Georgian (Georgia)English (United Kingdom)
135-137

წმ. იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ (გაგრძელება).

შეგახსენებთ, რომ ჩვენს ბოლო საუბარში განვიხილავდით წმ. იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველებას, კერძოდ შევჩერდით მის სწავლებაზე ანტიკური ფილოსოფიის, ანტიკური კულტურის შესახებ. წარმოვადგინეთ სათანადო ციტატები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ გამოარჩევს იუსტინე მარტვილი ანტიკურობის ღირსეულ ნაწილს და ამ ღირსეული ნაწილის გამომთქმელთ დანარჩენი ნაწილისაგან, ბნელეთისაგან და როგორ განუკუთვნებს ღირსეულ მოღვაწეებს, წინაქრისტიან მოღვაწეებს, წინასწარ მბაძველებს და აჩრდილისებ მიმსგავსებულებს ქრისტიან მოღვაწეებთან, აღმატებულ ქებას და ეპითეტებს. კონკრეტულად სოკრატეზე გვქონდა მსჯელობა, რომელსაც რამდენიმეგზის ასახელებს იუსტინე მარტვილი და დიდ ღირსებას განუკუთვნებს მას. კვლავ შეგახსენებთ იმ ციტატას, რითაც ჩვენი წინა საუბარი დავაბოლოვეთ, როდესაც იუსტინე მარტვილი აღნიშნავდა, რომ “სოკრატემ უგვან დემონთა უკუგდება ასწავლა ხალხს და გონებრივი ძიების გზით შეუცნობელი ღვთის შეცნობისკენ წარმართა ისინი. ასე უთხრა მათ: ყოველთა მამისა და შემოქმედის პოვნა ადვილი არ არის, არცთუ პოვნილის ყველასათვის გაცხადებაა უსაფრთხო. ეს ქმნა ჩვენმა ქრისტემ თავისი ძალით, ხოლო სოკრატეს არავინ ერწმუნა და იგი ამ მოძღვრების გამო მოკვდა”. ფაქტობრივად ამ ციტატის განხილვით დავაბოლოვეთ ჩვენი წინა საუბარი, თუმცა ამ ციტატის მომდევნო ნაწილიც მხოლოდ ნაწილობრივ განვიხილეთ და აღვნიშნეთ, რომ ამ ბოლო ნაწილსაც ასევე სპეციალური შესწავლა სჭირდება და ამიტომ წინა საუბარში ჩვენ აღარ შევჩერდით ამ ბოლო ნაწილზე დაკონკრეტებით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 26 NOVEMBER 2016 10:27)

დაწვრილებით...

 
138–140

ნათლისღების შესახებ

კვლავ იუსტინე მარტვილის თეოლოგიის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარში ჩვენ ფაქტობრივად შემოვიფარგლეთ ერთი თემატური საკითხით, რაც უკავშირდებოდა დასაბამიერ ცოდვას და განღმრთობას. საკმაოდ ვრცელი ციტატა დავიმოწმეთ წმ. იუსტინესგან და შევეცადეთ ამ ციტატის, სადაც დაუნჯებულია მისი სწავლება ხსენებულ საკითხებზე, კომენტირებას. ამჯერად კი შევეხებით იუსტინე მარტვილის ღვთისმეტყველების არანაკლებ და შეიძლება გარკვეული კუთხით კიდევ უფრო მნიშვნელოვან საკითხს, მნიშვნელოვანს თავისი წყაროთმცდობნეობითი ღირსებით, საკითხს ნათლობისა და ზიარების შესახებ. ფაქტობრივად ეს კვლავ განღმრთბის საკითხს უკავშირდება, ისევე როგორც დასაბამიერი ცოდვის საკითხსაც, რადგან სწორედ ნათლისღებით შეიმუსვრება პირველცოდვა და განღმრთობისკენ გზა ადამიანს კვლავ გაეხსნება სწორედ ამ უწმინდესი საიდუმლოს გზით, მაგრამ ამავე დროს ნათლისღება და ზიარება, როგორც შვიდი საეკლესიო საიდუმლოდან ორი, საკუთრივ ლიტურგიკულ ღვთისმეტყველებას უკავშირდება და ჩვენ შეგვეძლო ამ თემისთვის, ამ საკითხისთვის ასედაც გვეწოდებინა - წმ. იუსტინე მარტვილის ლიტურგიკული ღვთისმეტყველება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 25 NOVEMBER 2016 18:37)

დაწვრილებით...

