სექტანტთა ცრუმოძღვრების სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო
(შემოკლებით)
"შეგაგონებთ იღვწიდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდანებს გადაეცა" (იუდა 1:3)."თუ მოვა სხვა ვინმე და გიქადაგებთ სხვა იესოს, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგნია, ანდა, რომ მიიღოთ სხვა, სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან სხვა სახარება, რომელიც არ მიგიღიათ, მაშინ თქვენ მეტისმეტად შემწყნარებელნი იქნებოდით" (II კორ. 11:4).
"სიტყუა იგი ქრისტესი დამკვიდრებულ-იყავნ თქუენ თანა, მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა" (კოლ. 3:16).
"გამზადებულ-იყუენით მარადის სიტყუვის მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს თქუენგან სიტყუასა, თქუენ შორის სასოებისა მისთვის, სიმშვიდითა და შიშით" (I პეტ. 3:15).
"ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათ, ვინაიდან მაშინ მოგეცემეთ როგორ ვთქვათ" (მათ. 10:19,20||ლუკ. 21:14,15).
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 16 NOVEMBER 2012 14:32)
წმიდა ბასილი დიდი – ჰომილიები ექვსი დღისათვისჰომილია Iდასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანა (შესაქ. 1.1)1. ვისაც სამყაროს დაბადებაზე თხრობა სურს, იგი ხილული საგნების წარმოშობაზე საუბრით უნდა დაიწყოს, კერძოდ, ზეცისა და მიწის შექმნის ისტორია უნდა გადმოსცეს, რადგანაც შექმნა, როგორც ეს ზოგიერთებს ჰგონიათ, თავისით არ მომხდარა, არამედ მიზეზი ღმრთისაგან მიიღო. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 11 NOVEMBER 2012 17:53) წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეხუთე ქადაგება ნათელღებადთადმიიერუსალიმში, მოუმზადებლად, სარწმუნოების შესახებ, და საკითხავი ებრაელთა მიმართ ეპისტოლიდან: “ხოლო სარწმუნოება არის სასოებულთა საფუძველი, უხილავ საქმეთა მამხილებელი, რადგან ამით მიიღეს მოწმობა უხუცესებმა” (ებრ. 11.1-2) და შემდგომი. ბოლოს განახლდა (SATURDAY, 08 DECEMBER 2012 17:58) იოანე მეიენდორფი – ქორწინება და ევქარისტიარუსული საეკლესიო ლიტერატურა არ არის ქორწინების საიდუმლოს შესახებ გამოკვლევებით მდიდარი. დასავლეთში ამ თემაზე გაცილებით მეტი დაწერილა და კვლავ იწერება. ქორწინების შესახებ არა მხოლოდ პაპის რამდენიმე ენციკლიკია არსებობს, არამედ მეცნიერული, ნახევრადმეცნიერული და პოპულარული გამოცემების მთელი ბიბლიოთეკები, რომლებიც ქრისტიანი ფსიქოლოგების, მორალისტების, კანონისტებისა და სოციოლოგების მიერაა დაწერილი. კათოლიკეთა და პროტესტანტთა ფართო წრეები აღიარებენ, რომ ფროიდისა და იუნგის ფილოსოფიებმა სქესობრივი მორალის გარდა, საერთოდ, თვით ადამიანის გაგებაშიც რევოლუცია მოახდინა. ამ დროს, პაპმა პავლე VI-მ, თანამედროვე კათოლიკე ღვთისმეტყველთა რჩევების მიუხედავად, არც თუ იოლი ამოცანა დაისახა - დაეცვა ტრადიციული კათოლიკური შეხედულება ქორწინებაზე, როგორც შვილების გაჩენის საშუალებაზე. კრიზისი, რომელიც კათოლიკურ სამყაროში ენციკლიკიამ გამოიწვია, გაცილებით ფართოა, ვიდრე შობადობის შეზღუდვის შესახებ სპეციალური საკითხი: ის თვით ქორწინების არსსა და ბუნებას შეეხება. ბოლოს განახლდა (TUESDAY, 30 OCTOBER 2012 23:33) ედიშერ ჭელიძე - მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველება[84]ჯვარცმული მაცხოვრის კვართისა და მცხეთის ჯვრის სულიერი განუყოფლობა გვავალდებულებს უფრო ღრმად გავიცნობიეროთ მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველებაც. