მაცხოვრის ჯოჯოხეთში ჩასვლის შესახებ
თარგმანებაჲ საქმისა მოციქულთაჲსა
"ესე საქმისა მოციქულთაჲსა თარგმანი სიტყუა-სიტყუად მრავალთა თარგმნილისაგან შემოკრებულ არს და სიჴშოჲსაგან სახელები თჳს-თჳს არა ეგებოდა დაწერაჲ. ხოლო ვითარცა ზედაწარწერილი ცხად-ჰყოფს, უმრავლესი და ყოველგან წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ არს და ადგილ-ადგილღა დაერთვის სხუათაცა წმიდათაჲ, მრავალთა წიგნთაგან ერთად შეკრებული წმიდისა კჳრილეს მიერ".
ეფრემ მცირე
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 02 AUGUST 2017 11:25)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საღვთისმეტყველო კომისიის 2005 წლის დასკვნაძველი აღთქმის მართალთა ნათელღებულობის შესახებ ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 18 JANUARY 2017 17:19) ედიშერ ჭელიძე - მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს ეკლესიაშიმართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში "გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?"(საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს) ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 APRIL 2017 11:40) ედიშერ ჭელიძე - "გაქუს-ღა რაჲმე სიტყუად?"(საპასუხო წერილი არქიმანდრიტ ლაზარეს)1 ხსენებულ თხზულებაში ავტორი საჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ ჩვენს მიერ ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში სამგზის ნახსენები „ანონიმური რუსული პუბლიკაცია“ თურმე მისივე ნამუშევარი ყოფილა. პატივცემული არქიმანდრიტი აღუშფოთებია ამ პუბლიკაციაში დაშვებული უმძიმესი შეცდომების მხილებას ჩვენს მიერ და თითქმის ხუთჯერ უფრო ვრცელი წიგნის სახით გვცემს პასუხს. აღნიშნული წიგნის შესახებ ზოგადი შთაბეჭდილება ასეთია: მასში მჟღავნდება ავტორის უაღრესად ზვიადი, ამპარტავნული ტონი და საკუთარიგანსჯების სიმართლეში აბსოლუტური თავდაჯერებულობა. შედეგად, სახეზეა უკიდურესად მოუზომავი ბრალდებანი და შეურაცხმეოფელი გამონათქვამები ჩვენს მიმართ. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 25 DECEMBER 2016 15:02) ეპისტოლე დიოგნეტესადმი104თხზულების განხილვა ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა წმინდა ეგნატი ანტიოქიელის ეპისტოლეებს. ამჯერად კი განვიხილავთ დაახლოებით ამავე ეპოქისა და ამავე პერიოდის უაღრესად მნიშვნელოვან ადრექრისტიანულ ძეგლს, რომლის ავტორიც სამწუხაროდ ჯერჯერობით დადგენილი კვლავაც არ არის, რის გამოც ანონიმურ თხზულებად არის მიჩნეული ჯერ კიდევ ეს ძეგლი და რომლის სახელწოდებაც არის “ეპისტოლე დიოგნეტესადმი”. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 07 DECEMBER 2016 12:27) წმიდა დიონისე არეოპაგელი და მისი თხზულებანი105-108ზოგადი მიმოხილვა; არეოპაგიტული შრომები ჩვენი წინა საუბრები ეხებოდა იმ ეპოქას, რაც I ს-ის მიწურულსა და II ს-ის დამდეგს გულისხმობს, გარდამავალ ეპოქას უშუალოდ მოციქულთა მოწაფეების მოღვაწეობიდან საკუთრივ საეკლესიო მოღვაწეობამდე. ამ ეპოქის ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი განძი, რაც ღვთის მადლით ჩვენამდე შემონახულა, გახლავთ იმ შრომების ერთობლიობა, რომლებსაც არეოპაგეტული თხზულებები ეწოდება. ამ საუბრით ჩვენ სწორედ აღნიშნული თხზულებების შესახებ ვიწყებთ განხილვას. წინასწარ ძნელია განსაზღვრა რამდენი გადაცემა დასჭირდება შედარებით სრულყოფილი სახით ხსენებულ ნაშრომებზე საუბარს, მაგრამ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად არ შემოვიზღუდოთ, სათქმელი ასე თუ ისე ცხადად ჩამოვაყალიბოთ, იმიტომ, რომ საქმე გვაქვს ჭეშმარიტად უმნიშვნელვანესი მნიშველობის ძეგლებთან.ბოლოს განახლდა (TUESDAY, 06 DECEMBER 2016 14:41) პეტრე იბერის შესახებ109-112არის თუ არა პეტრე იბერი არეოპაგიტულ შრომათა ავტორი? ჩვენს წინა საუბარში ნაწილობრივ უკვე მოვნიშნეთ ის სასაუბრო თემა, რასაც ამჯერად შევეხებით. ჩვენ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, თუ რა თეორიები, რა თვალსაზრისები გამოითქვა არეოპაგიტული შრომების სავარაუდო ავტორის შესახებ. ვარაუდები მართლაც მრავალი იყო, როგორც აღვნიშნავდით, მაგრამ საქართველოში და (შეგვიძლია ეს განვაზოგადოთ) მაშინდელ საბჭოთა კავშირში ასე ვთქვათ მყარი ნიადაგი მხოლოდ ერთმა მათგანმა ჰპოვა. აქ იგულისხმება პეტრე იბერის, დღეისათვის უკვე ყველასთვის ცნობილი პიროვნების, როგორც არეოპაგიტულ წიგნთა ავტორის შესახებ შალვა ნუცუბიძის და შემდგომში ერნესტ ჰონიგმანის თვალსაზრისი.ბოლოს განახლდა (MONDAY, 05 DECEMBER 2016 14:24) |