Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ძველი ქართული თარგმანი

საკითხავი, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ნოსელისაჲ წმიდისა სამებისათჳს, რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს*

ვითარცა-იგი შეემთხუევის ხილვისმოყუარეთა, რაჟამს-იგი მრავალფერთა ყუავილთა მიერ აღსავსეთა ველთა მიემთხჳნენ, რომელთა-იგი პირად-პირადი შუენიერებაჲ და ზოგადი ჰაეროვნებაჲ (vB) ერთისა რაჲსმე მათგანისა განცდად არა შეუნდობს, და ესრეთ, ყოველთა მიმართ რაჲ განავრცინ ხილვისმოყუარე იგი გულისთქუმაჲ, ყოველთაგანვე სწორებით გამოეჴუნიან, ესევითარივე სახე შეემთხჳა გონებასაცა ჩემსა ყუავილოვანსა მას წერილთასა მიხედვითა, რამეთუ პირად-პირადი იგი შუენიერებაჲ ძალისა მათისაჲ სწორებით მიზიდვითა სულისაჲთა მიმოაკუეთებს სურვილსა ჩემსა და დაუდგრომელ ჰყოფს, რამეთუ სწორთა შორის არა ადვილ არს უაღრესისა პოვნაჲ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 13 FEBRUARY 2013 10:40)

დაწვრილებით...

 

ნიკოლაი აფანასიევი ადრეული ქრისტიანობისა და ეკლესიის მამათა მემკვიდრეობის უბადლო მცოდნე იყო. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ეკლესიის ბუნებას, საეკლესიო იერარქიას, ერისკაცთა როლს ეკლესიაში. „სიყვარულის ძალაუფლება“ არის ბოლო თავი მისი სადოქტორო დისერტაციისა „სულიწმიდის ეკლესია“ (გამოიცა 1971 წელს პარიზში). ამ გამოკვლევაში განხილულია ბიბლიური მოწმობები საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბებაზე, ეკლესიური მსახურების სახეობებზე პირველ ქრისტიანობაში, მოციქულებისა და შვიდი დიაკვნის დროიდან დაწყებული. ავტორის ძირითადი ამოცანა იმ მარტივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად თითქმის დავიწყებულ ჭეშმარიტების შეხსენებაა, რომ ძალაუფლება ეკლესიაში არის არა იურიდიული ბუნების მქონე, არამედ ესაა სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება და მხოლოდ სიყვარული აქცევს ეკლესიას ეკლესიად. ამ შრომაში მოცემული საეკლესიო იერარქიის პირველსაფუძვლების ანალიზი, რომელიც დამყარებულია წმიდა მამათა ტრადიციისა და საეკლესიო წმიდა გადმოცემის მყარ საძირკველზე, სამართლიანად არის აღიარებული უნიკალურად მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 10 FEBRUARY 2013 16:16)

დაწვრილებით...

 
შესავალი

სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) არის ქრისტიანული დოგმატების საზეიმო აღსარება, რომელიც იკითხება ან იგალობება ლიტურგიის დროს, ევქარისტიული კანონის დაწყების წინ. ამ წმიდა ტექსტის პირველი სიტყვა - მრწამს - დაკავშირებულია სიმბოლოს თითოეულ შემდგომ მუხლთან და ქრისტიანი ერის რწმენის ამ საერთო აღსარებას ანიჭებს ეკლესიის თითოეული იმ წევრის პირადი მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ხასიათს, ვინც სხვებთან ერთად წარმოთქვამს ”მრწამს”, ხოლო შემდეგ - ”აღვიარებ” და ”მოველი”.

მაგრამ კმარა კი სამების აღსარება მხოლოდ ბაგეებით ან თუნდაც გულმხურვალე მოკრძალებით, თუკი გონებას შესისხლხორცებული არა აქვს აზრი ამ სიტყვებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა მოძებნეს, რათა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება, ქრისტეს რწმენით განათლებული, ყოველი ადამიანისათვის მისაწვდომი გაეხადათ?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 09 FEBRUARY 2013 15:45)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი

[411r] წმიდისა ანასტასის1 ანტიოქიელ2 მთავარეპისკოპოსისაჲ3, კითხვა-მიგებაჲ ვიეთმე მორწმუნეთაჲ, რომელთა ჰკითხეს ქუემოწერილთა სიტყუათათჳს*.

კითხვაჲ: რაჲ არს სასწაული ჭეშმარიტი ქრისტიანისაჲ?

