219–224
ცხოვრება და მოღვაწეობა
ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ლათინურენოვანი მოღვაწეების შესახებ მოკლე და ყველაზე უფრო არსებითი შტრიხების მხრივ განხილვების მოწოდებას. წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ უადრესი, II-III საუკუნეების, რომის პაპთა პატრისტიკული მოღვაწეობის შესახებ, თუ რა ცნობები და წყაროებია ამ მხრივ და დღეისათვის ამ პაპთა შორის შევეხებით ერთ-ერთ სახელგანთქმულ მოღვაწეს, რომელიც მკვლევართა მიერ, ისევე როგორც ტრადიციაში, გარკვეულ პერიოდში წოდებულია როგორც ანტიპაპი. ეს გახლავთ წმ. იპოლიტე რომაელი.
დაწვრილებით...
225–228, 231–233
ცხოვრება და მოღვაწეობა
ჩვენ რამდენიმე შეხვედრაზე როგორც შეგვეძლო შევეხეთ ერთ-ერთ უდიდეს მოღვაწეს - წმ. იპოლიტე რომაელს და ამ მოღვაწის ნაშრომების ზოგადი მიმოხილვით შევეცადეთ გარკვეულწილად ეპოქაც წარმოგვეჩინა, როდესაც ხსენებული დიდი მამა ეკლესიისა მოღვაწეობდა. რამდენჯერმე იპოლიტე რომაელთან დაკავშირებითაც, უფრო ადრე ტერტულიანესთან მიმართებაშიც და ცალკეულ საკითხთა განხილვის დროსაც ჩვენ ვახსენებდით და, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვახსენებთ ამავე ეპოქის უდიდეს მოღვაწეს, ფაქტობრივად მომდევნო თაობის წარმომადგენელს წმ. იპოლიტე რომაელთან შედარებით, კართაგენის ეკლესიის, როგორც ეს მიღებული გამონათქვამია ეკლესიის მამათა მიმართ, უჭკნობ გვირგვინს - წმ. კვიპრიანე კართაგენელს, რომელიც ტერტულიანეს მსგავსად, ცხადია, აფრიკელი ღვთისმეტყველი [1]გახლდათ, ვინც, როგორც ადრეც აღვნიშნავდით, თავისი უაღრესად ღრმად გამომეძიებელი და ღვთივმიმადლებული გონებით მართლად განჭვრეტდა რა წინამორბედ საეკლესიო მოღვაწეთა შრომებს, კეთილს, მართლმადიდებლურს ყოველივეს განიკუთვნებდა, ითვისებდა და თავადვე სამოძღვრო გამოთქმას ჭეშმარიტი სწავლებისას დიდ ღირსებას და ზედმიწევნითობას სძენდა.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 03 JULY 2016 10:13)
დაწვრილებით...
|
234–238
ცხოვრება და მოღვაწეობა
ჩვენს წინა საუბრებში განვიხილეთ დიდი მოღვაწის, წმ. კვიპრიანე კართაგანელის ცხოვრება და ლიტერატურულ-საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა. არაერთგზის აღვნიშნეთ იმ პიროვნების შესახებ, რომელსაც ერქვა ნოვატიანუსი და რომელმაც ამ ეპოქაში, კვიპრიანეს მოღვაწეობის ჟამს, დიდი პრობლემა შეუქმნა ეკლესიას. ეს პიროვნება პრობლემური გახდა მომდევნო საუკუნეებშიც, მით უფრო რაც მან თავისი, ძველ ქართულად ნავატიანოსთა, ანდა წმიდად ზმნობილთა სახელით ცნობილი სექტა ჩამოაყალიბა. ეს ქართულად არსებული ტერმინი (წმიდად ზმნობილნი), რაც გულისხმობს ბერძნულ ადეკვატად ტერმინს კათარები, სინამდვილეში უნდა ყოფილიყო პირდაპირი თარგმანით როგორც “განწმენდილნი”, რადგან “კათაროს” განწმენდილს ნიშნავს. მაგრამ ქართველმა მთარგმნელებმა, რა თქმა უნდა, განჭვრიტეს ბერძნული ტერმინის [1]არამართლზომიერი შინაარსი, რომ ისინი (ნოვატიანელები) სინამდვილეში ეკლესიური ხედვით მართლაც წმინდანები კი არა, პირიქით უკეთურნი იყვნენ და იჩემებდნენ განწმენდილობას. აი ეს მხარე ქართულ თარგმანში ამ სექტის აღმნიშვნელად გამოვლენილია, რომ მათ ქართულში ეწოდათ არა როგორც განწმედილნი ანდა წმიდანი, არამედ წმიდად ზმნობილნი, ანუ წმიდანებად წარმომაჩენელნი თავისა, წმიდანებად მოფარისევლები, მოპირფერენი და ეს სახელწოდება მიიღო სწორედ ნოვატიანუსის სექტამ, რაც საკმაოდ მძლავრი იყო თავის დროზე. თვით ნოვატიანუსიც მრავალი კუთხით იქცევდა და იქცევს ყურადღებას, შეკითხვებიც მრავალი ყოფილა პირადად ჩვენდამი ამ პიროვნებასთან დაკავშირებით, რის გამოც საჭიროდ ვთვლით, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით მაინც შედარებით დეტალურად შევეხოთ მის [2]ცხოვრებას და ზოგიერთ ნაშრომს.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 29 JUNE 2016 18:48)
დაწვრილებით...
239–240
(პირველი ნაწილი)
ჩვენს წინა განხილვებში რამდენიმე ავტორზე შეძლებისდაგვარად დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოვადგინეთ და ვაპირებდით ამ მიმართულებით განგრძობას, მაგრამ ამჯერად მცირედით იმ განხილვაზე უნდა შევჩერდეთ ქრონოლოგიურ რიგში, რაც წინა საუბრისას გვქონდა, (იგულისხმება ნოვატიანუსისადმი მიძღვნილი საუბარი) და ჩვენ გვინდა გამოვეხმაუროთ დაინტერესებულ მსმენელს, რომელმაც გვთხოვა გარკვეული ინფორმაცია მიგვეწოდებინა არა მხოლოდ ზოგადად საღვთისმეტყველო შრომების თვალსაზრისით საეკლესიო ლიტერატურის ისტორიაზე, არამედ კონკრეტულად ქრისტიანული პოეზიის ვითარებაზე უადრეს ეპოქაში, თუ რა მასალები არსებობს დღეისათვის მისი აღმოცენების შესახებ. ეს შეკითხვა არ ითვალისწინებს საკუთრივ ჰიმნოგრაფიას, რაც კანონიკური სახით გვიანდელი მოვლენა გახლავთ, როგორც ჩვენ ამაზე არაერთგზის გვისაუბრია, [1]ანუ VI საუკუნიდან იწყება ჰიმნოგრაფიული ნიმუშების, იმ კანონიკური საგალობლების შექმნა რაც ეკლესიაში დღესაც იგალობება მსახურებათა ჟამს. ამ შემთხვევაში ეს მხარე არ იგულისხმება, არამედ იგულისხმება ის უადრესი საუკუნეები, როდესაც საზოგადოდ წერილობითი თვალსაზრისით ყოველ ჟანრს საეკლესიო ლიტერატურისას საფუძველი დაედო, აი ამ კუთხით რა წყაროები არსებობს ქრისტიანულ პოეზიასთან დაკავშირებით.
დაწვრილებით...
|