Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველი ქართული თარგმანი

[A 182, 180r]1 წმიდათა შორის მამისა ჩუენისა პროკლე კოსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ2 სიტყუაჲ შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსისა, რომელი-ესე აღმოთქუა დიდსა ეკლესიასა შინა სოფიაწმიდას სასმენელად ნესტორ მწვალებელისა, ჯდა რაჲ იგი მუნ. მამაო, გუაკურთხენ!

ქალწულისა კრებაჲ დღეს, ძმანო, ენასა ჩემსა შესხმად მოუწესს და აწინდელი ესე დღესასწაული შემოკრებულთა ამათ სარგებელისა მომატყუებელ ექმნების3 დიდად საკჳრველად, რამეთუ აქუს მას ხატი სიწმიდისაჲ და დედათა ნათესავისა არს ესე სიქადულ და დიდება დედისა მისთჳს და ქალწულისა. და ფრიად საწადელ არს კრებაჲ ესე, რამეთუ აჰა ესერა ზღუაჲ და ჴმელი პატივ-სცემს ქალწულსა: ერთი იგი განუმარტებს წიაღთა თჳსთა ნავით მავალთა მყუდროებითა ფრიადითა, ხოლო მეორე იგი ფრჴივ მავალთა სრბასა წარუმართებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 25 JANUARY 2013 11:40)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი

თქუმული წმიდისა ათანასე ალექსანდრელი1 მთავარ-ეპისკოპოსისაჲ

ვითარ კაც იქმნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ და რამეთუ ღმრთის-მშობელი მარადის ქალწული მარიამ და რომელი იშვა მისგან ღმერთი და იგივე კაცი


საიდუმლოსა უცხოსა და დიდებულსა ვხედავ: მწყემსნი სასმენელთა ჩემთა ოხრიან; არა2 უდაბნოსა ქადაგებენ სახარებასა, არამედ ზეცისასა აქებენ გალობასა, ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერობინნი, ადიდებენ სერაბინნი. ყოველი დაბადებული დღესასწაულობს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქუეყანასა ზედა და კაცსა ცათა შინა, ქუესკნელსა ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა ქუესკნელად კაცთ-მოყუარებით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 29 DECEMBER 2012 21:06)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი
წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისაჲ პეტრეს მიმართ ძმისა თჳსისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს1

(336 v) [241 v]*

I. 1. რასა იქმ ამას, ჵ კაცო ღმრთისაო2, და მიბრძანებ ჩუენ შეკადრებად შეუკადრებელისა და ესევითარისა საქმისა ჴელყოფად, რომლისა არა ხოლო თუ მიმთხუევაჲ ოდენ არს უღონო, არამედ არცათუ ჴელყოფაჲ არს უბრალო3, ვითარ ესე ჩემი სიტყუაჲ ჰგონებს, რამეთუ რომელი-იგი საღმრთოჲთა სულითა სოფლისდაბადებისათჳს სიბრძნის-მეტყუელა დიდმან მოსე4 და რავოდენი რაჲ არს მის შორის, მოსწავებისაებრ ჴელჴელ აღწერილისა მის ძალისა, წინააღმდგომად საგონებელ, გჳბრძანე ჩუენ შეწყობილითა რაჲთმე შემდგომებითა და ძალითა შეწყობაჲ მისი და შეერთებაჲ და განმარტებაჲ, რაჲთა არა წინააღუდგებოდეს თავსა თჳსსა წმიდაჲ წერილი5 და ესე შემდგომად ღმრთივსულიერისა მის მამისა ჩუენისა წინამდებარისა ამის პირისათჳს განხილვისა, რომელი-იგი ყოველთა, რომელთა უწყიან, არარაჲთ უდარეს თავადისა მოსეს სიბრძნისმეტყუელებისა შეურაცხიეს და უკჳრს და ჭეშმარიტად კეთილად ჰყოფენ ამას6.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 29 DECEMBER 2012 21:06)

დაწვრილებით...

 

ამონარიდი წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ტექსტიდან

[51]შეკითხვა: "ნუთუ მხოლოდ შენ ცხონდები, სხვები კი წარწყმდებიან?" (Σύ μόνος σώζη καὶ πάντες ἀπόλλυνται).

წმ. მაქსიმეს პასუხი: "არავინ დაუგმია (κατέκριναν) იმ სამ ყრმას, რომლებმაც არ სცეს თაყვანი ხატს, რასაც თაყვანს სცემდა ყველა ადამიანი, რადგან ეს ყრმები სხვებისას კი არ უკვირდებოდნენ, არამედ იმას უკვირდებოდნენ, რომ თვით ისინი არ დასცილებოდნენ ჭეშმარიტ კეთილმსახურებას. ასევე დანიელმაც, ჩაგდებულმა ლომების ხაროში, არათუ ვინმე დაგმო იმათგან, რომლებსაც, დარიოსის ბრძანების შესაბამისად, არ ულოციათ ღვთისადმი, არამედ თავისას უკვირდებოდა იგი და ირჩია მან სიკვდილი, ვიდრე ღვთისგან განდგომა, რომ ბუნებითად რჯულიერთა დარღვევის გამო არ გაემათრახებინა იგი საკუთარ სინდისს. ასევე, მეც ნუ მომასწრებს ღმერთი იმას, რომ ვინმე დავგმო1, ანდა ის ვთქვა, რომ მხოლოდ მე ვცხონდები, თუმცა კი სიკვდილს ვირჩევ, ვიდრე იმას, რომ შიში მქონდეს სინდისისა, როგორც ღვთისადმი რწმენისგან რაიმეთი გადაცდომილს" (PG. 90, col. 120-120).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:29)

დაწვრილებით...

