პროკლე კონსტანტინეპოლელი (+446) - სიტყუაჲ შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსისა
ძველი ქართული თარგმანი
[A 182, 180r]1 წმიდათა შორის მამისა ჩუენისა პროკლე კოსტანტინოპოლელ მთავარეპისკოპოსისაჲ2 სიტყუაჲ შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსისა, რომელი-ესე აღმოთქუა დიდსა ეკლესიასა შინა სოფიაწმიდას სასმენელად ნესტორ მწვალებელისა, ჯდა რაჲ იგი მუნ. მამაო, გუაკურთხენ!
ქალწულისა კრებაჲ დღეს, ძმანო, ენასა ჩემსა შესხმად მოუწესს და აწინდელი ესე დღესასწაული შემოკრებულთა ამათ სარგებელისა მომატყუებელ ექმნების3 დიდად საკჳრველად, რამეთუ აქუს მას ხატი სიწმიდისაჲ და დედათა ნათესავისა არს ესე სიქადულ და დიდება დედისა მისთჳს და ქალწულისა. და ფრიად საწადელ არს კრებაჲ ესე, რამეთუ აჰა ესერა ზღუაჲ და ჴმელი პატივ-სცემს ქალწულსა: ერთი იგი განუმარტებს წიაღთა თჳსთა ნავით მავალთა მყუდროებითა ფრიადითა, ხოლო მეორე იგი ფრჴივ მავალთა სრბასა წარუმართებს.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 25 JANUARY 2013 11:40)
წმიდა ათანასე ალექსანდრიელი - საკითხავნი წმიდისა ქრისტეს შობისანიძველი ქართული თარგმანითქუმული წმიდისა ათანასე ალექსანდრელი1 მთავარ-ეპისკოპოსისაჲ საიდუმლოსა უცხოსა და დიდებულსა ვხედავ: მწყემსნი სასმენელთა ჩემთა ოხრიან; არა2 უდაბნოსა ქადაგებენ სახარებასა, არამედ ზეცისასა აქებენ გალობასა, ანგელოზნი ღაღადებენ, მთავარანგელოზნი გალობენ, აქებენ ქერობინნი, ადიდებენ სერაბინნი. ყოველი დაბადებული დღესასწაულობს, რამეთუ ღმერთსა ხედვენ ქუეყანასა ზედა და კაცსა ცათა შინა, ქუესკნელსა ზესკნელად განგებულებით და ზესკნელსა ქუესკნელად კაცთ-მოყუარებით. ბოლოს განახლდა (SATURDAY, 29 DECEMBER 2012 21:06) წმიდა გრიგოლ ნოსელი - პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳსძველი ქართული თარგმანიწმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისაჲ პეტრეს მიმართ ძმისა თჳსისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს1(336 v) [241 v]* ბოლოს განახლდა (SATURDAY, 29 DECEMBER 2012 21:06) მამათა განმარტებანიამონარიდი წმ. მაქსიმე აღმსარებლის ცხოვრების ტექსტიდან [51]შეკითხვა: "ნუთუ მხოლოდ შენ ცხონდები, სხვები კი წარწყმდებიან?" (Σύ μόνος σώζη καὶ πάντες ἀπόλλυνται). ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:29) ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებელი ეკლესია და ეროვნულობა[5]მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების შუქზე ეროვნულობის რაობის დადგენა, პირველ რიგში, გარდაუვალად გულისხმობს იმ უარსებითესი საკითხის განხილვას, რაც უკავშირდება თავად მართლმადიდებელი ეკლესიის რაობას ეროვნულობასთან მიმართებით. ამაზე მსჯელობა სადღეისოდ (განსაკუთრებით ბოლო წლებისთვის) განსაკუთრებული მნიშვნელობის აუცილებლობად წარმოჩნდა, ვინაიდან სახეზეა არაიშვიათი შემთხვევა მართლმადიდებელი ეკლესიის რაობის უმძიმესი გაუკუღმართებისა. