ხატთაყვანისცემის დოგმატის დაცვისათვის - ე.წ. ზომიერი (შეფარული) ხატმებრძოლობის არსის განხილვა
ზოგადი ისტორიული ექსკურსი
[158]მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვასწავლის, რომ ხატთაყვა-ნისმცემლობის დოგმატი ეფუძნება, ღმერთი სიტყვის განკაცების დოგმატს, და რომ ქრისტეს ხატის თაყვანისცემის უარყოფა (შეგნებით თუ შეუგნებლად), უპირობოდ ნიშნავს, ძე ღმერთის განკაცების ჭეშმარიტების უარყოფას.
საეკლესიო ისტორიიდან ვიცით, რომ ხატმებრძოლობა დასაბამს იწყებს 730 წლიდან, რაჟამს იმპერატორმა ლეონ III ისავრიელმა გამოსცა ედიკტი რომლითაც ბიზანტიის იმპერიაში აიკრძალა ხატების თაყვანისცემა. 60 წლის განმავლობაში, გრძელდებოდა საშინელი დევნა მართლმორწმუნეებისა, ხატთთაყვანისმცემელი ეპისკოპოსებისა, ფიზიკური განადგურება მოსპობა ხატებისა, წმიდა გამოსახულებების მქონე საეკლესიო საგნებისა, ყოველივე თაყვანისაცემელი სიწმიდისა.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:58)
წმიდა იპოლიტე რომაელი - ისააკისა და იაკობის კურთხევათა შესახებშესავალივიდრე იაკობის კურთხევათა შესახებ ვისაუბრებდე, თვით მე ვითხოვ უფლისგან კურთხევას, რადგანაც ზეციური სიბრძნის შემწეობის გარეშე კაცთა შორის არავის ხელეწიფება სულიერ სიტყვათა განმარტება; არავის ძალუძს, გამოთარგმანოს ნეტარ წინასწარმეტყველთა ნართაული იგავთმეტყველება, თუკი თვით სიტყვა არ განმარტავს თავის თავს, - სიტყვა, რომელიც ძველად ისრაელთა რჯულში იყო დაფარული, როგორც სანთელი ხვიმარის ქვეშ (მათე 5.15). იგი ნათელს ჰფენდა რჯულის წინაშე წინადაცვეთის გზით გამართლებულს. ამჟამად ეს სიტყვა ცხადად გამოგვიჩნდა ძელზე გაკრული, მსგავსად შანდალში ჩადგმული შვიდღერძიანი ბაზმაკისა. მისმა ნათელმა ხსნისაკენ უწოდა შორეულ ტომებს.ბოლოს განახლდა (SUNDAY, 08 APRIL 2012 18:02) წმ. კირილე ალექსანდრიელი - სააღდგომო ჰომილია[43]ალექსანდრიის ეკლესიაში წმ. დიონისე დიდის დროიდან (248-265 წწ.) დამკვიდრებული იყო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ალექსანდრიის ეპისკოპოსი ყოველ წელს, წინასააღდგომო მარხვის დაწყებისას, სადღესასწაულო ეპისტოლეს გზავნიდა მთელ თავის ეპარქიაში. აღნიშნულ ეპისტოლეს ჰომილიის სახე ჰქონდა. ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:24) წმიდა იოანე ოქროპირი - ჭეშმარიტად აღდგატყუილი ყოველთვის თავისივე თავის დამღუპველია. სურს მას ეს თუ არა, იგი უნებლიედ თვითონვე უწყობს ხელს სიმართლის წარმოჩენას. განვიხილოთ შემდეგი საკითხი: ქრისტე რომ ჯვარს ეცვა, დაეფლა და მკვდრეთით აღდგა, ამას თვით მისი მტრები ასაბუთებენ და აი, როგორ: მათ ხომ მტკიცედ დაბეჭდეს უფლის საფლავი და დააყენეს გაძლიერებული დაცვა, ამიტომაც მაცხოვრის სხეულის მოპარვა შეუძლებელი გახდა; და რადგან მაცხოვრის სხეული არავის მოუპარავს, ხოლო საფლავი მაინც ცარიელი აღმოჩნდა, ეს ნათლად ავლენს რეალობას იმისას, რომ ქრისტე აღდგა. ასე თავისთავად დამტკიცდა სიმართლე. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 11 APRIL 2012 11:39) ალექსანდრე ალექსანდრიელი - სიტყვა სულის, სხეულისა და უფლის ვნების შესახებსიტყვას, რომელიც ზეციდან ნებაყოფლობით მოივლინა, შეუძლია მორწყოს ჩვენი გულები, თუკი ჩვენც ჩვენი ძალით განვემზადებით არა მხოლოდ ლაპარაკისათვის, არამედ მოსმენისათვისაც, რადგან, როგორც წვიმა მიწის გარეშე ნაყოფს ვერ გამოიღებს და ვერც მიწა წვიმის გარეშე, ასევე ვერც სიტყვა მოიტანს ნაყოფს სმენის გარეშე და ვერც მარტოდენ სმენა - სიტყვის გარეშე. სიტყვა მაშინ ხდება ნაყოფის მომტანი, როცა მას გავცემთ. მსგავსადვე მოგვცემს შედეგს სმენა, როცა შევისმენთ. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 11 APRIL 2012 11:38) წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი – ქრისტეს აღდგომის შესახებთუ რა არის აღდგომა ქრისტესი, ანდა როგორც აღსრულდა იგი ჩვენში, მასში კი ჩვენი სულის აღდგომა. რა არის საიდუმლო ამ აღდგომისა (წარმოითქვა აღდგომის შემდეგ მეორე კვირის ორშაბათს).ძმანო და მამანო. აჰა, აღდგომა, დღე საამური, დღე ყოველგვარი მხიარულებისა და სიხარულისა; შემოიქცევა ჟამი და მარადიულად მოგვეახლება აღდგომა ქრისტესი, უფრო კი ყოველდღიურად და მარადჟამს აღსრულდება მათში, რომლებმაც უწყიან ამ დღის საიდუმლო. აღდგომის დღესასწაულმა სიხარულითა და ლხინით აგვივსო გულები, ერთბაშად გააქარწყლა მან ყოვლადწმიდა მარხვის სიმძიმე ანუ, უკეთ რომ ვთქვათ, სრულყო ჩვენი სულები და ამავე დროს, ნუგეში სცა მათ. ამ დღემ უხმო ყველა მორწმუნეს, რომ ილხენდნენ და აღავლენდნენ სამადლობელს; აწ კი, როგორც ხედავთ, მიიწურა იგი. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 11 APRIL 2012 11:37) ედიშერ ჭელიძე - ადამიანი-ხატი პირმშოხატისაგაზეთ "მადლის" 1995 წლის 18 მარტის ნომერში გამოქვეყნდა ვრცელი სტატია სათაურით: "სამების ხატი ერთია" (გაზეთის რედაქტორი გვანცა კოპლატაძე, სტატიის ავტორი გრიგოლ რუხაძე). ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 04 APRIL 2012 20:52) |
- წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი - სინანულისა და მწუხარების შესახებ
- მეუდაბნოეობა
- ედიშერ ჭელიძე - ეკლესიის სწავლება ადამიანთა სულების წარმოშობის შესახებ
- წმიდა კირილე ალექსანდრიელი - იოანეს სახარების განმარტება
- საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელი
- ქართული საგალობლის სამუსიკო ნიშნებით ჩაწერის XX საუკუნის ტრადიცია