მიგებაჲ: სარწმუნოებაჲ მართალი და საქმენი კეთილნი, ვითარცა სხუამან ღირსმან მამამან თქუა, რამეთუ ქრისტიანე არს ჭეშმარიტი ტაძარი, ქრისტეს აღსარებითა მართლითა და მუშაკობითა სათნოებათაჲთა აღშენებული. აწ უკუე ”სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს” (იაკობ. 2.20), ვითარცა-იგი საქმენი კეთილნი თჳნიერ სარწმუნოებისა ამაო და უჴმარ არიან. ამისთჳს ჯერ-არს ყოვლითა ძალითა შეკრძალვაჲ სულთა ჩუენთაჲ ყოველთაგან საქმეთა ბოროტთა, რაჲთა არა ჩუენთჳსცა ითქუას, ვითარმედ: ღმრთისმეცნეირებასა აღასრულებენ, ხოლო საქმით უვარ-ჰყოფენ. ამისთჳს იტყჳს უფალი: ”რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამან ჩემმან შეიყუაროს იგი. და მოვიდეთ მისა და სავანე მის თანა ვყოთ” (იოანე 14.23). გჳსწავიეს უკუე, ვითარმედ სარწმუნოებითა მართლითა და საქმითა კეთილითა აღეშენების სახლი სულისა ჩუენისაჲ და ესრეთ დაემკჳდრების ღმერთი შორის ჩუენსა, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ”დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის” (II კორ. 6.16; ლევ. 26.12). ვითარცა მოციქული იტყჳს: ”ანუ არა გიცნობიესა თავით თჳსით, რამეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, გარნა თუ გამოუცდელ ხართ?” (II კორ. 13.5). ხოლო ეშმაკმან არა უწყის, თუ შინაგან გონებასა კაცისასა არს ქრისტე. და იხილოს რაჲ კაცი, ანუ უჯეროდ მრისხანე, ანუ მაგინებელი, ანუ ცუდმოფიცავ, ანუ ანგაჰარ, ანუ ხენეშთა სიტყუათა მეტყუელ, ანუ ძმისმოძულე, ანუ ამპარტავან და თავჴედ, ანუ მოცინარე და განმცხრომელ, ანუ [v] უდებ ლოცვასა, ანუ ბილწთა საქმეთა მოქმედ და სიკუდილისა არა მომჴსენე, სცნობს მას სახეთაგან, ვითარმედ არა4 არს მას სულსა შინა მცველ და განმანათლებელი მისი ღმერთი. მაშინ ვითარცა მპარავი შევიდის უკეთური იგი და განკრეხის სახლი იგი სულისაჲ მის და იქმნის უკუანაჲსკნელი მისი უძჳრეს პირველისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 02 FEBRUARY 2013 21:48)

დაწვრილებით...

 
თქუმული წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისა, ძმისა წმიდისა და დიდისა ბასილისი1

უფალო, წარმიმართე.

კეთილი წესიერებაჲ დადვა ღმერთმან ჩუენთა ამათ დღესასწაულთა ზედა, რომელნი-ესე შემდგომითი-შემდგომად აღვასრულენით დღეთა ამათ და აღვასრულებთ. ხოლო წესიერებაჲ ესე არს, ვითარცა დიდმან პავლე ბრძანა, რომელმან ძალითა სულისაჲთა პირველითგან უწყოდა, რამეთუ იტყჳს იგი პირველად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა დაწესებასა, და მერმე მწყემსთა და მოძღუართასა (I კორ. 12.28). და ეგრეთვე არს აწ წესი ესე სულიერთა ამათ კრებათაჲ. რამეთუ პირველსა მას არა აღვჰრაცხავ მე სხუათა თანა, რამეთუ ვინაჲთგან მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს შობისაჲ წმიდისაგან ქალწულისა არა ოდენ კრებაჲ არს წმიდაჲ, არამედ წმიდაჲ არს წმიდათაჲ და კრებაჲ კრებათაჲ. არამედ შემდგომნი იგი მისნი ვთქუნეთ, რომელ-იგი პირველ მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი იქმნნეს აღმასრულებელ კრებისა ჩუენისა. რამეთუ ორივე ესე მადლი მათ თანა იყო - მოციქულობისაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებისაჲ. ხოლო ესე არიან: სტეფანე, პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე. ხოლო შემდგომად მათსა, კუალად წესისა და ჯერისაებრ არს წინამძღუარ კრებისა ამის ჩუენისა მწყემსი ესე და მოძღუარი.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 14:25)

დაწვრილებით...

