საქართველოს ეკლესიის 1905 წლის რეორგანიზაციის პროექტი
1905 წლის დეკემბრის შუა რიცხვები, ქ. თბილისი
I. ძირითადი პრინციპები.
§ 1. განმარტება საქართველოს ეკლესიისა. საქართველოს ეკლესია არის მორწმუნე ქართველებისაგან შემდგარი და “ერთის, წმიდის, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის” პრინციპებზე დამყარებული სარწმუნოებრივი საზოგადოება, რომელშიაც და რომლის საშუალებითაც ხორციელდება ამ ქვეყნად “ღვთის სასუფევლის” დედა-აზრი.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:12)
დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲახალი, შესწორებული გამოცემის მიხედვითიბაკონი წმიდისა ღმრთისმშობლისანი1ზეშთამბრძოლისა ჩემისათჳს და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ჴსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვსწერთ2, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ ქალაქი3 შენი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაჲ უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლე მე, რაჲთა გიგალობდე4 შენ: "კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო". ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:53) ქართველი სამღვდელოება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლაში (1905-1907 წწ.)ჩვენი ქვეყნის ისტორიის მთელ მანძილზე საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას განუზომლად დიდი ადგილი ეკავა საქართველოს სახელმწიფოებრივი საძირკვლის განმტკიცების, კულტურული აღორძინებისა და ერის სულიერი ამაღლების საქმეში. ამჯერად შევეცადეთ მძლავრი ავტოკეფალური მოძრაობა წარმოგვეჩინა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ისეთ მღელვარე, დაძაბულ და პოლიტიკური კატაკლიზმებით აღსავსე ეტაპზე, როგორიც 1905-1907 წლების განმათავისუფლებელი მოძრაობის პერიოდი იყო საქართველოში. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:12) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის აქტირომელიც მიიღეს სვეტიცხოვლის კრებაზე 1917 წლის 12(25) მარტს+ჩშიზ წელსა, მარტის იბ დღესა, მცხეთის წმიდათა ათორმეტთა მოციქულთა სრულიად საქართველოის საკათალიკოსო ტაძარსა შინა, დღესა კვირიკესა, შემოვკრბით ჩვენ, სრულიად საქართველოის ეკლესიის მწყემსთმთავარნი, სამღვდელონი კრებულნი და ერისაგან წარმომადგენელნი და, შემდგომად ლიტურღიისა და კეთილდღეობისათვის ახლისა მთავრობისა სავედრებელის პარაკლისის შესრულებისა, გულისხმა ვყავთ სახელმწიფოსა შინა რუსეთისასა მომხდარნი ძირითადნი ცვლილებანი და ახლისა მთავრობისა დაფუძნებაი, ეგრეთვე სახელმძღვანელონი დებულებანი ამა მთავრობისანი, საკუთრივ მის მიერ სინიდისისა და სარწმუნოების თავისუფლების აღსარებაი (მუხ. 3). ამასთანავე განვბჭეთ, ვითარმედ: ა) ეკლესიასა ქართველთასა აქუნდა, თანახმად მსოფლიო კრებათა კანონებისა, ავტოკეფალური არსებობაი, რომლისა მოსპობაი ანუ გაუქმებაი არავის ძალედვა, თვინიერ მსოფლიო კრებისა, გარნა მას შინა სრულიად არაკანონიერად შეწყვეტილ იქმნა ავტოკეფალური მართვა-გამგეობაი; ბ) რუსეთსა შინა დამყარდა ახალი სახე სახელმწიფოის მართვა-გამგეობისაი და მას აღარ შეესაბამების ქართველთა ეკლესიისა უფლებაშეჩერებულად ყოფნაი; ამისათვის უცილობელად ვსცანით და ერთხმად და ერთსულად განვაჩინეთ: ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:13) მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართანწინასიტყვაობაწინამდებარე წიგნი არის პირველი ქართული გამოცემა მართლმადიდებელი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი თხზულებისა "მწირის გულახდილი საუბრები მის სულიერ მოძღვართან". იგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწერა და ვრცელდებოდა როგორც ხელნაწერის, ისე ბეჭდვითი სახით. თხზულება ყაზანის ეპარქიის ჩერემისის მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა პაისიმ გადაწერა ათონის მთაზე და 1881 წელს მანვე გამოსცა პირველად ამავე მონასტრის ფულადი სახსრებით. წიგნმა იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ 1884 წლისთვის უკვე მეოთხედ გამოიცა მოსკოვში. ასევე, გამომცემლობა YMCA-PRESS-მა ორჯერ დაბეჭდა პარიზში. ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:14) ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეათე წიგნიწიგნი X
საეკლესიო ისტორიის მეათე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. ღვთისგან ჩვენთვის ბოძებული მშვიდობის შესახებ. II. ეკლესიათა აღდგენის შესახებ. III. ყველა ადგილზე [წარმოებულ] განახლებათა შესახებ. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:40) ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორია - მეცხრე წიგნიწიგნი IXსაეკლესიო ისტორიის მეცხრე წიგნი შეიცავს შემდეგს:
I. მოჩვენებითი შესვენების* შესახებ. II. შემდგომი გადახრის შესახებ. III. ანტიოქიაში ახლად ნაკვეთი კერპის შესახებ. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:41) |