 
141–143

საღვთო ნების გამოვლინების შესახებ. ადამიანის დაცემის მიზეზები

წმ. იუსტინე მარტვილის შემდეგ ჩვენ განვიხილავთ საღვთისმეტყველო სწავლებებს და არა იშვიათად ცრუ სწავლებებს, მისი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი მოწაფის - ტატიანე სირიელისას.

ტატიანე სირიელის პიროვნება და შრომები კარგა ხანია დაინტერესებას იწვევს, რამდენადაც ამ შრომებში ღირსეული აპოლოგეტურ-საღვთისმეტყველო მარცვალიც და ნაპერწკალიც გაკრთება და ამავე დროს გაუკუღმართებული სწავლებანიც სახეზეა. თითქოს იუსტინე მარტვილის მოწაფეს უფრო მეტი მართებულობა უნდა ჰქონოდა სწავლებითი თვალსაზრისით, საღვთისმეტყველო კუთხით, მაგრამ ჩვენ არაერთგზის აღგვინიშნავს წინა საუბრებშიც და ამჯერადაც გავიმეორებთ, რომ მოძღვარ-მოწაფეობა, რაზეც საზოგადოდ დაფუძნებულია საეკლესიო სწავლებითი პროცესი, ისტორია, გადმოცემითი ტრადიცია, ყოველთვის არ გულისხმობს მოძღვრისა და მოწაფის ერთ სულიერებას, ერთსულობას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 21 NOVEMBER 2016 13:15)

დაწვრილებით...

 
146

მსმენელს ალბათ ახსოვს, რომ ჩვენს წინა რამდენიმე საუბარში შევეხეთ ერთ-ერთ აპოლოგეტს - ტატიანე სირიელს. განვიხილეთ მისი გამოკვეთილად ჩამოყალიბებული ცდომილებანი, რომელთა მიმდევრებიც საეკლესიო ტრადიციაში იწოდებოდნენ ენკრატიტებად, აკვარიელებად, ანდა ზოგჯერ დოსითეზიანელებად. აღვნიშნავდით, რომ ამ ერეტიკული მიმდინარეობის მოთავედ ტატიანესთან ერთად განიხილებოდა გნოსტიკოსი დოსითეოზი. რადგანაც ჩვენ უკვე გნოსტიციზმის პრობლემას დოსითეოზის და უფრო ადრე სვიმონ მოგვის და სხვათა ხსენებით შევეხეთ, ვფიქრობთ ჩვენი განხილვა და რადიო საუბრები, საკუთრივ გნოსტიციზმის განმარტებისა და შესწავლისკენაც, რამდენადაც ამას იტევს რადიო საუბრის საზღვრები, უნდა მივმართოთ, რადგანაც შემდეგ და შემდეგ გნოსტიციზმის თემა კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება ქრონოლოგიურად უფრო გვიანდელ პერიოდში ეკლესიის მამებთან. ამიტომ გნოსტიციზმის განხილვა სრულიად აუცილებელია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 21 NOVEMBER 2016 11:27)

დაწვრილებით...

 

წიგნის ავტორისა და სამოღვაწეო ეპოქის შესახებ

VI-VII თავების განმარტება

წიგნის ავტორია ესაია ამოსის ძე1. მისი სახელი ებრაულად ჟღერს როგორც ეშა-ია-გუ, რაც ნიშნავს იაჰვეს ხსნას (უფლისმიერ შეწევნას). განმმარტებელთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ ამოსი, ესაიას მამა, წინასწარმეტყველი ამოსია, თუმცა ებრაული ენის მცოდნე ნეტარმა იერონიმემ ფილოლოგიური ანალიზის საფუძველზე დაადასტურა, რომ ესაიას მამა და მცირე წინასწარმეტყველი ამოსი ორი განსხვავებული პირია2.

