წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სინანულისა და მწუხარების შესახებ
თუ როგორ მოვიპოვებთ მას და რომ ცრემლთა გარეშე შეუძლებელია სიწმიდისა და აუმღვრევლობის მიღწევა (I ნაწილი)
როდესაც ამოიკითხავთ თქვენ, მამანო და ძმანო, ღვთივსულიერ ნაწერებს ჩვენი წმიდა მამის სვიმეონ სტუდიელისა, ნაწერებს მის მაღალ საქმეთა შესახებ, რომლებიც მანვე, სულიწმიდის მიერ აღძრულმა, დაგვიტოვა ჩვენდა სარგებლად, ჰპოვებთ, რომ ბევრ სხვა “ზებუნებრივ საქმესთან ერთად ამასაც გარკვევით გვიწერს და გვასწავლის იგი, რასაც თვითვე უცვლელად იცავდა მთელი ცხოვრება: “ძმაო, ნურასოდეს ეზიარები ცრემლთა გარეშე”. როდესაც ამგვარი რამ ესმათ მისგან, - ხოლო მსმენელთა შორის მრავლად იყვნენ არა მხოლოდ საერონი, არამედ, აგრეთვე, მონაზონნი, სათნოებით სახელგანთქმულნი და დიდებულნი, - გაიკვირვეს მათ წმიდა მამის ეს სიტყვები, ერთურთს მიაპყრეს მზერა და, ცალკერძ ღიმილით, ერთსულოვნად და ერთხმად თქვეს: “ამიერიდან ვერასოდეს ვეზიარებით და დავრჩებით ყველა უზიარებლად!” ამის გამგონემ, მე, გლახაკმა და უბადრუკმა, განმარტოებით ყოფნის ჟამს გავიხსენე ზემორე სიტყვათა მთქმელნი, აგრეთვე, ის სიტყვები, რაც მათგან ითქვა, დავნაღვლიანდი, ავტირდი მწარედ და გულდამძიმებულმა ასე ვთქვი ჩემთვის: ნუთუ მართლაც ამგვარად ჭვრეტენ ამ საქმეს, ნუთუ მართლაც შეუძლებელი ჰგონიათ იგი და რაც თქვეს, გულით თქვეს? იქნებ, პირიქით, უმნიშვნელო ღვაწლად შერაცხეს მათ მარტოდენ ცრემლთაღვრა ზიარების ჟამს და უფრო ამიტომ გაიცინეს მოძღვრის ნათქვამზე, რადგანაც, ჭეშმარიტად, ვისაც ყოველი დღე-ღამის საქმედ არ გაუხდია ტირილი ქრისტეს, ღვთის წინაშე, ვერანაირად ვერ შეძლებს იგი მოთქმა-გოდებასა და ცრემლთა ნაკადის დენას ვერც მაშინ, როდესაც საღვთო საიდუმლოთა მიღებას დაეშურება. ვერავინ შეძლებს ამას, თუ, რა თქმა უნდა, ფარული რამ განგება ანდა იშვიათი რამ მიზეზის შემთხვევითობა არ მოქმედებს მასზე, ეს კი გასაკვირი არ გვეჩვენება, რადგანაც ბევრი ვინმე სულის ამოსვლის დროსაც ტირის და ცრემლს ადენს (თუმცა არათუ მართლა ბევრი, პირიქით, მეტად ცოტა და თითზე ჩამოსათვლელი).
ბოლოს განახლდა (MONDAY, 02 APRIL 2012 23:51)
მეუდაბნოეობა[171]ეკლესიის ისტორიაში საკმაოდ ბევრი მაგალითი გვხვდება, როცა ქრისტეს სიყვარულს დაწაფებულნი და ღვთისკენ სავალ გზაზე მარად წინსვლის მოსწრაფენი ტოვებდნენ ამქვეყნიურ ამაოებას და უდაბნოში მიდიოდნენ. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 15:01) ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის სწავლება ადამიანთა სულების წარმოშობის შესახებსაღვთისმეტყველო სწავლება ადამიანის სულთან მიმართებით მრავალ საკითხს მოიცავს. ამჯერად ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ მართლმადიდებელ მოძღვართა განსაზღვრებანი საკუთრივ კაცობრივ სულთა აღმოცენება-წარმოშობის ანუ მათი დაბადების შესახებ. ბოლოს განახლდა (SATURDAY, 17 MARCH 2012 12:16) წმიდა კირილე ალექსანდრიელი - იოანეს სახარების განმარტება1.1-5შესავალი“უფალი მისცემს მეტყველებას იმათ, რომლებიც მახარობლობენ მრავალი ძალით” (ფს. 67,12) – ფრიად კეთილად აღმოთქვამს მგალობელი, თუმცა კი ამგვარ საქმეს უნდა ესწრაფვოდნენ არა მარტივად ნებისმიერნი, არამედ – ისინი, რომლებიც განათლებულნი არიან ზეგარდმო მადლით, რადგან “ყოველი სიბრძნეც უფლისგანაა”, როგორც ეს დაწერილია, და “ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი სრული ძღვენი ზემოდან არის გადმომავალი სინათლეთა მამისგან” (იაკ. 1,17). ბოლოს განახლდა (THURSDAY, 22 MARCH 2012 17:45) საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელიდიმიტრიოსი, წყალობითა