კირიონ I ქართლის კათოლიკოსი (VI-VII სს.)
358
კირიონ ქართლის კათოლიკოსი
ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ საკუთრივ ქართლის სულიერ ისტორიას იმ მონაკვეთში მისი არსებობისა, როდესაც ყველაზე უფრო პრინციპული არჩევანის გაკეთების აუცილებლობა იყო ქართველი ერის წინაშე და ჭეშმარიტად ურთულესი გამორჩევების ჟამს ქართველმა ერმა მართლაც, წმინდა წერილის სიტყვისებრ, უმჯობესი გამოირჩია. ისევე როგორც მარიამმა, ლაზარს დამ უმჯობესი, კეთილი ნაწილი გამოირჩია უფლისა, მის ფერხთით შევრდომილმა შეიმეცნა რა ჭეშმარიტება.ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:18)
გიორგი გვასალია - მიცვალებულთა ხსენების შაბათ დღეს აღნიშვნის შესახებკითხვა: მიცვალებულთა ხსენება ეკლესიაში შაბათობით აღესრულება. თუ შეიძლება აგვიხსენით, რატომ დაწესდა ეკლესიაში შაბათი დღე მიცვალებულთა მოსახსენიებლად? ბოლოს განახლდა (SATURDAY, 02 APRIL 2016 14:28) ძველი ქართული საეკლესიო მწერლობა – ლოცვანი371-372"ლოცვანის" კრებულად ჩამოყალიბების შესახებ
ჩვენს წინა შეხვედრებზე რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ ძეგლს შევეხეთ, რა თქმა უნდა, შემოკლებულად. ჩვენი ბოლო საუბარი შედგა “საწელიწდო იადგართან”, უდიდესი ღირებულების მქონე ლიტურგიკულ ძეგლთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელს უკავშირდება. სხვა ლიტურგიკული ძეგლებიც შეძლებისდაგვარად განვიხილეთ, მათ შორის “იერუსალიმური ლექციონარი”, “ჰომილეტიკური კრებული”, რომელიც ასევე ლიტურგიკული ძეგლია და სხვა. ვფიქრობთ ამ ჟანრის და ამ კატეგორიის ძეგლების ძველი ქართული თარგმანების მიმოხილვა შედარებით სრულყოფილი რომ იყოს, შევეხებით კიდევ ერთ ლიტურგიკულ კრებულს, სწორედ “საწელიწდო იადგართან” გარკვეულწილად დაკავშირებულს, რაც გახლავთ “ლოცვანი”. ბოლოს განახლდა (TUESDAY, 05 APRIL 2016 20:48) ქრისტიანობა და ფილოსოფია373-377საეკლესიო მწერლობა და ფილოსოფია (პირველი ნაწილი)ჩვენი წინა საუბრების ერთმთლიან ციკლში შევეხეთ იმ უმნიშვნელოვანეს ლიტურგიკულ კრებულებს, რაც ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს, რაც უძვირფასეს განძად შემოგვჩენია და რითაც ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა ზოგადქრისტიანული ასპექტითაც უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს. ეს ყოველივე თანთადანობით, უეჭველად, დამუშავდება, გამოიცემა და ღირსება ამ ყოველივესი კიდევ უფრო საცნაური გახდება. მაგრამ, ცხადია, აშკარაა, რომ პატრისტიკის განუყოფელი ნაწილი ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა მხოლოდ ლიტურგიკული ჟანრით არ განისაზღვრება. ყველა სხვა ჟანრი ძველთაგანვე ასახულ იქნა ქართულ ენაზე და ეს ჟანრებიც და ამ ჟანრის შემადგენელი ცალკეული ძეგლებიც ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 APRIL 2016 13:06) გიორგი გვასალია – "ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე"ბავშვთა აღზრდის შესახებოჯახი პიროვნების ჩამოყალიბების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. საზოგადოებას, რომელიც მთელი სერიოზულობით არ აღიქვამს ზნეობრივად ჯანსაღი და სულიერად ამაღლებული ოჯახების არსებობის აუცილებლობას და მთელი მონდომებით არ იბრძვის ოჯახური სიწმინდის შემბღალავი ძალების წინააღმდეგ, გარდაუვალი მოსპობა ელოდება. ასეთი რამ მრავალმა უძველესმა ცივილიზაციამ იწვნია. ოჯახი თავად ღვთის მიერ არის დაფუძნებული და, შესაბამისად, მხოლოდ ღმერთშია საძებნი ის გზები, რომელზე სიარულითაც, ერთი მხრივ, თავად ოჯახი იქნება ზნეობრივად და სულიერად ჩამოყალიბებული და მეორე მხრივ, ამგვარი ოჯახების სიმრავლით საზოგადოებაც მოგებული დარჩება. ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 30 MARCH 2016 13:10) ედიშერ ჭელიძე - ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებსაკითხი ქართლის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ უფლის განგების საიდუმლოა და კაცობრივ გონებას არ ძალუძს მისი წვდომა; თუმცა მაინც შესაძლებელია გარკვეული მსჯელობა და სარწმუნო დასკვნების გაკეთება. ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობის შესახებ გადმოცემა გვხვდება არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის წიაღში. ამ ფაქტის შესახებ წერს წმინდა დიმიტრი როსტოველიც, რომ იბერია, რომელსაც საქართველოსაც უწოდებენ, არის წილხვედრი ყოვლადუხრწნელი ღვთის-დედისა, რომელსაც, ღვთის განსაკუთრებული ნებით, წილად ხვდა მახარებლობა ქრისტეს სახარებისა ამ ქვეყანაში და რომ ცნობა ამის შესახებ შემონახულია დღემდე იბერიულ და ასევე მთელს აღმოსავლურ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ბოლოს განახლდა (MONDAY, 01 JUNE 2015 16:09) ორიგენე - ორი ქადაგება ქება ქებათაზეწინასიტყვაობაიერემია ნეტარ პაპ დამასსორიგენემ, რომელიც თავისი ნაშრომებით ყველა მწერალს აღემატება, "ქება ქებათაში" თავის თავსაც გადააჭარბა. მართლაც, სეპტანტას, აკილას, სიმაკის და თეოდოტიონის ვერსიების და, კიდევ ერთი, მისივე თქმით, აქტიუმის სანაპიროებზე ნაპოვნი ვერსიის მიხედვით, მან ათ წიგნად მოგვცა ისეთი ბრწყინვალე და ნათელი კომენტარი, რომ, ჩემი შთაბეჭდილებით, მასში უნდა განხორციელებულიყო სიტყვა: "შემიყვანა მე მეუფემან საუნჯეთა თვისთა" (ქებ. 1.3). ბოლოს განახლდა (SUNDAY, 07 DECEMBER 2014 15:27) |
- ედიშერ ჭელიძე - მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს ეკლესიაში
- მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი - სამოთხე და ჯოჯოხეთი
- მამათა სწავლანი - წმიდა იოანე ოქროპირი
- მამათა სწავლანი - წმიდა ბასილი დიდი
- მამათა სწავლანი - ღირსი მამა მარტჳრი მონაზონი
- მამათა სწავლანი - ღირსი მამა საჰაკ მონაზონი