Georgian (Georgia)English (United Kingdom)

თავი I

საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის ავტო­კე­ფა­ლიის აღდ­გე­ნა და 1917 წლის საეკ­ლე­სიო კრე­ბა

 

საქართ­ვე­ლოს ის­ტო­რია­ში ქარ­თუ­ლი მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია განსაკუთ­რე­ბულ მისიას ასრუ­ლებ­და და ას­რუ­ლებს. იგი ქართველ­თა ფა­რი იყო მრავალრიც­ხო­ვან დამპყრობ­თა წინააღმ­დეგ ბრძოლაში, ამი­ტომ ბუ­ნებ­რი­ვია, ვი­საც სურ­და ქართველ­თა ასი­მი­ლა­ცია, მოს­პო­ბა, ბრძოლას ქარ­თუ­ლი ეკლე­სიის წინააღმ­დეგ იწ­ყებ­და.

XIX საუ­კუ­ნის დასაწ­ყის­ში რუსე­თის იმპე­რიამ ჯერ ქართლ-კა­ხე­თი­სა და დასავ­ლეთ საქართ­ვე­ლოს ანექ­სია მოახ­დი­ნა, ხო­ლო შემდეგ ვი­თომც საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის რეოგ­რა­ნი­ზა­ციის ინტერე­სე­ბი­სათ­ვის კათა­ლი­კოზ-პატრიარ­ქი ან­ტონ II რუ­სეთ­ში გაიწ­ვია. 1811 წლის 30 ივ­ლისს რუსე­თის წმინ­და სინო­დის მიერ დამტ­კი­ცე­ბუ­ლი საქართ­ვე­ლოს ეკლე­სიის რეორ­გა­ნი­ზა­ციის და მართ­ვა-გამგეო­ბის პროექ­ტი მრავალ­საუ­კუ­ნო­ვა­ნი ავტო­კე­ფა­ლიის გაუქ­მე­ბას ნიშნავ­და. საქართ­ვე­ლოს ეკლესიის ახალი მეთაური ეგზარ­ქო­სი - რუსე­თის სინო­დის წევ­რი და მი­სი ნე­ბის აღმს­რუ­ლე­ბე­ლი გახ­და.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:14)

დაწვრილებით...

 

თავი I

საქართ­ვე­ლოს მართლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ბოლ­შე­ვი­კუ­რი მმართვე­ლო­ბის პირველ წლებ­ში /1921-27წ.წ./

 

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ საქართველოს დემოკრატიული დამოუკიდებელი სახელმწიფო აღარ არსებობდა. საოკუპაციო ხელისუფლება ანუ საქართველოს რევკომში მართალია ქართველი ბოლშევიკები იყვნენ, მაგრამ ისინი ასრულებდნენ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების სურვილებს. საოკუპაციო ხელისუფლებამ დაიწყო ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამომხატველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:15)

დაწვრილებით...