წმიდა დიონისე არეოპაგელი - "ანგელოზთა იერარქიის შესახებ"
113-117
არეოპაგიტულ შრომათა შესახებ; ტერმინ “იერარქიის” განმარტება
არეოპაგეტიკასთან დაკავშირებული წინა საუბრები მთლიანობაში დაეთმო, არსებითად, ფილოლოგიურ-ისტორიულ საკითხებს და როგორც თავშივე აღვნიშნეთ ამგვარ საკითხთა შეძლებისდაგვარი დამუშავება უთუოდ წინა ნაწილი უნდა ყოფილიყო საკუთრივ არეოპაგეტიკის ღვთისმეტყველების შესახებ საუბრებისა.რამდენადაც მეტ-ნაკლებად ის საკითხები, რაც ავტორობის პრობლემას, ზოგადად ისტორიას უკავშირდება არეოპაგეტიკისა, თარგმანებს და ა.შ., რამდენადაც ყველა ეს საკითხი მეტ-ნაკლებად ჩვენ მიმოვიხილეთ (რა თქმა უნდა, კვლავაც აურაცხელია განსახილველი, მაგრამ ეს ყველაფერი უკვე სპეციალისტური კვლევაა, ხოლო ასეთი ზოგადი საუბარი ვფიქრობთ ნამდვილად აკმაყოფილებს იმ ზღვარს, იმ კონდიციას, რა მდგომარეობამდეც უკვე ჩვენ მივედით), შესაბამისად ამჯერად ჩვენ შევუდგებით, რაც შეიძლება კომფაქტურად, მაგრამ ყველაზე არსებითის გამოკვეთილად აღნიშვნით, შევეხოთ საკუთრივ არეოპაგეტულ ღვთისმეტყველებას.
ბოლოს განახლდა (MONDAY, 05 DECEMBER 2016 11:57)
წმიდა დიონისე არეოპაგელის შრომა “საღმრთოთა სახელთათვის”118იერარქიულობა საღმრთო სახელებს შორის წმ. დიონისე არეოპაგელის შრომის “საღმრთოთა სახელთათვის” მიხედვით ჩვენს წინა საუბრებში იერარქიულობის შესახებ წმინდა დიონისე არეოპაგელის მოძღვრება სხვადასხვა კუთხით წარმოვაჩინეთ. უშუალოდ წინა საუბარში ვეხებოდით საკუთრივ იერარქიული საფეხურების არსებობის წესის საფუძვლებს. განვიხილავდით იმ სულიერ საღვთო თვისებებს, რითაც ჭეშმარიტად განპირობებულია ჯერ საკუთრივ მათი მყოფობა და შემდგომ ზემორეებთან და ქვემორეებთან ამა თუ იმ ხარისხის ურთიერთდამოკიდებულება.ბოლოს განახლდა (MONDAY, 05 DECEMBER 2016 11:45) წმიდა დიონისე არეოპაგელი - “დადებითი” და “უარყოფითი” ღვთისმეტყველება119-120“დადებითი” და “უარყოფითი” ღვთისმეტყველება ჩვენს წინა საუბარში შევჩერდით დადებითი და უარყოფითი ღვთისმეტყველების რაობის განმარტებაზე. აღვნიშნავდით, რომ საღვთისმეტყველო წვდომა ჭეშმარიტებისა, რამდენადაც ამას კაცობრივი ბუნება დაიტევს, ყველაზე გამოკვეთილად არეოპაგეტულ სწავლებაში და საზოგადოდ მთელს ქრისტიანულ მოძღვრებაში არსებითად ღვთისმეტყველების ამ ორი სახეობით არის გამოხატული. რომელთაგან ყველანაირი გაგებით პირველს, წინმდგომობითაც (ე.ი. ამით იწყება საღვთისმეტყველო წვდომა), უწინარესობითაც, ეწოდება თანამედროვე ტერმინოლოგიით “დადებითი”, ძველ ქართულად “წართქმითი” ღვთისმეტყველება. ესაა იგივე, რასაც გამოხატავს ბერძნული ტერმინი “კატაფატიკური”, “კატაფაზისი” (დადებითობა, მტკიცებითობა) ანუ რასაც ლათინურად “პოზიტიური” ღვთისმეტყველება ეწოდება.