Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
265

წერილობითი მემკვიდრეობა

როგორც წინა შეხვედრაზე აღვნიშნეთ, მსმენელთა დაინტერესების შესაბამისად ჩვენ არიოზის ლიტერატურული საქმიანობის უფრო ინფორმატიული წარმოდგენის შემდეგ ასევე უფრო ინფორმატიულად შევეცდებით წარმოვადგინოთ ევსები ნიკომიდიელის, ყველაზე დიდი არიანელის ლიტერატურული საქმიანობაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს პიროვნება ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო, ნიკომიდია კი ალექსანდრიის ეპარქიისგან დიდად დაცილებულია, კვლავ აღვნიშნავთ, რომ არიოზისა და ევსების გზები გადაჯაჭვულია და ერთის განხილვა მეორის გარეშე ანდა დაცალკევებულად ძალიან რთულია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 23 მაისი 2016 18:29)

დაწვრილებით...

 
266

ერი საზეპურო

ჩვენ უკვე გადავდგით პირველი ნაბიჯები ქრისტიანული ლიტერატურის და ზოგადად ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის, IV საუკუნის დამდეგის ანალიზისკენ, შეფასებისკენ. თვისებები, ნიშანდებულებანი ამ ეპოქისა ჩვენ უკვე მიმოვიხილეთ და გეზი რითაც შემდგომდროინდელი, შემდგომ ეპოქათა საეკლესიო ლიტერატურის პროფილი განისაზღვრა სწორედ ამ მონაკვეთიდან, აი ეს გეზი უმთავრესი შტრიხებით ვფიქრობთ მსმენელის წინაშე უკვე წარმოდგენილი იყო.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 23 მაისი 2016 13:38)

დაწვრილებით...

 
267

ჩვენს წინა საუბარში შევეხეთ იმ წმინდა და სულიერ ღირსებებს რითაც ქართლი აღჭურვილი იყო ვიდრე IV საუკუნემდე და შესაბამისად შემზადებული იყო იმ უაღმატებულესი სინამდვილის მისაღებად და სრულყოფილად აღსაქმელად, რასაც საქართველოს გაქრისტიანება ეწოდება ყველა თავისი გამოვლინებით. ჩვენ მივუთითეთ აღნიშნულ სიწმინდეებზე, რომ პირველ რიგში ესაა უფლისმიერი კვართის მცხეთაში დაფლულობა, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ქართლის წილხვდომილობა, ბაგრატიონ მეფეთა გენეტიკური მომდინარეობა და წარმომავლობა ბიბლიური დავით მეფისგან და ძველი აღთქმის უდიდესი სიწმინდის ელიას ხალენის ანუ მოსასხამის ასევე ქართლში დაფლულობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 23 მაისი 2016 13:34)

დაწვრილებით...

 
268–269

ქართლის ცხოვრება

ჩვენს წინა გადაცემაში შევჩერდით კვართის მცხეთაში მობრძანების ამბავზე, წმ. სიდონიას სასწაულებრივ აღსასრულზე და ზოგადად შევქმენით გარკვეული შთაბეჭდილება იმ წინაპირობებთან დაკავშირებით რის საფუძველზეც საქართველოც, ქართლიც (ძველი წოდებით) მყისიერად, შეიძლება ასე ითქვას, პირველი საუკუნიდანვე უდიდესი პასუხისმგებლობის ტვირთვით შეუერთდა იმ საღვთო გზას, რაც მაცხოვარმა თავისი მიწიერი ცხოვრების ჟამს დააფუძნა და რა გზაც გულისხმობს კაცობრიობის ახლად შობას ცხონებისათვის.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
270–284

ცხოვრება და მოღვაწეობა

ჩვენს წინა საუბრებში ვფიქრობთ საკმაოდ წარმოჩნდა არიანულ ერესთან დაკავშირებით მართლმადიდებელ მოძღვართა განსაკუთრებული ვალდებულება ჭეშმარიტების დაცვისა და არაიშვიათად ვახსენებდით ამ დამცველობითი მოღვაწეობის ჟამს ისეთ დიდ სახელს, როგორიც გახლავთ წმ. ათანასე ალექსანდრიელი. მას შევეხებით ჩვენ ამჯერად და ალბათ რამდენიმე შეხვედრა მიეძღვნება ხსენებულ მოღვაწეს. მეტ-ნაკლებად აქცენტი გვექნება მისი ცხოვრების იმ ნაწილზე, რაც კონკრეტულად არიანელობასთან პაექრობას უკავშირდება და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა საუბარში შევეხებით მის იმ უდიდესი მნიშვნელობის მქონე საღვთისმეტყველო მემკვიდრეობას რაც დღესაც ჩვენთვის ერთ-ერთი გზამკვლევია ჭეშმარიტი მოძღვრების შესწავლის გზაზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 22 მაისი 2016 20:51)

დაწვრილებით...

 
More Articles...