წმიდა ბასილი დიდი (IV ს.)
300–303,305
ზოგადი მიმოხილვა
ჩვენს წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ სამი დიდი კაბადოკიელი მამის – ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის მოღვაწეობის რაობაზე. მთლიანობაში შევეხეთ ამ მამათა ღვაწლს და როგორც მივუთითებდით ორ უმთავრეს დამსახურებას და წარმატებას შეიძლება გავუსვათ ხაზი მათთან დაკავშირებით. პირველია ის, რომ ხსენებულმა მამებმა თავიანთ მოღვაწეობაში, თავიანთ საქმით ღვაწლში და სამოძღვრო ღვაწლში იმემკვიდრეს, სრულყოფილად შეითვისეს და შეისისხლხორცეს ყველა ის ღირსება, ყველა ის წარმატებულობა, რაც კი ნებისმიერ რეგიონში საეკლესიო ისტორიისა, ქრისტიანული ოიკუმენისა, საქმითი მოღვაწეობის მხრივ, საღვთისმეტყველო მოღვაწეობის მხრივ გამოვლენილა. იქნებოდა ეს ალექსანდრიული საღვთისმეტყველო ხაზი, ანტიოქიური სკოლარული ტრადიცია, რომაული, [1]კართაგენული, პალესტინის კესარიისა, იერუსალიმისა თუ თავად კაბადოკიური.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 27 APRIL 2016 20:19)
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი306–309გრიგოლ ღვთისმეტყველის საღვთისმეტყველო სტილი ჩვენს წინა რამდენიმე საუბარში შევეხეთ კაბადოკიელ მამათაგან უპირატესი ღირებულების მოღვაწეს წმინდა ბასილი დიდს. ერთობლივი მიმოხილვის ჟამს ამ სამი დიდი კაბადოკიელი მოღვაწისა ვთქვით, რომ თითოეულ მათგანს თავისთავადი, პიროვნულად განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მთლიან ღირსებაში, იმ მთლიან სიკეთეში, რასაც კაბადოკიური ღვთისმეტყველება ეწოდება, რასაც კაბადოკიელ მამათა ღვთის წინაშე შერაცხილი და შთამომავლობისთვის უდიდეს განძად დატოვებული ნამოღვაწარი ეწოდება. ბასილი დიდზე მეტნაკლებად ეს შტრიხები შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინეთ, ამჯერად კი შევეხებით, რა თქმა უნდა, ასევე უდიდეს მოღვაწეს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველს, რომლის თუნდაც ზედწოდება “ღვთისმეტყველი” მკაფიოდ გამოკვეთს და ჩვენი სულიერი თვალის წინაშე ასაჩინოებს ამ პიროვნების [1]ჭეშმარიტად განსაკუთრებულ ღირსებას.ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:04) წმიდა გრიგლ ნოსელის სამწერლობო სტილი310წმიდა გრიგლ ნოსელის სამწერლობო სტილი მისი შრომის "მოსეს ცხოვრების" მიხედვით ჩვენ ორ დიდ კაბადოკიელ მოღვაწეზე (წმინდა ბასილი დიდზე და წმინდა გრიგილ ღვთისმეტყველზე) უკვე შეძლებისდაგვარად გვქონდა საუაბარი. შესაძლოა შემდეგში ზოგი მომენტი მათ მოღვაწეობასთან, მათ საღვთისმეტყველო სწავლებებთან დაკავშირებით კვლავაც მოვიხსენოთ, დავაზუსტოთ, მაგრამ ამჯერად უმჯობესია მთლიანი განხილვის წარმოდგენის მიზანდასახულობით შევეხოთ მესამე დიდ მოღვაწესაც კაბადოკიელ მამათაგან წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომლის სახელიც, ერთი ძველი საღვთისმეტყველო გამონათქვამის მსგავსად, უკვე საკმარისია იმ განსაკუთრებული სულიერი სიმაღლის წარმოსაჩენად, რაც ამ ურჩეულეს მოღვაწეს ჰქონდა.ბოლოს განახლდა (THURSDAY, 28 APRIL 2016 11:04) წმიდა გრიგოლ ნოსელი – მოსეს ცხოვრება311–318ნაშრომის განხილვა(ნაწილი პირველი) ჩვენს ბოლო საუბარში შევეხეთ წმინდა გრიგოლ ნოსელს, ამ ერთ-ერთ უდიდეს ღვთისმეტყველს. გარკვეული შესავალი ნაწილის შემდეგ უკვე გადავდგით ნაბიჯები კონკრეტული ძეგლებისაკენ, კონკრეტული ნაშრომებისაკენ და ის მსმენელები, რომლებიც წინა საუბარს უსმენდნენ, ალბათ მოელიან, ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, მსჯელობის განგრძობას “მოსეს ცხოვრებასთან” დაკავშირებით, რაც ცალკე წიგნად დაგვიტოვა წმინდა გრიგოლ ნოსელმა.ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 APRIL 2016 11:39) წმიდა გრიგოლ ნოსელი - პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს320–322,324–325ნაშრომის განხილვასწავლება ღვთის მიერ ხილული სამყაროს მყისიერად შექმნის შესახებ ჩვენ შევჩერდით წმინდა გრიგოლ ნოსელის ჰექსემერონული ანუ ბიბლიურ ექვს დღესთან დაკავშირებული სწავლების იმ მომენტზე, როდესაც დიდმა ღვთისმეტყველმა, როგორც ვნახეთ, უდიდესი და უაღრესად სკურპულოზური სულიერი გამოკვლევის გზით დაადგინა განსაკუთრებული მნიშვნელობის დებულება იმასთან დაკავშირებით, რომ მატერია თავისი ოთხი სტიქიონითურთ, ანუ თითოეული სტიქიონი ცალკე აღებული, საფუძველში არამატერიალურია, რომ მისი წარმომშობი მიზეზები თავისთავად არამატერიალურნი არიან. სხვაგვარად რომ ვთქვათ წმინდა გრიგოლ ნოსელმა მატერია, ნივთი დაიყვანა არამატერიალურ პირველ საფუძვლებამდე, იმგვარ საფუძველბამდე, რასაც დღეს ენერგიები ეწოდება და რომლებიც ჯერ კიდევ გაურკვეველია [1]მკვლევართათვის მატერიალურნი არიან თუ არამატერიალურნი, რაღაც გარდამავალ მდგომარეობას წარმოადგენენ ისინი. ბოლოს განახლდა (TUESDAY, 19 APRIL 2016 15:01) წმიდა გრიგოლ ნოსელი – რა არის ქრისტიანისა სახელი და აღთქმა?326–329ნაშრომის განხილვა(ნაწილი პირველი) ჩვენს წინა საუბრებში შევეხეთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს არა მხოლოდ წმინდა გრიგოლ ნოსელის მემკვიდრეობიდან, არამედ ზოგადად საეკლესიო ლიტერატურის ყველაზე უფრო რჩეულ ნაშრომთა შორის, სახელწოდებით “პასუხი ექვსთა დღეთათვის”. რა თქმა უნდა, განსახილველი ამ ძეგლთან დაკავშირებით კვლავ ბევრია. ჩვენ წინა საუბრის დასასრულს ავღნიშნეთ, რომ ზოგი საკითხი შემდეგში ალბათ კვლავაც გახდება ჩვენი ინტერესის საგანი. თუმცა ამჯერად იმ ძირითადით, იმ არსებითით, რაზეც უკვე მსჯელობა გვქონდა, შემოვიფარგლებით და ამ საუბრის თემად და ჩვენი განხილვის ობიექტად ამჯერად შემოგთავაზებთ იმავე მოძღვრის არანაკლებ საყურადღებო, არანაკლებ მნიშვნელოვან თუმცა სხვა თემასთან დაკავშირებულ ნაშრომს, რასაც აქვს ძალიან საგულისხმო და [1]შთამბეჭდავი სათაური - “რა არის ქრისტიანის სახელი და აღთქმა”?ბოლოს განახლდა (MONDAY, 18 APRIL 2016 20:21) კაბადოკიელ მამათა ეროვნულობის შესახებ330კაბადოკიელ მამათა ეროვნულობის შესახებჩვენ მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ წმინდა გრიგოლ ნოსელის მოძღვრებას, მის ზოგიერთ შრომას. იმედი გვაქვს შემდეგ კიდევ დავუბრუნდებით, განსაკუთრებით ისეთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს საეკლესიო ღვთისმეტყველებისას, როგორიც არის “ქება-ქებათას განმარტება”, აგრეთვე “კაცისა შესაქმე” და სხვა. მაგრამ ამჯერად გვინდა ყურადღება შევაჩეროთ ერთ პრობლემაზე, რითაც მსმენელები დაინტერესებულნი არიან და რაც უკავშირდება არა მხოლოდ გრიგოლ ნოსელის, არამედ მთლიანობაში სამივე კაბადოკიელი მამის ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის და ცხადია გრიგოლ ნოსელის წარმომავლობას, მათ ტომობრივ კუთვნილებას.ბოლოს განახლდა (SUNDAY, 17 APRIL 2016 18:52) |