ბოლოს განახლდა (MONDAY, 05 DECEMBER 2016 11:36) ერმის თხზულება "მწყემსი"121ჩვენ ვთვლით, რომ წინა საუბარში არსებითად დავასრულეთ არეოპაგეტიკის შესახებ შესავლის სახით მსჯელობა. უამრავი უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ამ ერთ-ერთ ყველაზე უფრო ფუძემდებულურ საღვთისმეტყველო კრებულთან და კორპუსთან დაკავშირებული. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ამ ძეგლთა კრებულს, არეოპაგეტულ შრომებს, უფრო გვიანდელ ავტორებთან დაკავშირებით პარალელის სახით მოვუხმოთ მათ, ამჯერად კი ვფიქრობთ საკმარისია ის რაოდენობა საუბრებისა, რაც მათ მივუძღვენით და განვაგრძობთ ქრონოლოგიურ განხილვას საეკლესიო ლიტერატურისას.ბოლოს განახლდა (SUNDAY, 04 DECEMBER 2016 18:47) სიბრძნე ბალავარისი125–128“ბალავარიანი” – ქართული თარგმანის წარმომავლობის შესახებ. ვრცელი და მოკლე რედაქციები ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ერთ-ერთი უადრესი აპოლოგეტის, არისტიდეს, აპოლოგიას და აგრეთვე წამოვჭერით ის საკითხიც, რაც აღნიშნულ აპოლოგიას ორგანულად უკავშირდება, ეს გახლავთ, როგორც უკვე შეფასებაც მივეცით, შუა საუკუნეების საეკლესიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული ძეგლი “ბალავარიანი” ანდა “სიბრძნე ბალავარისა”. ჩვენ ვალდებულად ვთვლით ჩვენს თავს, რომ ამ ძეგლის შესახებ დაწვრილებითი საუბარი გვქონდეს, რამდენადაც ეს თხზულება უაღრესად მჭიდროდ უკავშირდება ძველ ქართულ საეკლესიო ლიტერატურასაც.ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 30 NOVEMBER 2016 18:17) იუსტინე მარტვილის ნაშრომთა მიმოხილვა130–132იუსტინეს დიდი და მცირე აპოლოგია უშუალოდ წინა საუბარი მოგეხსენებათ ეხებოდა წმ. იუსტინე მარტვილს, II ს-ის ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. განვიხილავდით მისი ცხოვრების პირველ ნაწილს, როდესაც იგი, გამოკვეთილად ანთებული ჭეშმარიტების ძიების წყურვილით, სხვადასხვა ფილოსოფიურ სკოლას მიმოივლიდა, სტოიკოსებიდან დაწყებული პლატონელთა ჩათვლით, და ბოლოს ღვთის განგებითაც და საკუთარი ძალისხმევითაც ქრისტიანულ მოძღვრებას მიეახლა, როდესაც ერთ-ერთი მოხუცებული ბერისგან ჭეშმარიტება შეიტყო მან. აქ დასრულდა ჩვენი წინა საუბარი, როდესაც ჩვენ მოვიტანეთ კიდეც მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ ჰპოვა რა ქრისტიანული მოძღვრება, იუსტინე მარტვილმა მას უწოდა ჭეშმარიტი და სასარგებლო ფილოსოფია (ეს სიტყვებიც ტრიფონისადმი დიალოგის VIII თავში აქვს თქმული იუსტინეს).ბოლოს განახლდა (SATURDAY, 26 NOVEMBER 2016 10:45) იუსტინე მარტვილი ანტიკური ფილოსოფიის შესახებ133–134წმ. იუსტინე მარტვილის მოძღვრება ღვთისა და ღვთიური ჭეშმარიტების მარცვალთა ანტიკურ ფილოსოფიაში გამოვლენის შესახებ ბოლოს განახლდა (SATURDAY, 26 NOVEMBER 2016 10:29) |