Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
285

ჩვენ უკვე დავაბოლოვეთ წმინდა ათანასე ალექსანდრიელის შესახებ განხილვა. იმ ზოგადი ინფორმაციიდანაც კი, რაც ჩვენ შევძელით, რომ მოგვეწოდებინა თქვენთვის, ვფიქრობთ გამოიკვეთა ამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მოღვაწის დამსახურება, მისი მოძღვრების ფასდაუდებელი მნიშვნელობა და პირადი ახოვანება, რითაც მან შემდგომ თაობებს სარწმუნოებისათვის, ჭეშმარიტებისათვის თავდადების წარუშლელი ნიმუში მისცა. მაგრამ IV ს-ის I ნახევრის შუა წლები მნიშვნელოვანი გახლავთ იმითაც, რომ უდიდეს მოღვაწეთა კრებული, მწყობრი წარმოჩნდება ჩვენს წინაშე და როგორც შესავალ ნაწილშიც აღვნიშნავდით, ამავე ეპოქაშივე იკვეთება ახალი, ჭეშმარიტად ახოვანებითი მოღვაწეობის [1]სახე – განდეგილობა, მეუდაბნოეობა, განშორებულობა ამა სოფლისგან.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
286–288

წმიდა ანტონი დიდი

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ ასკეტიზმის გვიანდელი და უმნიშვნელოვანესი სახეობის, ასკეტიზმის მწევერვალის, განდეგილობის აღმოცენებას. ძირითადი მიზეზები განდეგილური მოღვაწეობის დაფუძნებისა და მისი ჭეშმარიტად სულიერ მოძრაობად ქცევისა უკვე მიმოვიხილეთ. ვახსენეთ ორი სახეობა განდეგილობისა, რომელთაგან ერთია ანაქორეტიზმი ანუ იგივე ერემიტიზმი, ქართულად განშორებულობა ანუ მეუდაბნოეობა და მეორე კენობიტიზმი ანუ მონასტიციზმი, ანუ ზიარად, ანუ ზოგადად, ერთობლივად ცხოვრებულობა. დღეისათვის კი უკვე ცნობილ მეუდაბნოეთა შესახებ გვექნება დაწყება საუბრების ციკლისა, იმ მეუდაბნოეთა შესახებ, რომელთაც კვალი დატოვეს პატრისტიკაში, რომელთა შრომებიც ჩვენამდე მოღწეულია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 07 მაისი 2016 13:16)

დაწვრილებით...

 
289–290

წმიდა მაკარი ეგვიპტელის ეპისტოლეთა ირგვლივ შექმნილი არამართებული შეხედულების შესახებ

ჩვენ კვლავ მეუდაბნოე მოღვაწეებზე გვაქვს განხილვა. რამდენიმე მათგანი, ფუძემდებლები, წმინდა ანტონი დიდი, ამონა, პახუმი, მეტნაკლებად მიმოვიხილეთ, მათი ღვაწლი და კონკრეტულად ის ძეგლები, რაც ამ პიროვნებებს პატრისტიკას უკავშირებს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 მაისი 2016 18:39)

დაწვრილებით...

 
291

მაკარი ალექსანდრიელი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მეუდაბნოეს წმინდა მაკარი ეგვიპტელს, უდიდეს ღვთისმეტყველს, რომლის შრომათა ყველაზე რჩეული ნაწილი ქართულადაც, უბრწყინვალესი თარგმანის სახით, წმ. ექვთიმე ათონელისგან შემონახულია და რომელიც ამონას მიერ, ცნობილი ბერმონაზონის, დაფუძნებული სკიტის, ერთ-ერთი ყველაზე უფრ სახელგანთქმული უდაბნოს საძმოს ნამდვილ მნათობად იქცა (მაკარი ეგვიპტელზე გვაქვს მსჯელობა).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 06 მაისი 2016 13:48)

დაწვრილებით...

 
292–294

ევაგრე პონტოელი – ზოგადი მიმოხილვა

ჩვენ კვლავ ეგვიპტელ მეუდაბნოეებზე გვექნება განხილვა.  ამჯერად შევეხებით მსნელებისთვის სხვადასხვა კუთხიდან და სხვადასხვა ფაქტიდან გამომდინარე ალბათ უფრო ცნობილ პიროვნებას ევაგრე პონტოელს. სხვა რომ არაფერი ქართველ მკვლევართა აზრით ეს პიროვნება შესაძლოა კაბადოკიელი მამების მსგავსად საქართველოსთან დაკავშირებული ყოფილიყო გენტიკურად, თუმცა როგორც მაშინ აღვნიშნავდით, ამჯერადაც ხაზგასმით ვიტყვით, რომ საკუთრივ სამწერლობო თვალსაზრისით, სამოღვაწეო კუთხით, კულტურის ისტორიისთვის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად პატრისტიკის ისტორიისთვის ეს ფაქტი, რა თქმა უნდა, არაფერს არ ცვლის, ევაგრე პონტოელი, ისევე როგორც კაბადოკიელი მამები, გახლავთ საკუთრივ და მხოლოდ ბიზანტიელი მოღვაწე და ბიზანტიელი ავტორი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 APRIL 2016 17:06)

დაწვრილებით...

 
More Articles...