 

[164]ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე რუსეთი დიდ დაინტერესებას იჩენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ეს ინტერესი კარგადაა ასახული იმ პოლიტიკურ ურთიერთობებში, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. დღემდე რუსეთსა და საქართველოს შორის უძველესი დროიდან არსებული სარწმუნოებრივი ურთიერთობები ჩვენს ისტორიოგრაფიაში შეუსწავლელია1.

ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ XV საუკუნიდან, როცა რუსეთმა თავი მესამე რომად გამოაცხადა, პოლიტიკურ რანგში აყვანილი საეკლესიო ურთიერთობები განსაკუთრებულ სახეს იღებს. XVI-XVIII საუკუნეებში რუს ელჩებს საქართველოში თან მოჰყვებოდა მრავალრიცხოვანი სასულიერო პირები, რომლებიც ეცნობოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს და უმეტეს შემთხვევაში დამრიგებლის როლში გამოდიოდნენ. თავის მხრივ, ქართველი სასულიერო პირები რუსეთში ხშირად მოგზაურობდნენ, რომელთა ნაწილი სამუდამოდ იქ დარჩა და დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ამავე პერიოდიდან, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეში ხდება ქართული ლიტურგიკული ლიტერატურული ძეგლების შესწორება სლავურის საფუძველზე, რომელიც, როგორც მკვლევარები ფიქრობენ, დამთავრდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოს ანტონ პირველის დროს2.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 11:43)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი
ეპისტოლე წმიდათაგანისა პაპა ლეონისი1 წმიდათაგანისა ფლაბიანეს მიმართ კონსტანტინუპოლელ2 ეპისკოპოსისა

[217r]*

I. საყუარელსა ძმასა და თანამღდელსა ფლაბიანეს ლეონ.

წარვიკითხეთ წიგნი სიყუარულისა შენისაჲ, რომლისაჲ ესოდენ გჳანად მოწერაჲ ჩუენდა მომართ დაგჳკვირდა და ძალსა მოსაჴსენებელთასა შთამხედველთასა3, რომელი იქმნა ეპისკოპოსთა მიერ, ძლითღა სადმე ვცანთ, თუ რაჲ იყო თქუენ შორის აღმოცენებული საფრჴე4, მარღჳ მრთელისა სარწმუნოებისა ჩუენისაჲ და პირველ მიცილებულად საგონებელნი, აწ ცხად იქმნნეს ჩუენდა, რომელთა მიერ ევტჳქი სახელსა და პატივსა ხუცობისასა5 ღირს-ქმნული, ფრიად რაჲმე უგულისჴმოდ და ყოვლითურთ უსწავლელად შეისწავების, ვიდრემდის მისთჳსცა სათქუმელ არს წინაჲსწარმეტყუჱლისაჲ6 იგი, ვითარმედ: “არა ინება გულისჴმის-ყოფაჲ კეთი[217v]ლისაჲ, უსამართლოებაჲ იწუართა საწოლსა ზედა თჳსსა” (ფს. 35.4). რამეთუ რაჲმცა უუსამართლოეს იყო უღმრთოებითთა აღსაარებათასა, და კეთილად აღმსაარებელთა და ყოვლად ბრძენთა არა შედგომისასა? ხოლო ესევითართა ამათ უგულისჴმოებათა7 შთაცჳვიან, რომელნი მიფარულებითა რაჲთმე8 სიტყჳსაჲთა დაიყენებიან ვიდრემე ცნობად ჭეშმარიტებისა, ხოლო არა საწინაჲსწარმეტყუელოთა მიმართ ჴმათა, არცა სამოციქულოთა წერილთა, არცა სახარებისა შჯულკეთილობათა, არამედ თავთა მიმართ თჳსთა აღისწრაფიან და ამისთჳს მოძღურად საცთურისა გამოჩნდებიან,  ვინაჲთგან არა იქმნნეს  მოწაფე ჭეშმარიტებისა. რამეთუ, რომელი სწავლაჲ საღმრთოთა წერილთა, ძუჱლისა9 და ახლისა აღთქუმისათაჲ მიუღებიეს, რომელმან არცა თჳთ იგი წინაშესავალი მრწამსისა სიტყუათაჲ10 შეიწყნარა? და რომლისა ჴმაჲ ყოველსა შინა სოფელსა ყოველთავე ენათა მიერ იღაღადების, იგი ჯერეთ არა გულად-უღიეს ბერსა მას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 13:33)

დაწვრილებით...