წმიდა ბასილი დიდი - 93-ე ეპისტოლე ზიარების შესახებ
"ყოველდღე ზიარება და ქისტეს წმინდა სხეულისა და სისხლის მიღება კეთილსათნოა და სასარგებლო, ამბობს რა თავადვე ცხადად: "ჩემი ხორცის მჭამელსა და ჩემი სისხლის შემსმელს ექნება საუკუნო ცხოვრება" (იოანე 6.24), რამეთუ ვინ შეიტანს ეჭვს იმაში, რომ უწყვეტად ზიარება ცხოვრებასთან სხვა არაფერია, თუ არა მრავალგვარად ცხოვრება? ჩვენ, ამის გამო, ოთხგზის ვეზიარებით ყოველ შვიდეულში: კვირას, ოთხშაბათს, პარასკვევს და შაბათს (აგრეთვე, სხვა დღეებშიც, თუკი არის ხსენება რომელიმე წმინდანისა), ხოლო ის, რომ არანაირად არ იქნება სამძიმო, თუკი დევნულების დღეებში, მღვდლის ან ჟამისმწირველის1 არყოფნისას, იძულებული გახდება ვინმე საკუთარი ხელით მიიღოს ზიარება, ზედმეტია ამის მტკიცება, გამომდინარე იქიდან, რომ დიდი ხნიდან არსებული ჩვეულება თვით საქმეთა მიერ ხდის სარწმუნოს ამას, ვინაიდან უდაბნოში მყოფ მონაზონს, იქ სადაც არ არის მღვდელი, სახლში აქვს ზიარება და თავისი თავის მიერ ეზიარება, ხოლო ალექსანდრიასა და ეგვიპტეში ყოველ ერისაგანსაც (სიტყვ. "ერში აღრიცხულსაც") უდიდესწილად თავის სახლში აქვს ზიარება და როდესაც სურს, ეზიარება თავისი თავის მიერ, რადგან ერთგზის სრულყოფს რა მსხვერპლს მღვდელი და გასცემს რა, ის, ვინც მთლიანობაში მიიღებს მას ერთად, ყოველი ზიარებისას ვალდებულია სწამდეს, რომ მომცემლისგან (ე.ი. მღვდლისგან, ე.ჭ.) მზიარებლობს და მიმღებლობს იგი, ვინაიდან თვით ეკლესიაშიც მღვდელი გასცემს ნაწილს და მიმღები იკავებს (ხელთ იპყრობს) მას სრულის უფლებამოსილებით და ამგვარად თავისი ხელით მიაქვს პირთან.
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 25 JUNE 2020 13:07)
ედიშერ ჭელიძე - არიანულ-ნესტორიანული გაუკუღმართების შესახებნესტორიანული ორჰიპოსტასობა გულისხმობს იმას, რომ თუ განკაცებული ლოგოსი ღირსებითად სრულიქმნებოდა და ვითარდ ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 APRIL 2020 16:54) არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი - სნეულებათა შესახებ
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 მაისი 2020 10:13) ჟამისწირვაჲ წმიდისა იაკობ მოციქულისაჲ{01r} მღდელი რაჟამს წირვად განემზადებოდის, ესე ლოცვაჲ წარმოთქუას: ღმერთო, შემოსლვასა ამას ჩემსა ტაძარსა წმიდასა დიდებისა შენისასა ღირს მყვენ მონანი შენნი მადიდებელად სახელისა შენისა წმიდისა, რამეთუ ღმერთი მოწყალე ხარ და კაცთმოყუარე და შენდა ბოლოს განახლდა (THURSDAY, 02 APRIL 2020 13:25) მეფე საულის მიერ წინასწარმეტყველ სამუელის სულის გამოხმობის შესახებ (I მეფ. 28)სქოლიო დართული წმ. იუსტინე მარტვილის შრომის "დიალოგი ტრიფონ იუდეველთან" ქათულ თარგმანზე. თავად წმ. იუსტინე მარტვილის სიტყვები ამგვარია: "ის, რომ სულებიც არსებობენ, მე დაგიმტკიცეთ იმით, რომ მუცლითმეზღაპრე ქალმა, საულის თხოვნით, გამოიძახა სამუელის სული". სქოლიო: წმ. იუსტინე პირდაპირი მნიშვნელობით განმარტავს მეფეთა წიგნის თხრობას და არც კი ეჭვობს, რომ საულის წინაშე მისანის გამოძახებით ნამდვილად წინასწარმეტყველის სული გამოჩნდა. ტერტულიანე თხზულებაში "სულის შესახებ" (209-213 წ.წ.) კატეგორიულად არ ეთანხმება იმას, რომ მისანმა ქალმა წინასწარმეტყველის სულის გამოხმობა შეძლო. ის ემხრობა აზრს, რომ საულს ამ ქალის გამოძახილით ეშმაკი გამოეცხადა, რომელმაც სამუელის სახე მიიღო, ვინაიდან თავად მეფე უკვე ეშმაკის ხელმწიფების ქვეშ იმყოფებოდა: "მაშ, ღმერთი კრძალავს იმის რწმენას, თითქოს, რომელიმე წმინდანის სულის (წინასწარმეტყველზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი) ეშმაკის დახმარებით გამოძახება შესაძლებელია. ჩვენ გვისწავლია, რომ თავად სატანა ნათლის ანგელოზის სახეს იღებს (განათლებული ადამიანისას ხომ მით უმეტეს), და საბოლოოდ, თავს ღმერთად გაასაღებს და ნიშნებსა და სასწაულებს აჩვენებს იმისთვის, რომ, თუკი ეს შესაძლებელია, რჩეულებიც აცდუნოს. ოღონდ, ეგებ, ის იმ დროს ყოყმანობდა, რომ თავი ღვთის წინასწარმეტყველად გაესაღებინა - განსაკუთრებით საულის წინაშე, რომელშიც უკვე გაბატონებული იყო" (de Anima, 57; J.-P. Migne, Patrologia Latina, Tomus 2, Paris, 1844, col. 749). ბოლოს განახლდა (THURSDAY, 09 JULY 2020 19:35) უცნობი ავტორი - ლექსი უფლის ვნების შესახებწინამდებარე ტექსტი წარმოადგენს უცნობი ავტორის მიერ ლათინურ ენაზე დაწერილ თხზულებას, სახელწოდებით „უფლის ვნების ბოლოს განახლდა (THURSDAY, 25 JUNE 2020 13:06) სერგო ვარდოსანიძე - რა მოხდა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში 1968 წელსსაქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიაზე წერა ყოველი ისტორიკოსისათვის საპატიო, მაგრამ, ამავე დროს, საპასუხისმგებლო საქმეა. როდესაც ეცნობი საარქივო მასალებს, საინტერესო მოგონებებს, გიჩნდება იმის სურვილი, ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 მაისი 2020 19:39) |
- ედიშერ ჭელიძე - ტერმინ "ქნარის" სახისმეტყველებითი განმარტება საეკლესიო მწერლობაში
- ედიშერ ჭელიძე - ოთხი უმთავრესი სათნოების შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - ტერმინ "გნოსტიკოსის" მართლმადიდებლური გაგება
- გამომცემლობა "ახალი ივერონის" მიერ გამოცემული წიგნები
- დიდნი კურთხევანი
- ედიშერ ჭელიძე - საეკლესიო სიმართლე წითელი კვერცხის შესახებ და ზოგიერთი სხვა ლიტურგიკული საკითხი