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:43) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდანმართლმადიდებლობის ისტორია საქართველოში ქართველი ერის სულიერი ისტორიაა. სარწმუნოებისა და ეროვნების ამგვარ გამთლიანებას მყარი საფუძველი აქვს - ეს არის ზეისტორიული სინამდვილე. ამა თუ იმ ერის რელიგიური ისტორია ჩვეულებრივ მოიცავს გარკვეულ მისტიკურ გადმოცემებს, სათნო უწყებათა ტრადიციას. თავის მხრივ, თვისობრივად სულიერი ტრადიცია სათავეს უდებს და ქმნის ერის ყოველდღიურობას, ყოფით ისტორიას. ამის დასტურია მატიანე ქართველი ერისა, რომლის ქრისტიანული ცნობიერება სამ დიდ მისტიკურ გადმოცემას ეფუძნება. ქრონოლოგიურად მათგან პირველია საქართველოს სამეფო ხაზი - ბაგრატიონთა დინასტია, როგორც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლობა. მეორე გადმოცემა უკავშირდება უდიდესი ქრისტიანული სიწმინდის - მაცხოვრის კვართის დაფლულობას საქართველოში, კერძოდ მცხეთაში. მესამე მისტიკური გადმოცემა საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას აღბეჭდავს. ბოლოს განახლდა (SUNDAY, 01 JULY 2012 17:43) მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიაშესავალითავს ვალდებულად ვთვლი მცირე განმარტება წავუმძღვარო ნაშრომს. წიგნის სახელწოდებაა "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" და ემყარება წმინდა მამათა სწავლებას განკურნების შესახებ. ვიცი, რომ ტერმინი "ფსიქოთერაპია" დიდი ხნის წინ არ ჩამოყალიბებულა და ბევრი ფსიქიატრი ამ ტერმინით ნევროზით დაავადებულების მკურნალობას აღნიშნავს. ფსიქიატრების უმრავლესობა არ იცნობს, ან არ აღიარებს ეკლესიის სწავლებას, რადგან მათი ანთროპოლოგია განსხვავდება წმინდა მამათა ანთროპოლოგიისა და სოტირიოლოგიისაგან. მე მხოლოდ ტერმინს ვიყენებ და არა ფსიქიატრთა მოსაზრებებს. ძნელი არ იქნებოდა მომეყვანა მათი შეხედულებებიც, რომლებიც რიგ შემთხვევებში ეთანხმება წმინდა მამათა ნააზრევს, ზოგჯერ კი რადიკალურად განსხვავდება. ჯობს, რომ მკითხველმა ეკლესიის სწავლება წაიკითხოს ზუსტად, შეურევნელად. სწორედ ამიტომ "ფსიქოთერაპიას" (სულის კურნება) წინ უძღვის სიტყვა "მართლმადიდებლური", ანუ "მართლმადიდებლობით სულის კურნება". ბოლოს განახლდა (THURSDAY, 31 მაისი 2012 20:22) |
- ხატთაყვანისცემის დოგმატის დაცვისათვის - ე.წ. ზომიერი (შეფარული) ხატმებრძოლობის არსის განხილვა
- წმიდა იპოლიტე რომაელი - ისააკისა და იაკობის კურთხევათა შესახებ
- წმ. კირილე ალექსანდრიელი - სააღდგომო ჰომილია
- წმიდა იოანე ოქროპირი - ჭეშმარიტად აღდგა
- ალექსანდრე ალექსანდრიელი - სიტყვა სულის, სხეულისა და უფლის ვნების შესახებ
- წმიდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი – ქრისტეს აღდგომის შესახებ