Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
241–242

ამონიოს ალექსანდრიელი, თეოგნოსტ ალექსანდრიელი, პიერიუს ალექსანდრიელი, პეტრე ალექსანდრიელი

ჩვენ შევახსენებთ ჩვენს მსმენელებს, რომ წმ. გრიგოლ ნეოკესარიელის მოძღვრების განხილვის ჟამს დროებით შევწყვიტეთ ბერძნულენოვანი ხაზი პატროლოგიისა, პატრისტიკისა და შევეხეთ ლათინურენოვან მოღვაწეებსაც, მინუციოს ფელიქსიდან დაწყებული წმ. კვიპრიანე კართაგენელით და უფრო გვიანდელი ავტორის – ნოვატიანუსით დასრულებული. დროებით ამჯერად უკვე ლათინურენოვან ხაზს ჩვენ ვწყვეტთ და ვუბრუნდებით ისევ ბერძნულენოვან ხაზს პატრისტიკისას, ანუ ვუბრუნდებით III საუკუნის II ნახევარს. ამ პერიოდში პატრისტიკის ისტორიაში ბერძნულენოვანი ხაზით ცნობილია მრავალი მნიშვნელოვანი მოღვაწე, თუმცა ისინი ვრცლად არ მიმოიხილებიან პატროლოგთაგან, რადგანაც მათ შესახებ ცნობები მცირეა და [1]მათი შრომების აბსოლუტური უმრავლესობაც დაკარგულია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული მოღვაწეები ანდა ზოგადად აღნიშნული ავტორები უგულებელვყოთ და არსებული ინფორმაცია მათ შესახებ ჩვენს მსმენელებს არ გავაცნოთ. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენი განხილვა მხოლოდ ერთი ავტორით ანდა ერთი ავტორის რომელიმე შრომით არ იქნება შემოფარგლული, არამედ კრებსითი ხასიათი ექნება მეტნაკლებად და ეს კრებსითობა შესაძლოა რამდენიმე საუბრის მანძილზე გაგრძელდეს.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
243

არქელაოსის დაპირისპირება მანთან (მანიქეველობის დამაარსებელთან)

ჩვენს ბოლო ორ შეხვედრაზე, როგორც წინა საუბრებში არაერთგზის აღვნიშნეთ, კრებსითად შევეხეთ III საუკუნის შუა წლებისა და II ნახევრის, ნაწილობრივ IV საუკუნის დამდეგის ღირსეულ მოღვაწეებსა და საეკლესიო ავტორებს და ამ კუთხით რამდენიმე მოღვაწის შესახებ ამჟამინდელ შეხვედრაზეც გვექნება საუბარი.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
244

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

ჩვენ კვლავ III საუკუნის შუა წლებისა და მეორე ნახევრის მოღვაწეებს ვეხებით. წინა საუბარში შედარებით უფრო გავრცობილად, თუმცა წინასწარ გაცილებით მოკლედ ვვარაუდობდით, შევეხეთ ნეტარ არქელაოსს, დღეისათვის კი საუბარი გვექნება წმ. თეონა ალექსანდრიელის შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:45)

დაწვრილებით...

 
245

ცხოვრება და წერილობითი მემკვიდრეობა

III საუკუნის II ნახევრის მოღვაწეებზეა ჩვენი მსჯელობა, ჩვენი განხილვა. ღირსეულ მოღვაწეთა უდიდესი ნაწილი ჩვენ უკვე განვიხილეთ და საერთოდ ავტორთა უდიდესი ნაწილი. შევეხებით ამჯერად ერთ-ერთ ღირსეულ სახელს ამ ეპოქისას წმ. ფილეოსის, თმუისის ეპისკოპოსის მოღვაწეობას, რაც ზემოგანხილულთა მზგავსად, არქელაოსი იქნება ეს, წმ. თეონა ალექსანდრიელი თუ სხვები, კარგა ხანია სამწუხაროდ დიდად მიჩქმალულია, თუმცა მათი ღვაწლი, რა თქმა უნდა, ამას არ იმსახურებს.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:41)

დაწვრილებით...

 
246-247

წმიდა გრიგოლ პართელი


ჩვენს წინა საუბარში რამდენიმე მოღვაწე, დღეისათვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი, განვიხილეთ. ასეთი მოღვაწეები კვლავაც განსახილველი გვრჩება და ვფიქრობთ, რადგან ბევრი მათგანი შეძლებისდაგვარად უკვე წარმოავადგინეთ მსმენელის წინაშე, არც სხვებს ავუქციოთ ზურგი და მათ შესახებაც, რამდენადაც წყაროები ამის შესაძლებლობას გვაძლევს, ყველაზე უფრო ზოგადი სახით უმთავრესი წარმოვთქვათ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 07 JUNE 2016 15:41)

დაწვრილებით...

 
More Articles...