 

[5]მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შუქზე ეროვნულობის რაობის დადგენა, პირველ რიგში, გარდაუვალად გულისხმობს იმ უარსებითესი საკითხის განხილვას, რაც უკავშირდება თავად მართლმადიდებელი ეკლესიის რაობას ეროვნულობასთან მიმართებით. ამაზე მსჯელობა სადღეისოდ (განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის) განსაკუთრებული მნიშვნელობის აუცილებლობად წარმოჩნდა, ვინაიდან სახეზეა არაიშვიათი შემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის რაობის უმძიმესი გაუკუღმართებისა.

მრავალი კერძოობით ასპექტთან ერთად ყურადღებას მივაქცევთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანს, რაც ეხება ტერმინ "ეროვნულის" თანამიმდევრულ, უფრო და უფრო გახშირებულ, თითქმის უკვე დაკანონებულ ანუ "კანონიკურ" მისადაგებას, მისართებას და თვისობრივ თანაშერწყმას ცნებასთან "მართლმადიდებელი ეკლესია".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:02)

დაწვრილებით...

 

[47]მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობის ანუ მსოფლიოობის და, რაც იგივეა, მისი მხოლოობისა და ერთმთლიანობის გაუქმება, სანაცვლოდ კი თვისობრივი ეროვნული ეკლესიების სიმრავლის შემოტანა, რომელთა თითქოსდა ჯამი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით შეუსაბამოა საქართველოში მწირველი მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ საქართველოს ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ქრისტეს მხოლო და მარადგანურღვეველი კვართის (მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოობისა და განუყოფლობის გამაცხადებლის) ღვთივგანგებული ებგურ-გუშაგის, ღვთივდადგენილი კვართისმცველის სამოღვაწეო დანიშნულებასთან, რაც სწორედ ერთეკლესიობის დაურღვევლობისთვის დაუცხრომელ მორკინალობას გულისხმობს.

ამ საკითხს საგანგებოდ შევეხეთ ადრეც, როდესაც მკითხველს სრულად გავაცანით უდიდესი ღვთისმეტყველის, III ს-ის სახელგანთქმული მღვდელმოწამის კვიპრიანე კართაგენელის სულიერი განმარტება უფლის "უკერველი, ზეით-ქსოვილი [ზეგარდმო-ქსოვილი] კვართის" შესახებ. კვლავ დავიმოწმებთ დიდი მოძღვრის სწავლებას:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:41)

დაწვრილებით...

 

განსჯათამიერი კეთილწესიერებისა და იმის თაობაზე, რომ არ არის შესაფერისი ყველა ადამიანისთვის, არცთუ ყველა ჟამისთვის, ღვთის შესახებ განსჯა

[94]ა. ვინაიდან მოსწრაფებით შემოიკრიბეთ და კრებულიც ხალხმრავალია, თან, - სწორედ ამიტომ, - ყველაზე მეტად არის ჟამი მუშაკობისა, მოდი, გიბოძებთ თქვენ სასყიდელს1 რასმე, - თუმცა კი უღირსს საზოგადო მოსწრაფებისთვის, მაგრამ არა უდარესს2 ჩემეული შემძლეობისათვის, რადგან პირველი3 უმეტესს ითხოვს, ხოლო მეორე4 ზომიერებას განგვიკუთვნებს; და უმჯობესია მინიჭება ძალისებრისა, ვიდრე მოკლება ყოველივესი, რადგან თუნდ საღვთო, თუნდ, მსგავსადვე, ადამიანურ საქმეებში დამნა[95]შავე ის როდია, ვინც ვერ შეძლო ამგვარი რამ, არამედ ბრალი იმას აქვს, ვისაც სურვილიც არ ჰქონია. ვარ კი მწყემსი მცირე და უპოვარი, არცთუ ჯერაც მოსაწონი სხვა მწყემსებისთვის (ვინაიდან ზომიერია ამგვარად თქმა) სათნოჩენისა და მართალი სიტყვის გამო ანთუ, სულმოკლეობისა და მოპაექრეობის მიზეზით5, "არ ვიცი, ღმერთმა იცის", ამბობს საღვთო მოციქული6 და აშკარად ასაჩინოებს გამოცხადების დღესა და საბოლოო ცეცხლს, რითაც განისჯება და განიწმინდება ყოველივე ჩვენეული. მაინც, ვეცდები კი ძალისამებრ, არათუ დავფარო მადლი, ანთუ ხვიმირის ქვეშ დავდო სასანთლე7, ანდა დავფლო "ტალანტი"8, - რაზეც ხშირად მსმენია თქვენგან, უმოქმედობას რომ მიკიჟინებდით და მდუმარებას რომ მოიძაგებდით, - არამედ განგსწავლოთ ჭეშმარიტების სიტყვებით და სულიწმინდასთან9 შეგანაწევროთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:55)

დაწვრილებით...