ესაია იუდას ტომიდან იყო და სამეფო გვარს მიეკუთვნებოდა. იგი დაიბადა და გაიზარდა ქალაქ იერუსალიმში, ჰყავდა მეუღლე3 და შვილები - შეარ-იაშუბი და მაჰერ შალალ ხაშ ბაზი4. მოღვაწეობა უწევდა იმ ეპოქაში, როდესაც მეზობელი ისრაელის სამეფო იერობოამ II-ის შემდგომ დაღმასვლის გზას დაადგა და მალევე, ძვ. წ. აღ-ის 722 წ., ასურელებმა გაანადგურეს5. იგივე საფრთხე ელოდა იუდეასაც, თუმცა სამხრეთის სამეფომ განსაცდელი გადალახა და პოლიტიკური დამოუკიდებლობა ისრაელის დაცემიდან საუკუნენახევრის მანძილზე შეინარჩუნა. სწორედ ამ ურთულეს ჟამს გამოდის ასპარეზზე ესაია. ის თვისტომთ უზენაესს ახსენებს, ურჩევს, რომ ერი არ სასოებდეს ეგვიპტისა და ასურის ძლიერ სხელმწიფოებს, არამედ საკუთარი ნება უფალს დაუმორჩილოს, რითაც ნებისმიერი განსაცდელი დაიძლევა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 17 NOVEMBER 2016 13:44)

დაწვრილებით...

 

I. სმირნას დამკვიდრებული ღვთის ეკლესია ფილომილიაში1 მობინადრე ღვთის ეკლესიას და ყველას, ყოველ წმინდა ადგილზე მყოფ და საყოველთაო ეკლესიას, - გაუმრავლდეს წყალობა, მშვიდობა და სიყვარული ღვთისა და მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მოგწერეთ თქვენ, ძმანო, მარტვილთა და ნეტარი პოლიკარპეს შესახებ, ვინც თავისი მოწამებრივი დამბეჭდველობით დევნა განასრულა2. თითქმის ყოველივე წინსწრებით იმიტომ მოხდა, რომ უფალმა ზეგარდამო განგვიცხადოს სახარებისებრი მოწამეობა. იგი ელოდებოდა, რომ გაცემულიყო, როგორც უფალი, რათა მიგვებაძა და ჩვენ მისებრი გავმხდარიყავით, არა მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, არამედ - მოყვასისთვისაც3, რადგან ჭეშმარიტი და შეურყეველი სიყვარული განა ოდენ საკუთარი ცხონების სურვილია, არამედ - ყველა ძმისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 11 NOVEMBER 2016 11:26)

დაწვრილებით...

 
144–145,147-154

ტატიანე სირიელი და მისი სამოძღვრო გაუკუღმართებანი

ჩვენ განვიხილავდით პიროვნების დაცემის საკითხს და როგორც უკვე აღვნიშნავდით დაცემის საფუძველი ყოველთვის ყველა დროში არის ამპარტავნება, მათ შორის საეკლესიო ისტორიაშიც. თუკი ჩვენ ვხედავთ თავდაპირველად ღირსეულ ანდა უაღრესად ღირსეულ და შემდეგ დაცემულ პირებს, აი ამ დაცემის საფუძვლად იქაც მხოლოდ ამპარტავნება განიჭვრიტება, რომელიც შეიძლება ამპარტავნებადაც ვლინდებოდეს, მაგრამ შეიძლება სხვა სახითაც, იმიტომ, რომ უკეთურებას გამოვლენის მრავალსახეობა ახასიათებს და ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკვეთრი სიმპტომი ამპარტავნებისა, გადასხვაფერებული, შენიღბული სახით გამოვლენილი ამპარტავნებისა ეს გახალვთ ფანატიზმი. იქ სადაც ფანატიზმი გაბატონდება აბსოლუტურად შეუძლებელია მართალი ცნობიერების, მართლმადიდებლობის, ეკლესიური სიწმინდის შენარჩუნება და იქ იწყება თანდათანობითი დასნეულება შესაბამისი მონაკვეთისა (თუ ეს ერს ეხება), პიროვნების ბუნების თანდათანობითი მოწამვლა ამ შხამით და ბოლოს აბსოლუტურად მთლიანად მისი დაღუპვა და წარწყმედა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 01 NOVEMBER 2016 11:32)

დაწვრილებით...