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:02) ედიშერ ჭელიძე - საუფლო კვართის შესახებ[47]მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკეობის ანუ მსოფლიოობის და, რაც იგივეა, მისი მხოლოობისა და ერთმთლიანობის გაუქმება, სანაცვლოდ კი თვისობრივი ეროვნული ეკლესიების სიმრავლის შემოტანა, რომელთა თითქოსდა ჯამი ყოფილა მართლმადიდებელი ეკლესია, განსაკუთრებით შეუსაბამოა საქართველოში მწირველი მართლმადიდებელი ეკლესიის ანუ საქართველოს ადგილობითი მართლმადიდებელი ეკლესიის როგორც ქრისტეს მხოლო და მარადგანურღვეველი კვართის (მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოობისა და განუყოფლობის გამაცხადებლის) ღვთივგანგებული ებგურ-გუშაგის, ღვთივდადგენილი კვართისმცველის სამოღვაწეო დანიშნულებასთან, რაც სწორედ ერთეკლესიობის დაურღვევლობისთვის დაუცხრომელ მორკინალობას გულისხმობს. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:41) წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი - XXXII სიტყვაგანსჯათამიერი კეთილწესიერებისა და იმის თაობაზე, რომ არ არის შესაფერისი ყველა ადამიანისთვის, არცთუ ყველა ჟამისთვის, ღვთის შესახებ განსჯა [94]ა. ვინაიდან მოსწრაფებით შემოიკრიბეთ და კრებულიც ხალხმრავალია, თან, - სწორედ ამიტომ, - ყველაზე მეტად არის ჟამი მუშაკობისა, მოდი, გიბოძებთ თქვენ სასყიდელს1 რასმე, - თუმცა კი უღირსს საზოგადო მოსწრაფებისთვის, მაგრამ არა უდარესს2 ჩემეული შემძლეობისათვის, რადგან პირველი3 უმეტესს ითხოვს, ხოლო მეორე4 ზომიერებას განგვიკუთვნებს; და უმჯობესია მინიჭება ძალისებრისა, ვიდრე მოკლება ყოველივესი, რადგან თუნდ საღვთო, თუნდ, მსგავსადვე, ადამიანურ საქმეებში დამნა[95]შავე ის როდია, ვინც ვერ შეძლო ამგვარი რამ, არამედ ბრალი იმას აქვს, ვისაც სურვილიც არ ჰქონია. ვარ კი მწყემსი მცირე და უპოვარი, არცთუ ჯერაც მოსაწონი სხვა მწყემსებისთვის (ვინაიდან ზომიერია ამგვარად თქმა) სათნოჩენისა და მართალი სიტყვის გამო ანთუ, სულმოკლეობისა და მოპაექრეობის მიზეზით5, "არ ვიცი, ღმერთმა იცის", ამბობს საღვთო მოციქული6 და აშკარად ასაჩინოებს გამოცხადების დღესა და საბოლოო ცეცხლს, რითაც განისჯება და განიწმინდება ყოველივე ჩვენეული. მაინც, ვეცდები კი ძალისამებრ, არათუ დავფარო მადლი, ანთუ ხვიმირის ქვეშ დავდო სასანთლე7, ანდა დავფლო "ტალანტი"8, - რაზეც ხშირად მსმენია თქვენგან, უმოქმედობას რომ მიკიჟინებდით და მდუმარებას რომ მოიძაგებდით, - არამედ განგსწავლოთ ჭეშმარიტების სიტყვებით და სულიწმინდასთან9 შეგანაწევროთ. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 14:55) |
- სექტანტთა ცრუმოძღვრების სამხილებელი მართლმადიდებლური კატეხიზმო
- წმიდა ბასილი დიდი – ჰომილიები ექვსი დღისათვის
- წმიდა კირილე იერუსალიმელი - მეხუთე ქადაგება ნათელღებადთადმი
- იოანე მეიენდორფი – ქორწინება და ევქარისტია
- ედიშერ ჭელიძე - მცხეთის ჯვრის ღვთისმეტყველება
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიიდან