აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა - კაცობრიობის გადარჩენის საღვთო განგებულება
ამაღლების შემდგომ საღვთო მზრუნველობა კაცობრიობაზე ყოვლადწმინდა სამების ერთ-ერთი ჰიპოსტასის – სულიწმინდის გარდამოსვლით გაცხადდა. ამ დღეს დაედო დასაბამი იმ საღვთო კრებულის არსებობას, რომელიც ქრისტემ თავისად განიკუთვნა. ამ კრებულს ეკლესია ეწოდა. ამ დღეს დაარსდა ის კრებული, რომლის წიაღში არსებობაც აუცილებელია საიმისოდ, რომ ქრისტეს გამომსყიდველი ვნებანი თითოეულ ადამიანს პიროვნულად შეეხოს. დიახ, მაცხოვარმა თავისი სიკვდილითა და აღდგომით გამოისყიდა ადამიანის ცოდვით დაცემული ბუნება და ამის შემდგომ უკვე პიროვნული გამოხსნისათვის უნდა იღვწოდეს თითოეული. ცხადია, ამ პიროვნული ხსნისათვის ცოდვის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლაში გამარჯვების ერთადერთი საშუალება ღვთის შეწევნაა, მაგრამ, ამასთან ერთად, აუცილებელია თავად ადამიანის პირადი მოღვაწეობაც. თავად ადამიანმა, პიროვნებამ უნდა დაიწყოს და აწარმოოს ბრძოლა ცოდვასთან. მას უკვე ამის საშუალება მიცემული აქვს, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მაცხოვარმა თავისი ყოვლადწმინდა, უბიწო სისხლით გამოისყიდა ადამიანის ბუნება. ეკლესია, რომელიც აღდგომიდან 50-ე დღეს დაარსდა, ამ პიროვნული გამოხსნისათვის აუცილებელ ძალებს იძლევა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ არა ეკლესია, ადამიანი პირადულ ხსნას ვერ განახორციელებს.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 23 NOVEMBER 2011 17:48)
წმიდა გრიგოლ პალამა – ყოვლადწმინდა მარიამის, ქალწულისა და დედა-ღმრთისმშობლის შობისათვისადამიანის ცხოვრებაში ნებისმიერი დრო და ჟამი შეიძლება მივიჩნიოთ ახალი, სულის მხსნელი ცხოვრების დასაწყისად. სწორედ ამას გულისხმობდა წმინდა პავლე მოციქული, როდესაც ამბობდა: “აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ. და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა, არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.” (რომ. 13. 11-14). ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 16 NOVEMBER 2011 18:34)
ძველი აღთქმა - კაცობრიობის მომზადება მხსნელის მისაღებადხშირად შეგვინიშნავს ღვთისმსახურებისას, ზოგიერთ დღეებში, როგორ იკითხება მწუხრის ლოცვაზე გარკვეული ადგილები ძველი აღთქმიდან. ახალაღთქმისეულ ეკლესიაში ძველი აღთქმის საღვთისმსახურო წიგნების გამოყენება (მაგ.: ფსალმუნის), კაცობრიობის ისტორიაში ორ სხვადასხვა ეპოქაში არსებული ერთი საყოველთაო და განყოფელი ეკლესიის არსებობის კიდევ ერთი დამადასტურებელია. ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 19:47)
პასექი"განვბრწყინდებოდეთ აწ ერნო..."ქრისტეს აღდგომის რწმენას ახალაღთქმისეულ პასექს - ჩვენ მრწამსის წარმოთქმისას ვაღიარებთ, თუმცა თვითონ სარწმუნოების სიმბოლოში სიტყვა პასექი არსად გვხვდება, ვგალობთ თუ ხმამაღლა წარმოვთქვათ მრწამსს, მისი გაჟღერებისას ჩვენ, ერთი მხრივ, ვაღიარებთ ეკლესიის რწმენას და მეორე მხრივ, ვამოწმებთ ჩვენ რწმენას ერთი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც იუდეაში, პონტოელი პილატეს პროკურატორობის დროს, ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის ჯვარს ეცვა "და ივნო და დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა." ბოლოს განახლდა (TUESDAY, 15 NOVEMBER 2011 12:28)
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე (1788-1810)2003 წელს გამოვიდა ელდარ ბუბულაშვილის მონოგრაფია ”საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ანტონ მეორე”, რომელიც ძირითადად საქართველოს და რუსეთის სიძველეთსაცავებში მოძიებულ უცნობ წყაროებს ეყრდნობა. გთავაზობთ მოკლე ანოტაციას აღნიშნული ნაშრომიდან. ანტონ მეორე იმ ქართველ მამულიშვილთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელმაც თავისი ცხოვრება და სარწმუნოებრივი მოღვაწეობა ერისა და ქვეყნის სამსახურს შესწირა. იგი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში (1788-1810) ქართველი ერის სულიერი მესაჭე იყო. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 13 NOVEMBER 2011 15:07)
წმიდა გრიგოლ პალამა – ლოცვისა და ფსალმუნებისათვისღმერთმა გონების თვალი აგვიხილა, უხვად დაგვაბერტყა უსაზღვროდ მადლიანი კალთა, უამრავი სიკეთით დაგვამწყალობა, მაგრამ ძე ხორციელთაგან ჯერ არავინ დაბადებულა დედამიწის ზურგზე, რომელიც შეძლებდა უფლისთვის ღირსეული მისაგებელი მიეგო ამის სანაცვლოდ. დავით მეფე-წინასწარმეტყველი ფსალმუნებში ამბობს: “რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელი მომაგო მე?” (ფს. 115.3). რაკიღა წინასწარმეტყველი იმათ მიმართავს, ვისთვისაც ადვილი მისახვედია ამ სიტყვებში ნაგულისხმევი, დაწვრილებით აღარ ჩამოვთვლი იმ წყალობებს, ადამიანის გაჩენამდე რომ არსებობდა. იგი მხოლოდ ისეთ წყალობაზე ჩერდება, რომლებიც ადამიანს ღვთისგან ებოძა გაჩენის შემდგ. რანი იყვნენ ეს წყალობანი ადამიანის დაბადებამდე, ანუ ვიდრე ადამიანი ხორცს შეისხამდა ღმერთს რაგვარი წყალობანი ჰქონდა მისთვის განმზადებული? ბოლოს განახლდა (FRIDAY, 11 NOVEMBER 2011 19:21)
წმიდა კირილე იერუსალიმელი - მესამე ქადაგება ნათელღებულთადმიიერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), ნათლისღების შესახებ და საკითხავი რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან: "ნუთუ არ იცით, რომ რომელთაც ქრისტე იესოს მიმართ ნათელვიღეთ, მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ? თანადავეფლენით მას ნათლისღების მიერ სიკვდილში" (რომ. 6. 3-4) და შემდგომი. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 09 NOVEMBER 2011 11:52)
|
- დიონისე არეოპაგელის, მაქსიმე აღმსარებლისა და ეფრემ მცირის სწავლებანი მელქისედეკის შესახებ
- წმიდა გრიგოლ პალამა – ქადაგება ლუკას სახარების საკითხავისათვის
- წმიდა ბასილი დიდი – ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან*
- წმიდა გრიგოლ პალამა – სიყვარულისათვის
- ედიშერ ჭელიძე – დოგმატი და იკონომია
- "უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები" (ფილიპ. 3.13)