ღმრთისათა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. "ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე, რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკციებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდეთ აღსაშენებლად თავისა თქუენისა სიყუარულით" (ეფეს. 4.15-16), - ამბობს მოციქული ერთა პავლე, და მართლაც ერთი სამწყსოა და ქრისტეს ერთი სხეულია, და ასევე იწოდება ღვთისმიერი ქვეყანასა ზედა ეკლესია მისი სულიერი ერთიანობის გამო, და არანაირი, რა თქმა უნდა, გზით არ შეუშლია ხელი ამას, არც პირველ და არც მის შემდგომ საუკუნეებში, სტრუქტურისათვის ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიებისა, რომელნიც ერთმანეთისაგან დამოუკიდებელნი, შინაგანად თვითმმართველნი, თავიანთივე მწყემსმთავართაგან და მოძღვართაგან და ქრისტეს სახარების მსახურთაგან მართულნი არიან და შეადგენენ ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 02 MARCH 2012 15:55) ქართული საგალობლის სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის XX საუკუნის ტრადიციაგასული საუკუნის მეორე ნახევრამდე ქართული საეკლესიო საგალობლების სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის ტრადიცია ჯერ კიდევ განაგრძობდა არსებობას. სხვა მგალობელთა შორის ამ ტრადიციის მცოდნენი იყვნენ XX საუკუნის უკანასკნელი სამგალობლო ოჯახების წარმომადგენლები არტემ და ანანია ერქომაიშვილები, დიმიტრი პატარავა. 1949 წლის ზაფხულში, ქალაქ ოზურგეთში (მაშინდელ მახარაძეს) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიიდან ეწვია ხუთკაციანი საექსპედიციო ჯგუფი ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით, რომლის მიზანი მივიწყებული ქართული (გურული) საეკელსიო საგალობლების მოძიება და ჩაწერა იყო. ამ ხანისათვის არა თუ გურიაში, არამედ მთელ საქართველოში მხოლოდ სამი პიროვნება იყო დარჩენილი, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა ჰქონდა ამ მივიწყებული საგნისა. ესენი იყვნენ შემოქმედის სკოლის სამგალობლო ტრადიციებზე აღზრდილი დიდოსტატი მგალობელ-მომღერლები: არტემ ერქომაიშვილი, დიმიტრი პატარავა და ვარლამ სიმონიშვილი. ეს უკანასკნელი გალობის საუნჯეს უშუალოდ სახელგანთქმული მგალობლის, ანტონ დუმბაძისაგან დაეუფლა, ხოლო არტემსა და დიმიტრის გალობა ანტონ დუმბაძის მოწაფის მელქისედეკ ნაკაშიძისაგან ჰქონდათ ნასწავლი. ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 FEBRUARY 2012 22:25) არტემ ერქომაიშვილი - შემოქმედის სკოლის საგალობლების გადარმრჩენისაქართველოს მუსიკალურად მდიდარ და მრავალფეროვან კუთხეთა შორის, გურიის მხარეს განსაკუთრებული ადგილი უკავია. მგალობელ-მომღერლობა ისევე, როგორც სხვა კუთხეებში, აქაც დიდ პატივად და ღირსებად ითვლებოდა. XX საუკუნის 20-იან წლებამდე აქ ჯერ კიდევ არსებობდა სამგალობლო სკოლა, კერძოდ, შემოქმედის მონასტერში. შემოქმედის მონასტრის სულიერ მნიშვნელობასა და სიძლიერეზე, XVIII საუკუნის გადანაწერი ძეგლი, შემოქმედის გულანი მეტყველებს, რომელშიც ძველი სამუსიკო დამწერლობისათვის მნიშვნელოვანი - ჭრელთა ნუსხებია დაცული (რომელიც მუსიკალური ჰანგის ვერბალურ განმარტებას წარმოადგენს). საქართველოს სიმღერა-საგალობლების შესწავლა ოდითგანვე საგვარეულო, ოჯახური ტრადიცია იყო, სწორედ ასეთ ოჯახთა რიგს ეკუთვნის ერქომაიშვილთა გვარი, რომელსაც სამ საუკუნოვანი მუსიკალური ტრადიცია გააჩნია. ბოლოს განახლდა (THURSDAY, 23 FEBRUARY 2012 18:32) |
- სამუსიკო განათლება შუა საუკუნეების საქართველოში
- წმიდა მღვდელთმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე) ქართული გალობის აღდგენის სამსახურში
- წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეოთხე ქადაგება ნათელღებადთადმი
- მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - ისწავლეთ ლოცვა!..
- ძველი იადგარი
- წმიდა ეპისკოპოსი გაბრიელი ქართული გალობის სამსახურში