მიქაელ მოდრეკილის იადგარი
ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 11:33)
დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე (1845-1929)დეკანოზი რაჟდენ ხუნდაძე ერთ-ერთი იმ გამორჩეულ მოღვაწეთაგანია, ვინც შემოგვინახა გადაგვარებისა და დავიწყების პირას მისული ძველი ქართული მუსიკალური კულტურა. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 15 FEBRUARY 2012 18:14) ქართული ნევმური სისტემამიქაელ მოდრეკილის უაღრესი თავმდაბლობით აღბეჭდილ ამ მინაწერში მთელი სისრულით ვლინდება დიდი მამის ღვაწლი ქართულ გალობაში: "შეწევნითა დიდად სახიერისა ღმრთისაითა მე გლახაკმან და უღირსად ცხოვრებულმან ღელვათა სოფლისათა დანთქმულმან და სიმძიმითა ბრალთა სიმრავლისაითა დაღონებულმან მიქაელ მოდრეკილმან ვიღუაწე და უზეშთაეს უძლურისა ძალისა ჩემისა შრომაი ვაჩუენე და შევკრიბენ საგალობელნი ესე წმიდისა აღდგომისანი რომელნი ვპოენ ენითა ქართველთაითა მეხურნი ბერძნულნი და ქართულნი სრულნი ყოვლითა განგებითა წესისაებრ საეკლესიოისა უფალო ღაღატყავითა და სიმართლით სისწორითა კილოისაითა და უცთომელობითა ნიშნისაითა". ესაა არამარტო ქართულ ენაზე იმ დროს არსებული ყველა საგალობლის თავმოყრა, არამედ მათი გადარჩევა და განწმენდა "არაკეთილთაგან" ("საყუარელნო სხვანიცა გალობანი ნათლისღებისანი მრავალნი მქონდეს: სიტყუად არაკეთილ იყვნეს და ამისთვის არა დავწერენ") და რაც მთავარია, მათი ნევმირება - კილოზე გაწყობა "უცთომელობითა ნიშნისაითა". სწორედ ეს უკანასკნელი განაპირობებს მიქაელ მოდრეკილის "საწელიწდო იადგარის" განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქართული გალობის ისტორიაში. ბოლოს განახლდა (TUESDAY, 14 FEBRUARY 2012 19:00) ვლადიმერ ლოსკი - დოგმატური ღვთისმეტყველება1) ორი "მონოთეიზმი"ღმერთი არაა მეცნიერების საგანი და ღვთისმეტყველებაც რადიკალურად განსხვავდება ფილოსოფიური აზროვნებისაგან; ღვთისმეტყველი არ ეძებს ღმერთს, მსგავსად რაიმე საგნისა, არამედ თვით ღმერთი ეუფლება ღვთისმეტყველს ისევე, როგორც ჩვენ გვეუფლება ვისიმე პიროვნება. და სწორედ იმის გამო, რომ ღმერთმა პირველმა იპოვა და იმის გამოც, რომ ღმერთი ევლინება გამოცხადებით, ღვთისმეტყველისათვის შესაძლებელი ხდება ღმერთის ძებნა, იმგვარად, როგორც ჩვენ ვეძებთ ვინმეს ყოფნას მთელი ჩვენი არსებითა და შესაბამისად მთელი გონებით. ღვთისმეტყველების ღმერთი ესაა "შენ", ესაა ბიბლიის ცოცხალი ღმერთი. რასაკვირველია, იგი აბსოლუტია, მაგრამ პიროვნული აბსოლუტი, რომელსაც ლოცვისას "შენ"-ობით მივმართავთ.ბოლოს განახლდა (TUESDAY, 14 FEBRUARY 2012 13:13) წმიდა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)2003 წლის 18 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა წმინდანად შერაცხა ("ქართული საეკლესიო საგალობლების გადარჩენისათვის გაწეული ღვაწლის გამო") იღუმენი ექვთიმე კერესელიძე, რომელსაც სახელად წმიდა ექვთიმე აღმსარებელი ეწოდა და მისი ხსენების დღედ დაადგინა ახ. სტ. 2 თებერვალი/ძვ. სტ. 20 იანვარი. ცხოვრება და მოღვაწეობა“დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით... და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ”. იღუმენ ექვთიმე კერესელიძის მინაწერი სანოტო ხელნაწერზე ბოლოს განახლდა (MONDAY, 13 FEBRUARY 2012 18:06) ეპისკოპოსი სტეფანე (ვასილი) კარბელაშვილი (1858-1936)საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 2011 წლის 20 დეკემბრის სხდომის ოქმიდან: "წმინდა სინოდმა იმსჯელა ერისა და ეკლესიის წინაშე ძმები კარბელაშვილებისა და ფილიმონ ქორიძის დამსახურების შესახებ და განაჩინა მათი წმინდანებად შერაცხვა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მრავალსაუკუნოვანმა მატიანემ მრავალი გამორჩეული სახელი შემოგვინახა, რომელთა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა არა მარტო ეროვნული ეკლესიის, არამედ, მთლიანად ქართველი ერის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაზე. წინამდებარე წერილში გვინდა გიამბოთ საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მოღვაწის, ეპისკოპოს სტეფანე (ვასილ) კარბელაშვილზე. ამ პიროვნების შესახებ ცოტა რამ თუ იცის ჩვენმა საზოგადოებამ, ისიც მხოლოდ ქართლ-კახური გალობის გადარჩენასთან კავშირში. იგი ხომ მგალობელი კარბელაშვილების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელია. ბოლოს განახლდა (THURSDAY, 16 FEBRUARY 2012 18:18) რუსეთის საეკლესიო პოლიტიკა და მისი შედეგები აფხაზეთში(XIX-XX სს-ის 10-იანი წლები)საქართველოში თვითმპყრობელური რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის არსში გარკვევისათვის გასათვალისწინებელია XIX-XX საუკუნეებში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის დანიშნულება იმპერიის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში. რუსული ეკლესია XVIII ს-დან მტკიცე პოლიტიკურ-ეკონომიური და იდეოლოგიური ქსელებით იყო დაკავშირებული ცარიზმის აპარატთან, რაც განაპირობებდა მის რეაქციულ ბუნებას დაპყრობილ ეთნოსებთან მიმართებაში. იმპერიაში შემავალ დაპყრობილ ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მწვავედ განიცდიდა რუსეთის სახელმწიფოში დამკვიდრებულ “თვითმპყრობელობა-მართლმადიდებლობის” პრინციპს. ცარიზმის სამსახურში მდგომ ეკლესიას, თვითმპყრობელობის სისტემაში არსებული საეკლესიო-პოლიტიკური და ეკონომიური პრობლემების გადაჭრაში ერთ-ერთი წამყვანი ფუნქცია ეკისრებოდა.ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 08 FEBRUARY 2012 20:18) |
- დეკანოზი იოანე მეინდროფი - გრიგოლ პალამას საღვთისმეტყველო თხზულებების ისტორიული მნიშვნელობა
- წამებაჲ წმიდისა პავლე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა
- წამებაჲ წმიდისა პეტრე მოციქულისაჲ ჰრომეს შინა უწინარეს რვისა დღისა ვარდობისა
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - მართლმადიდებლობის ზეიმი
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - ქრისტეს შობა
- საკითხავი თქუმული დღესასწაულთათჳს