Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია ვარლაამ კალაბრიელისა და წმინდა გრიგოლ პალამას პაექრობა, რომელიც თავდაპირველად ღვთის შემეცნების მეტად საფრთხილო საკითხს ეხებოდა. შემდეგ კი ვარლაამმა იესოს ლოცვის სამონასტრო პრაქტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა, ამან გამოიწვია უფლის სწავლების მთავარ საფუძვლებსა და ადამიანის ბედზე წარმოეწყოთ მსჯელობა. საბოლოოდ პაექრობა პალამიზმის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც 1341,1347 და 1357 წლების საეკლესიო კრებების დადგენილებებით გამყარდა. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო არა მარტო ბერების გარკვეული წრისათვის, არამედ მთლიანად მართლმადიდებელი სამყაროსათვის.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 FEBRUARY 2012 14:44)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

მოელოდეს ჰრომესა შინა პავლეს. ლუკა გალატიაჲთ მოსრულ იყო, ტიტე - დალმატიაჲთ, რომელნი იხილნა პავლე და განიხარა. და გარეშე ჰრომსა საუნჯჱ ვისიმე სასყიდლით დაეპყრა, რომელსა შინა ძმათა თანა იყოფოდა იგი და ასწავებდა ყოველთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, შეიწყნარებდა ყოველთა მათ,  რომელნი მივიდოდეს მისა, და განთქუმულ იყო იგი ყოველთა მიმართ ჰრომს შინა. და მრავალნი სულნი შეეძინებოდეს უფალსა ჩუენსა. და მრავალთა ჰრწმენა ტაძრისაგანთაცა კეისრისათა. და იყო სიხარული დიდი ყოველთა მიმართ.

იყო ვინმე პირის მწდჱ კეისრისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პატროკლოს, მწუხრად მივიდა სავანესა მას პავლჱსსა და ერისა მისგან ვერ შეუძლო შესლვად შინა პავლჱსა, არამედ დაჯდა იგი სარკუმელსა ზედა მაღალსა და ისმენდა იგი, ასწავებდა რაჲ პავლე ერსა მას სიტყუასა მას ღმრთისასა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 22:31)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

ხოლო ნეტარი პეტრე ჰრომეს შინა იხარებდა ძმათა თანა და ჰმადლობდა ღმერთსა დღე ღა ღამე ერისა მისთჳს მორწმუნისა, რომელნი მოსრულ იყვნეს სახელითა ქრისტჱსითა. მოვიდოდა ხარჭებიცა მეფისა აგრიპაჲსი პეტრჱსა, რამეთუ სახელები მათი ესე არს: აგრიპინა და იკარია და ევფემია და დორის.

ამათ ვითარცა ესმა სიწმიდისა იგი სიტყუაჲ და ყოველნი სიტყუანი ქრისტჱსნი, მოიქცეს ყოველნი ღმრთის მსახურებად და შეითქუნეს ურთიერთას, რაჲთა შეუგინებელად დაადგრენ საწოლისაგან აგრიპაჲსისა, რამეთუ იიძულებოდეს იგინი ფრიად მისგან. ხოლო იგინი არა ერჩდეს მას. და იურვოდა მათთჳს აგრიპა და წუხდა ფრიად, უფროჲსღა, რამეთუ უყუარდეს იგინი ფრიად; მზირნი განაჩინნა და მოავლინნა, რაჲთა უწყოდის, ვიდრე იგინი მივიდიან. და უთხრეს, ვითარმედ: პეტრჱსა მივიდიან. მოუწოდა მათ აგრიპა და ჰრქუა: ქრისტიანემან მან გასწავაა თქუენ არა ზიარებად ჩემდა? ესე უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა წარგწყმიდნე და იგი ცეცხლითა დავწუა. ხოლო იგინი იტყოდეს ყოველთა სატანჯველთა აგრიპაჲსთა თავსდებად, გარნა ნუ-ხოლო-მცა შეიგინებიან მისგან. და განძლიერდეს ძალითა ქრისტჱსითა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 18:17)

დაწვრილებით...

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

მართლმადიდებლობის ზეიმის ხსენების დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ უდიდეს საეკლესიო მოვლენას: შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების ეპოქის დასრულებას. მეშვიდე მსოფლიო კრებაზე ხატთა თაყვანისცემის დოგმატი დადგინდა, რომელიც გვასწავლის, რომ უფლის გამოსახვა შესაძლებელი გახდა, კაცობრივი ბუნება შეიმოსა, თავისი განხორციელებით უხილავმა, შეუცნობელმა უფალმა, კაცობრივი ხატება შეიძინა და ამისდაკვალად, ღვთის ხატება შეიძლება გამოისახოს ხაზებითა და ფერებით; მაგრამ ეს არ არის პორტრეტი, არამედ შინაგანი, საიდუმლო ხატება ღვთისა, განჭვრეტილი, განცდილი, ეკლესიაში შეცნობილი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 15:24)

დაწვრილებით...

 

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა!

ყოველწლიურად ვზეიმობთ ბრწყინვალე და ყოვლად სასიხარულო დღესასწაულს - ქრისტეს შობას და ყოველ წელს ახალი ძალით განვიცდით მის არსს, რადგანაც ყოველ წელს ის ახალი შინაარსით მდიდრდება და ახალი სიხარულით გვავსებს.

