წმიდა იოანე ოქროპირი - ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ
სიტყვა პირველი
1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 28 OCTOBER 2011 20:14)
იოანე საბანისძე - წამება წმინდა მოწამე აბოსი[სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე იოანე საბანისძის მიმართ]*მე, სამოელ ქრისტესმიერ ქართლის კათალიკოსი, უფალ იოანე საბანისძეს, წმინდა კათოლიკე ეკლესიის სულიერ შვილს და ჩვენთვის საყვარელს, ლოცვით უფლის მიერ მოგიკითხავ. მშვიდობა იყოს შენზე და შენი სახლის მთელ კრებულზე ქრისტეს მიერ. ჩვენ თავად ვიცით შენი წადიერება ღვთისმსახურებისთვის, შენი ღვთივმიმადლებული ცოდნა საღვთო წიგნებისა და შენიგულმოდგინება კარგი საქმეების სამოღვაწეოდ. შენ თვით იცი ამ სანატრელი ახალი მოწამის აბოს შესახებ, რომელიც ამ დღეებში ეწამა ჩვენს და მთელი ჩვენი ქვეყნის, ქართლის, მეოხად ქრისტეს მიმართ. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:32) იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს წმინდა სინოდის პასუხი*უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრის შესახებ[საქართველოს საპატრიარქომ მიიღო წერილობითი პასუხი იერუსალიმის ბერძნული მართლმადიედბლური საპატრიარქოს წმინდა სინოდისგან უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრთან დაკავშირებით. აღნიშნული პასუხი შედგება ორი დოკუმენტისგან. პირველი მათგანი (ინგლისურ ენაზე) ეკუთვნის წმინდა სინოდის მდივანს, არქიმანდრიტ დიმიტრის, რომელიც იერუსალიმის წმინდა და სამღვდელო სინოდის ბეჭდით და სახელით გვიგზავნის იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას ზემორე საკითხზე. მეორე დოკუმენტი (ბერძნულად) წარმოადგენს კონსტანტინე არისტარქოსის მიერ შედგენილ ტექსტს, რაც, მისივე მითითებით, შეიცავს “მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრებას” (τὴν διδασκαλίαν τῆς ὀρθοδόξου ἐκκλησίας) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ეს ტექსტი არისტარქოსმა შეადგინა იერუსალიმის პატრიაქისა და წმინდა სინოდის საგანგებო დავალებით. პატრიარქმა დიოდოროსმა და იერუსალიმის წმინდა სინოდმა აღნიშნული ტექსტი მიიღეს, დაბეჭდეს და, როგორც ითქვა, საქართველოს ეკლესიას გამოუგზავნეს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:07) წმ. იოანე ოქროპირი (349-407) - რომაელთა მიმართ ეპისტოლის განმარტება*ა. მიწყივ ვისმენ რა ნეტარი პავლეს ეპისტოლეთა აღმოკითხვას, - ყოველ კვირაში ორგზის, ხშირად კი სამგზის, და ოთხგზისაც, რაჟამს წმინდა მარტვილთა ხსენებას აღვასრულებთ, ერთი მხრივ, ვხარობ და ვიშვებ სულიერი საყვირით, აღვემართები და, ჩემთვის ძვირფასი ხმის შემცნობი, სურვილით ვიწვი, ფიქრებში წარმოვისახავ რა მას თითქოსდა თანამყოფად და ვხედავ რა თანამესიტყვედ, ამასთან, მეორე მხრივ, მწუხარება და ტკივილი მაქვს იმის გამო, რომ ყველა როდი იცნობს ამ მამაკაცს,1 რაგვარადაც ხამს იცნობდნენ, არამედ ესოდენ უმეცარნი არიან მის შესახებ მავანნი, რომ არცთუ ეპისტოლეთა რიცხვი უწყიან ჯეროვნად, ეს კი ხდება არა უსწავლელობის რამ მიზეზით, არამედ - იმისდა კვალად, რომ არ ნებავთ მათ მიწყივ სჯა-ბაასობდნენ ამ ნეტართან. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:28) ალექსანდრე კალომიროსი - ცეცხლის მდინარეპასუხი კითხვებზე: ნამდვილად კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:27) პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი – ევქარისტია და კათოლიკეობა(წიგნიდან - ეკლესიის შესახებ)ნურავინ იგლოვებს თავის სიღატაკეს, იოანე ოქროპირი, სააღდგომო ქადაგებიდან I წმიდა ევქარისტია ქრისტეს მოსაგონებლად აღესრულება, პირველ ყოვლისა – საიდუმლო სერობის მოსაგონებლად, როდესაც მაცხოვარმა დააწესა და პირველად თვითონვე აღასრულა ახალი აღთქმის უწმიდესი საიდუმლო თავის მოწაფეებთან ერთად და დაგვიტოვა მცნება: ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსნებელად... მაგრამ ეს მარტო მოგონება არ არის. მოიგონებენ ხოლმე ყოფილს და გარდასულს, იმას, რაც ოდესღაც მოხდა და უკვე აღარ არის. ხოლო საიდუმლო სერობა არათუ ოდესღაც აღსრულდა, არამედ დღესაც გრძელდება საიდუმლოდ – მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე... სწორედ ამას ვადასტურებთ ყოველ ჯერზე, როცა კი საზიარებლად ბარძიმს მივეახლებით: შენი საიდუმლო სერობის საზიარებლად დღეს, ძეო ღვთისაო, შემიწყნარე... სერობა გრძელდება, და არ მეორდება.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:28) წმ. მარკოზ ეფესელის ანტიკათოლიკური სიტყვის რუსული თარგმანის შესახებ*როგორც ცნობილია, წმ. მარკოზ ეფესელმა ფლორენციის კრებაზე წარმოთქვა თავისი სახელგანთქმული ორი სიტყვა ე.წ. ”განსაწმენდელის” წინააღმდეგ. ამ სიტყვათა რუსული თარგმანები შესულია არქიმანდრიტ ამბროსის მონოგრაფიაში: Святой Марк Ефесский и Флоренцийская Уния, Jordanville 1963, с. 58-73; 116-150. აღნიშნული მონოგრაფია, საზოგადოდ, მოიცავს ეფესოს მიტროპოლიტის თითქმის ყველა იმ შრომის თარგმანს, რაც ფლორენციის უნიას უკავშირდება. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 18:58) |
- ათონის წმინდა მთის წმინდა კინოტის პასუხი* უნათლავად აღსრულებულ ჩვილთა საუკუნო ხვედრის შესახებ*
- პროტოპრესვიტერი გიორგი ფლოროვსკი - ეკლესიათა საზღვრების შესახებბ
- პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი – ნათლობა*
- ედიშერ ჭელიძე - ზოგი სარწმუნოებრივ-დოგმატური საკითხის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - “არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა”*
- დიაკონი ანდრეი კურაევი - მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი