით...

 

ადიშის ოთხთავის (897 წ.) მიხედვით

1

1.  რამეთუ მრავალთა ჴელ-ყვეს ზეგარდამო განწესებად თხრობისაჲ მის საქმეთა მათთჳს დამტკიცებულთა ჩუენდა მომართ,

2.  ვითარცა მოგუასწავეს ჩუენ, რომელნი დასაბამით თუალითმხილველ და მსახურ ექმნნეს სიტყუასა მას,

3.  ჯერ-მიჩნდა მეცა, რომელი დასაბამითგან შედგომილ ვიყავ ყოვლითა ჭეშმარიტებითა, განწესებულად მიწერად შენდა, მჴნეო ღმრთისმოყუარეო.

4.  რაჲთა გულისხმა-ჰყო სიტყუათაჲ მათ, რომელთა დაემოწაფე, ჭეშმარიტებით.

5.  ხ~ იყო დღეთა მათ ჰეროდე მეუფისა მის ჰურიასტანისათა მღდელი ვინმე, სახელით ზაქარია, დასისა მისგან აბიასი, და ცოლი მისი ასულთაგანი აჰრონისთაჲ, და სახელი მისი ელისაბედ.

6. და იყვნეს ორნივე მართალ წინაშე უფლისა, ვიდოდეს ყოველთა შინა მცნებათა და სამართალთა ღმრთისათა, უბიწო იყვნეს,

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:37)

დაწვრილებით...

 

ადიშის ოთხთავის (897 წ.) მიხედვით

1

1.  პირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთ იყო სიტყუაჲ იგი.

2. ესე იყო დასაბამითგან ღმრთისა თანა.

3.  ყოველივე მის მიერ იქმნა, და მისსა გარეშე არარაჲ იქმნა, რომელ-რაჲ იქმნა.

4.  მის მიერ ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.

5.  და ნათელი იგი ბნელსა შინა ნათობს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

6.  და იყო კაც ერთ მოვლინებულ ღმრთისა მიე[რ], და სახელი მისი იოვანე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:36)

დაწვრილებით...

 

 

თანამედროვე ქართულ ენაზე

თავი პირველი

1. წიგნი შობისა იესო ქრისტესი, ძისა დავითისა, ძისა აბრაამისა. 2. აბრაამმა შვა ისააკი; ისააკმა შვა იაკობი; იაკობმა შვა იუდა და მისი ძმები. 3. ხოლო იუდამ შვა ფარეზი და ზარა თამარისაგან; ფარეზმა შვა ესრომი; ესრომმა შვა არამი. 4. არამმა შვა ამინადაბი; ამინადაბმა შვა ნაასონი; ნაასონმა შვა სალმონი. 5. სალმონმა შვა ბოოსი რაქაბისაგან; ბოოსმა შვა იობედი რუთისაგან; იობედმა შვა იესე; იესემ შვა მეფე დავითი. 6. მეფე დავითმა შვა სოლომონი ურიას ცოლისაგან. 7. სოლომონმა შვა რობოამი; რობოამმა შვა აბია; აბიამ შვა ასა. 8. ასამ შვა იოსაფატი; იოსაფატმა შვა იორამი; იორამმა შვა ოზია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 15:38)

დაწვრილებით...

 
More Articles...