წმინდა წერილი გვეუბნება - ისე შეიყვარა ღმერთმა სამყარო, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე წარმოგზავნა მის გადასარჩენად. კაცობრიობის გამოცდილების მთელი ისტორიიდან გამომდინარე ჩვენ ვიცით, რომ სიყვარული თავის სისრულეს მაშინ აღწევს, როცა ადამიანს შეუძლია საკუთარი სიცოცხლე, საკუთარ სული დადოს სიყვარულისთვის. თავისი მხოლოდშობილი ძე რომ მიეცა დაცემული ადამიანების გადასარჩენად, ღმერთს ძალიან ძლიერად და ღრმად უნდა ვყვარებოდით! - და არა მხოლოდ წარსულში, არამედ აწმყოშიც.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 06 JANUARY 2019 15:31)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად
რომელი იგი მიიწერა  იერუსალჱმდ ისტჳნიანჱს მიერ, მეფისა მართლმორწუნისა, ხარებისათჳს და შობისა, მიგებებისათჳს და ნათლისღებისა

I. ყოველნი, რომელნი ხართ ქრისტეანენი და აღიარებთ სარწმუნეობასა კათოლიკე ეკლესიისასა, რომელი იგი, წმიდათაგან წიგნთა დაწერილი, წმიდათა მამათა (და) მოძღუართა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს გუასწავეს, კრძალულად აღვასრულო და გულისჴმავყოთ, რავდენი რაჲარს მისი იგი ჩუენდა მომართ სახიერებაჲ და კაცთმოყუარებაჲ. დასაბამად ესე, რამეთუ კაცი შექმნა თავისა თჳსისა ჴელმწიფედ და დაადგინა იგი სამოთხესა და მისცა მცნებაჲ. და უკუეთუმცა დაემარხა იგი, იყომცა უცოდველ და სამოთხისა მისგან არამცა გამოძებულ იყო; დაღათუ გარდაჴდა იგი, ესრჱთცა არავე უგულებელსყო იგი სახიერმან კაცთაჲ ნათესავი. და მოსჱს მიერ მოსცა ცხორებისა შჯული, და მასცა გარდავეჰჴედეს. და მისა სემდგომად წინაჲსწარმეტყუელნი მოავლინნა, და მათიცა არავე ჰრწმენა. და სხჳთა ვერვინ რაჲ შესაძლებელ იყო, რაჲთამცა ცხოვნდა ნათესავი კაცთაჲ, არათუმცა თჳთ იგი თავადი მოსრულ იყო. და მოავლინა გაბრიელ ანგელოზი, ვითარცა იგი გუასწავებს ჩუენ ლუკა მახარებელი, ზაქარიაჲსა, ქმრისა ელისაბედისსა, და ახარა მას ძისა მისისა იოვანჱსთჳს, რაჲთამცაწინამორბედ და მოწამე იპოვა მაცხოვრისა მოსლვასა. და ოდეს შევიდა ზაქარია ტაძარსა უფლისასა ჟამსა მას კუმევისასა, და ურწმუნოებისა მისისათჳს იყო იგი დადუმებულ, ვიდრემდის შვა ელისაბედ ძჱ იგი მისი, წმიდაჲ იოვანე, ვითარცა იგი ითქუა მისა მიმართ ანგელოზისა მიერ. და ელისაბედის მიდგომითგან მოივლინა იგივე გაბრიელ ანგელოზი მეექუსესა თთუესა ღმრთისა მიერ ქალწულისა მარიამისა ხარებად, რაჲთამცა მუცლად იღო თავადი უფალი და შვა ჴორციელად.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 FEBRUARY 2012 22:31)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

ოკტონბერსა: კთ:

გუაკურთხენ, მამაო!

1. ფრიად უკუე შუენიერისა და მრავალ-საწადელისა და საღმრთოჲსა ქებისა და ბრწყინვალედ შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და აღმასრულებელნი საღმრთოთა მცნებათა მისთანი. რამეთუ თავადი მეუფე და ღმერთი ჩუენი ჰნატრის მათ ბრძანებათა შინა სახარებისათა, იტყოდეს რაჲ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" და შემდგომითი-შემდგომად სხუანი იგი ყოველნი ნეტარებანი. ხოლო დასასრულსა ვითარცა ნიჭსა რას-მე და გჳრგჳნსა ბრწყინვალესა წინა უყოფს და სასყიდლად შრომათა მიჰმადლებს და ეტყჳს: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ [არს] ცათა შინა". და სხუასა ადგილსა იტყჳს: "ამას ზედა ნუ გიხარის, რამეთუ სულნი ბოროტნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა". და კუალად მამაჲ ღმრთისაჲ დავით იტყჳს: "ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენა[ჲ] ჩემი", და "ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს". ხოლო ესე სიხარული მოიწევის საღმრთოჲსა მისგან ნეტარებისა, რომელსა იგი-ვე წინაწარმეტყუელი დასაბამსა ფსალმუნთასა დასწერს ნეტარებასა კაცისასა "რომელი არა ვალს გზასა უღმრთოთასა" და კუალად: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა მავალნი შჯულსა უფლისასა".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 FEBRUARY 2012 13:22)

დაწვრილებით...