წმიდა გრიგოლ ნოსელი - წმიდისა სამებისათჳს
ძველი ქართული თარგმანი
საკითხავი, თქუმული წმიდისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ნოსელისაჲ წმიდისა სამებისათჳს, რომელსა შინა მოიჴსენებს აბრაჰამს*
ვითარცა-იგი შეემთხუევის ხილვისმოყუარეთა, რაჟამს-იგი მრავალფერთა ყუავილთა მიერ აღსავსეთა ველთა მიემთხჳნენ, რომელთა-იგი პირად-პირადი შუენიერებაჲ და ზოგადი ჰაეროვნებაჲ (vB) ერთისა რაჲსმე მათგანისა განცდად არა შეუნდობს, და ესრეთ, ყოველთა მიმართ რაჲ განავრცინ ხილვისმოყუარე იგი გულისთქუმაჲ, ყოველთაგანვე სწორებით გამოეჴუნიან, ესევითარივე სახე შეემთხჳა გონებასაცა ჩემსა ყუავილოვანსა მას წერილთასა მიხედვითა, რამეთუ პირად-პირადი იგი შუენიერებაჲ ძალისა მათისაჲ სწორებით მიზიდვითა სულისაჲთა მიმოაკუეთებს სურვილსა ჩემსა და დაუდგრომელ ჰყოფს, რამეთუ სწორთა შორის არა ადვილ არს უაღრესისა პოვნაჲ.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 13 FEBRUARY 2013 10:40)
ნიკოლაი აფანასიევი - სიყვარულის ძალაუფლებანიკოლაი აფანასიევი ადრეული ქრისტიანობისა და ეკლესიის მამათა მემკვიდრეობის უბადლო მცოდნე იყო. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ეკლესიის ბუნებას, საეკლესიო იერარქიას, ერისკაცთა როლს ეკლესიაში. „სიყვარულის ძალაუფლება“ არის ბოლო თავი მისი სადოქტორო დისერტაციისა „სულიწმიდის ეკლესია“ (გამოიცა 1971 წელს პარიზში). ამ გამოკვლევაში განხილულია ბიბლიური მოწმობები საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბებაზე, ეკლესიური მსახურების სახეობებზე პირველ ქრისტიანობაში, მოციქულებისა და შვიდი დიაკვნის დროიდან დაწყებული. ავტორის ძირითადი ამოცანა იმ მარტივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად თითქმის დავიწყებულ ჭეშმარიტების შეხსენებაა, რომ ძალაუფლება ეკლესიაში არის არა იურიდიული ბუნების მქონე, არამედ ესაა სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება და მხოლოდ სიყვარული აქცევს ეკლესიას ეკლესიად. ამ შრომაში მოცემული საეკლესიო იერარქიის პირველსაფუძვლების ანალიზი, რომელიც დამყარებულია წმიდა მამათა ტრადიციისა და საეკლესიო წმიდა გადმოცემის მყარ საძირკველზე, სამართლიანად არის აღიარებული უნიკალურად მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 10 FEBRUARY 2013 16:16) ვლადიმერ ლოსკი - სარწმუნოების სიმბოლოს განმარტებაშესავალისარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) არის ქრისტიანული დოგმატების საზეიმო აღსარება, რომელიც იკითხება ან იგალობება ლიტურგიის დროს, ევქარისტიული კანონის დაწყების წინ. ამ წმიდა ტექსტის პირველი სიტყვა - მრწამს - დაკავშირებულია სიმბოლოს თითოეულ შემდგომ მუხლთან და ქრისტიანი ერის რწმენის ამ საერთო აღსარებას ანიჭებს ეკლესიის თითოეული იმ წევრის პირადი მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ხასიათს, ვინც სხვებთან ერთად წარმოთქვამს ”მრწამს”, ხოლო შემდეგ - ”აღვიარებ” და ”მოველი”.მაგრამ კმარა კი სამების აღსარება მხოლოდ ბაგეებით ან თუნდაც გულმხურვალე მოკრძალებით, თუკი გონებას შესისხლხორცებული არა აქვს აზრი ამ სიტყვებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა მოძებნეს, რათა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება, ქრისტეს რწმენით განათლებული, ყოველი ადამიანისათვის მისაწვდომი გაეხადათ? ბოლოს განახლდა (SATURDAY, 09 FEBRUARY 2013 15:45) წმიდა ანასტასი სინელი - კითხვა-მიგებაჲძველი ქართული თარგმანი[411r] წმიდისა ანასტასის1 ანტიოქიელ2 მთავარეპისკოპოსისაჲ3, კითხვა-მიგებაჲ ვიეთმე მორწმუნეთაჲ, რომელთა ჰკითხეს ქუემოწერილთა სიტყუათათჳს*. კითხვაჲ: რაჲ არს სასწაული ჭეშმარიტი ქრისტიანისაჲ? ბოლოს განახლდა (SATURDAY, 02 FEBRUARY 2013 21:48) წმიდა გრიგოლ ნოსელი (+394) - შესხმაჲ წმიდისა და დიდისა ბასილისითქუმული წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისა, ძმისა წმიდისა და დიდისა ბასილისი1უფალო, წარმიმართე. კეთილი წესიერებაჲ დადვა ღმერთმან ჩუენთა ამათ დღესასწაულთა ზედა, რომელნი-ესე შემდგომითი-შემდგომად აღვასრულენით დღეთა ამათ და აღვასრულებთ. ხოლო წესიერებაჲ ესე არს, ვითარცა დიდმან პავლე ბრძანა, რომელმან ძალითა სულისაჲთა პირველითგან უწყოდა, რამეთუ იტყჳს იგი პირველად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა დაწესებასა, და მერმე მწყემსთა და მოძღუართასა (I კორ. 12.28). და ეგრეთვე არს აწ წესი ესე სულიერთა ამათ კრებათაჲ. რამეთუ პირველსა მას არა აღვჰრაცხავ მე სხუათა თანა, რამეთუ ვინაჲთგან მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს შობისაჲ წმიდისაგან ქალწულისა არა ოდენ კრებაჲ არს წმიდაჲ, არამედ წმიდაჲ არს წმიდათაჲ და კრებაჲ კრებათაჲ. არამედ შემდგომნი იგი მისნი ვთქუნეთ, რომელ-იგი პირველ მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი იქმნნეს აღმასრულებელ კრებისა ჩუენისა. რამეთუ ორივე ესე მადლი მათ თანა იყო - მოციქულობისაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებისაჲ. ხოლო ესე არიან: სტეფანე, პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე. ხოლო შემდგომად მათსა, კუალად წესისა და ჯერისაებრ არს წინამძღუარ კრებისა ამის ჩუენისა მწყემსი ესე და მოძღუარი.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 14:25) საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების ისტორიიდან[164]ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამდე რუსეთი დიდ დაინტერესებას იჩენდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ. ეს ინტერესი კარგადაა ასახული იმ პოლიტიკურ ურთიერთობებში, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. დღემდე რუსეთსა და საქართველოს შორის უძველესი დროიდან არსებული სარწმუნოებრივი ურთიერთობები ჩვენს ისტორიოგრაფიაში შეუსწავლელია1. ბიზანტიის იმპერიის დამხობის შემდეგ XV საუკუნიდან, როცა რუსეთმა თავი მესამე რომად გამოაცხადა, პოლიტიკურ რანგში აყვანილი საეკლესიო ურთიერთობები განსაკუთრებულ სახეს იღებს. XVI-XVIII საუკუნეებში რუს ელჩებს საქართველოში თან მოჰყვებოდა მრავალრიცხოვანი სასულიერო პირები, რომლებიც ეცნობოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებს და წეს-ჩვეულებებს და უმეტეს შემთხვევაში დამრიგებლის როლში გამოდიოდნენ. თავის მხრივ, ქართველი სასულიერო პირები რუსეთში ხშირად მოგზაურობდნენ, რომელთა ნაწილი სამუდამოდ იქ დარჩა და დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას ეწეოდნენ. ამავე პერიოდიდან, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეში ხდება ქართული ლიტურგიკული ლიტერატურული ძეგლების შესწორება სლავურის საფუძველზე, რომელიც, როგორც მკვლევარები ფიქრობენ, დამთავრდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოს ანტონ პირველის დროს2. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 11:43) წმიდა ლეონ დიდი (+461) - ეპისტოლე ფლაბიანე კონსტანტინოპოლელისადმი (ტომოსი)ძველი ქართული თარგმანიეპისტოლე წმიდათაგანისა პაპა ლეონისი1 წმიდათაგანისა ფლაბიანეს მიმართ კონსტანტინუპოლელ2 ეპისკოპოსისა[217r]* ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 13:33) |
- პროკლე კონსტანტინეპოლელი (+446) - სიტყუაჲ შობისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსისა
- წმიდა ათანასე ალექსანდრიელი - საკითხავნი წმიდისა ქრისტეს შობისანი
- წმიდა გრიგოლ ნოსელი - პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს
- მამათა განმარტებანი
- ედიშერ ჭელიძე - მართლმადიდებელი ეკლესია და ეროვნულობა
- ედიშერ ჭელიძე - საუფლო კვართის შესახებ