მარტჳლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ
ძველ ქართულად
თთუესა ივლისსა: კთ
1. წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ, და წარმართ იყო იგი, და სახელი ერქუა მას გჳრობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოც და ათ წლის.
და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ჴელსა მეჴამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტჱსსა და წმიდისა ჯუარისა ძალისა ჩინებასა. შეიყუარა მან რჩული ქრისტეანობისაჲ და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეჴამლეობაჲ, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანჱ და თჳთ ქრესტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლის-ცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაჲ ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტჱსსა.
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 02 FEBRUARY 2012 22:40)
წმიდა კირილე იერუსალიმელი - პროკატექიზისი ანუ წინაგანსწავლა1. უკვე თქვენთანაა უსანატრელესი სურნელი, ჰოი ნათელღებადნო! უკვე აგროვებთ სულიერ ყვავილებს ზეციურ გვირგვინთა დასაწნავად; უკვე დაქროლა სულიწმინდის კეთილსურნელებამ; უკვე სამეუფო სასახლის წინკარს გარსშემოჯარულხართ; ჰოი, ნეტავ თვით მეუფე შემოგიძღვეთ. ეს-ესაა გამოჩნდა ყვავილი ხეთა, ჰოი, ნეტავ სრულიქმნას ნაყოფიც. უკვე იყო თქვენი სახელთა აღწერა,1 ლაშქრად მოწოდება, ლამპრები საქორწილო პროცესიისათვის, ზეციური მოქალაქობის გულისთქმა, კეთილი განზრახვა (πρόθεσις ἀγαθή) და სასოება თანამდევი, რადგან არ ცრუობს, ვინც ამბობს: "ღვთის მოყვარეებს ყოველივე შეეწევათ სიკეთეში" (რომ. 8.28). ღმერთი ხელგაშლილია ქველისსაქმეში, მაგრამ ელოდება თითოეულის გულწრფელ არჩევანს (τὴν γνησίαν προαίρεσιν), ამის გამო დაურთო მოციქულმა და თქვა: "რომელნიც განზრახვისამებრ (κατὰ πρόθεσιν) არიან ხმობილნი" (რომ. 8.28). წრფელმა განზრახვამ განაპირობა შენი მოხმობა, რადგან თუ სხეული აქ არის, სული კი - არა, ვერაფერს იხეირებ. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 01 FEBRUARY 2012 21:33) იაკობ ხუცესი - წამებაჲ წმიდისა მოწამისა შუშანიკ დედოფლისაჲძველ ქართულადთთუესა ოკდონბერსა: იზ და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი: ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:55) წმიდა რომანოზ ტკბილადმგალობელი - ქრისტეშობის კონტაკიონიწმ. რომანოზ მელოდოსი ანუ ტკბილადმგალობელი (VI ს.) ერთერთი მწვერვალია საეკლესიო ჰიმნოგრაფიისა. მას კონტტაკიონები აქვს მიძღვნილი ძველი და ახალი აღთქმის უმნიშვნელოვანესი მოვლენებისადმი. საკუთრივ ქრისტეშობის შესახებ წმ. რომანოზს დაუწერია ცამეტი საგალობელი რომელთაგან პრველი, ოცდახუთი მცირე გალობისგან შემდგარი, სრული ღარგმანის სახით იბეჭდება ქვემოთ. საგალობელი ორიგინალში ატარებს აკროსტიქს: „მდაბალი რომანოზის საგალობელი“. იგი იკითხებოდა 25 დეკემბერს (ხმა 3). წინამდებარე თარგმანი შესრულებულია ორიგინალთან მაქსიმალური ტექსტობრივ-ტერმინოლოგიური და სახისმეტყველებითი თანხვედნილობის პრინციპით. გამოყენებულია ორიგინალის უახლესი მეცნიერული გამოცემა: Romanos Le melode, Hymnes, intr., texte crit., trad., et notes oar. I. Grosdidier De Matons, t. II, Paris, 1965, p. 48-77. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 20 JANUARY 2012 21:30) წმიდა კირილე იერუსალიმელი - პირველი ქადაგება ნათელღებადთადმიიერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად, წიაღმყვანებელი ნათლისღებად მოსულთათვის და საკითხავი ესაიას წინასწარმეტყველებიდან: ”განიბანეთ, განიწმინდეთ, განიშორეთ ბოროტება თქვენი სულებისგან ჩემს თვალთა წინაშე” (ეს. 1.16) და შემდგომი. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 15 JANUARY 2012 19:48) წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეორე ქადაგება ნათელღებადთადმიA1 იერუსალიმში, თქმული მოუმზადებლად (σχεδιασθεῖσα), სინანულის, ცოდვათა მიტევებისა და წინააღმდგომისთვის, და საკითხავი ეზეკიელიდან: "სიმართლე მართლისა მასზე იქნება და ურჯულოება ურჯულოსი მასზე იქნება. და თუ ურჯულო მოიქცევა ყოველი თავისი ურჯულოებისგან..." (ეზეკ. 18.2) და შემდგომი 1. საშინელია ცოდვა და სულის უმძიმესი სნეულებაა ურჯულოება, არღვევს მის ძალებს და მიზეზია საუკუნო ცეცხლისა. უკეთური თვითხელმწიფება, არჩევანის ამონაყარი.2 და რომ საკუთრივი არჩევანით ვცოდავთ, ცხადად ამბობს სადღაც წინასწარმეტყველი: "მე შენ დაგნერგე ნაყოფიერ ვენახად ყოველი ჭეშმარიტებით, როგორ შეიცვალე მწარე უცხო ვენახად"? (იერ. 2.21). ნერგი კეთილია, ნაყოფი ბოროტი. არჩევანისმიერია ბოროტება, დამნერგველი უბრალოა, ვენახი კი ცეცხლით დაიწვება, რადგან კეთილად დაინერგა, მაგრამ ბოროტად ინაყოფიერა წინააღრჩევის მიერ. ეკლესიასტეს თანახმად, "ღმერთმა წრფელი (εὐθύν) შექმნა ადამიანი, მათ კი მოიძიეს მრავალი გულისთქმა" (ეკლ. 7.29). "რადგან მისი ქმნილებანი ვართ, შექმნილნი კეთილი საქმეებისთვის" (ეფეს. 2.10), ამბობს მოციქული. შემოქმედმა, არის რა კეთილი, კეთილი საქმეებისთვის შექმნა, ხოლო შექმნილი საკუთარი არჩევანით ბოროტისკენ მიიდრიკა. ამრიგად, საშინელი ბოროტებაა ცოდვა, როგორც ითქვა, მაგრამ არა უკურნებელი. საშინელია შემნარჩუნებლისთვის, ხოლო ადვილად კურნებადია სინანულით უკუმგდებლისთვის. რადგან წარმოიდგინე ვინმე, ვისაც ცეცხლი უპყრია ხელთ. სანამ მას ნაკვერჩხალი უჭირავს, იწვის, რა თქმა უნდა, ხოლო თუ განაგდებს ნაკვერჩხალს, მხურვალებასაც განაგდებს იმასთან ერთად. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ შემცოდე არ დაიწვება, მას ეუბნება წმინდა წერილი: "გამოიკრავს ვინმე ცეცხლს უბეში სამოსის დაუწველად" (იგავ. 6.27)? რადგან წვავს ცოდვა სულის ძალებს.ბოლოს განახლდა (THURSDAY, 29 DECEMBER 2011 19:40) ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველებაწმ. ეფრემ მცირის სწავლება ადამიანის როგორც პირმშოხატის ხატის შესახებახლა შევეხოთ საკუთრივ ეფემ მცირისეულ სქოლიოს. კვლავ დავიმოწმებთ ტექსტს: ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:55) |
- XX საუკუნის საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელნი და მათი ოპონენტები
- სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი უწმიდესი და უნეტარესი ამბროსი (1921-1927 წ.წ.)
- საუბარი ქართულ გალობაზე ვატოპედის მონასტრის რეგენტთან
- წმიდა კირილე ალექსანდრიელი – სწავლებანი პირველქმნილი ადამიანის შესახებ
- ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება
- ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებლური ხატმეტყველება