თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორია
წიგნი პირველი
წინასიტყვაობა
ისტორიის მიზანი
[8]მხატვრები დაფებსა და კედლებზე გამოსახავენ ძველ ამბებს, მაყურებლებს სიამოვნებას ანიჭებენ და წარსულის ხსოვნას დიდი ხნით ცოცხლად ინახავენ. ისტორიკოსები კი დაფების ნაცვლად იყენებენ წიგნებს, ფერების ნაცვლად - სიტყვათა ყვავილოვნებას, და გარდასულ საქმეთა ხსოვნას უფრო ხანგრძლივსა და მყარს ხდიან, რამეთუ მხატვართა ხელოვნებას ჟამი აზიანებს. ამიტომ, მეც ვცდი საეკლესიო ისტორიის დარჩენილი ნაწილის აღწერას, რადგან მართებულად არ მიმაჩნია, რომ უბრწყინვალეს საქმეთა და სასარგებლო ამბავთა დიდება უგულებელყოფილ იქნას, დავიწყებისგან იავარქმნილი. ამიტომ, ზოგიერთი მეგობარი ხშირად მაქეზებდა, რომ თავს მედო ეს ღვაწლი. მაგრამ როცა ეს საქმე ჩემი შესაძლებლობებით გავზომე, მისთვის ხელის მოკიდების შემეშინდა. თუმცა, თამამად მივენდე სიკეთეთა უხვად მომნიჭებელს და შევუდექი ჩემს ძალებზე აღმატებულ საქმეს. ევსები პალესტინელმა ეკლესიებში მომხდარი მოვლენები აღწერა წმინდა მოციქულთა ისტორიიდან მოყოლებული ღვთისსათნო კონსტანტინეს ზეობამდე, მე კი ამ აღწერის დასასრულს [ჩემი] ისტორიის დასაწყისად გავხდი.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 02 JUNE 2013 18:08)
თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორიაწიგნი მეორეთავი I [85]საღვთო ათანასემ ორი წელი და ოთხი თქვე გაატარა ტრევერში134 და დაბრუნდა ალექსანდრიაში. იმპერატორმა კონსტანტინემ, კონსტანტინე დიდის ვაჟებიდან უხუცესმა (მისი საიმპერიო ძალაუფლება ვრცელდებოდა დასავლეთ გალიამდე), ალექსანდრიელთა ეკლესიას მიწერა ეს წერილი. კონსტანტინეს ძის, კონსტანტინეს ეპისტოლე ალექსანდრიელთა მიმართ "კონსტანტინე კეისარი ქალაქ ალექსანდრიის კათოლიკე ეკლესიის ერს. ბოლოს განახლდა (SATURDAY, 01 JUNE 2013 21:00) თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორიაწიგნი მესამეთ ა ვ ი I იგი ყმაწვილკაცობის ასაკში, ჯერ კიდევ უწვერული, მის ძმასთან გალუსთან ერთად წოვდა კეთილმსახურების მოძღვრების ძუძუს. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 31 მაისი 2013 17:01) თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორიაწიგნი მეოთხე
თ ა ვ ი I [181]იულიანეს სიკვდილის შემდეგ სარდლებთან ერთად პრეფექტებიც შეიკრიბნენ და ითათბირეს, თუ ვის უნდა მიეღო იმპერია, ომში ჯარი გადაერჩინა და რომაელთა საქმეები გაეძლიერებია, მაშინ როცა ისინი სულით დაცემის გამო, როგორც იტყვიან, სამართებლის პირზე იყვნენ. როდესაც ისინი ამის შესახებ თათბირობდნენ, ჯარი ერთად იყო შეკრებილი და იმპერატორად ითხოვდნენ იოვიანუსს, რომელიც არც სარდალი იყო, არც მათი მომდევნო წოდების მქონე, მაგრამ პატივცემული კაცი იყო, წარჩინებული და მრავალი საქმეებითაც სახელგანთქმული. აღნაგობით ძალიან დიდი იყო, სულით - ამაყი, ომებსა და დიდ ბრძოლებში პირველობა სჩვეოდა. უღმერთობის წინააღმდეგ კადნიერი იყო და ტირანის ძალაუფლების არ ეშინოდა, არამედ გულმოდგინების მიხედვით ქრისტეს მოწამეებთან ერთად იყო განწესებული. მაშინ სარდლებმა ჯარის ერთსულოვნება ღვთის გადაწევეტილებად ჩათვალეს, ეს ყველაფრით საუკეთესო კაცი შუაში გამოიყვანეს, სახელდახელოდ მოამზადეს ამაღლებული ადგილი და მასზე დააყენეს. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 31 მაისი 2013 13:28) თეოდორიტე კვირელი - საეკლესიო ისტორიაწიგნი მეხუთეთ ა ვ ი I [238]თუ როგორ დიდ ხანს ითმენს მეუფე მის წინააღმდეგ გაშლეგებულთ, და როგორ სჯის მათ, რომლებიც მის სულგრძელებას სათანადოდ არ იყენებენ, ეს ზედმიწევნით გვასწავლა ვალენტმა ასეთი საქმეებითა და ვნებებით. კაცთმოყვარე როგორც რამ სასწორის საპირწონეს და უღელს ისე იყენებდა წყალობას და სამართალს, რათა უწმინდურობის სიდიდით ზეაღმატებულს სცოდნოდა მისი კაცთმოყვარეობის ზომა და სამართლიანი სასჯელით აბრკოლებდა წინსვლას.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 31 მაისი 2013 13:02) წმიდა აბბა დოროთე - სულის სასარგებლო სწავლანიწერილი ძმისადმი, ვინც ჩვენი წმინდა მამა დოროთეს ნაპოვნი სიტყვები ითხოვა [8]ვაქებ შენს გულმოდგინებას და შევნატრი კეთილი საქმის მიმართ შენს სიბეჯითესა და მაგ შენს კურთხეულ, არა დიდებისმოყვარე, არამედ თავმდაბლობისმოყვარე სულს, ძმაო, სასურველო. რაკი ასეთი გულისტკივილით ეძებ და მთელი გულით აქებ ჩვენი ჭეშმარიტად სანატრელი წმინდა მამის საქმეთა და სიტყვათა, ღმერთს საჩუქრად რომ მოუცია ჩვვნთვის, ცხადია, ღმერთი გიყვარს და სამარადისო ცხოვრებაზე ზრუნავ. როგორც დიდი გრიგოლი ამბობს: ”სათნოების ქება მოშურნეობის წინამძღვარია, მოშურნეობას მოაქვს სათნოება, სოლო სათნოება ნეტარჰყოფს კაცს”. ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 MARCH 2013 21:50) ეპისტოლენი წმიდისა ეგნატი ღმერთშემოსილისანიძველი ქართული თარგმანი(405r)*[530]** ეპისტოლე მარიამ კასოვოლელისაჲ1 წმიდისა ეგნატი მღდელმოწამისა მიმართ მთავარეპისკოპოსისა ღმრთისა ქალაქისა ანტიოქესა მარიამ, მწირი იესუ ქრისტესი, ეგნატი ღმერთშემოსილსა, ნეტარსა ეპისკოპოსსა ანტიოქელთა სამოციქულო ეკლესიისასა2, ღმრთისა მამისა და იესუ ქრისტეს შეყუარებულსა. მარადის ვილოცოთ შენთჳს სიხარულსა და სიმართლესა და მის მიერსა მხიარულებასა და მშჳდობასა. ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 MARCH 2013 22:55) |