Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
196–198

პირველი ნაწილი

ჩვენ განვიხილავდით, ვფიქრობთ უაღრესად რთულ პრობლემას, ჯოჯოხეთის რაობას და კონკრეტულად ორიგენისტულ მოძღვრებას ჯოჯოხეთის დროებითობის შესახებ. რაც უკვე ვთქვით იმას ცხადია აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ ყველაზე უფრო მთავარს მაინც აღვნიშნავთ, რომ შემდეგ მომდევნო მსჯელობა სისტემური წესით წარმოვადგინოთ. ყველაზე მთავარი გახლავთ შემდეგი: ორიგენისტული თეოლოგიის მიხედვით ბუნებითი ერთიანობა ნებისმიერი სახეობის ქმნილებებისა თითქოსდა მათ შორის ქმნის იმ გარდაუვალ კავშირს, რომ ერთის დაცემულობა, ერთის ცოდვილიანობა მყისვე განივრცობა ყველა დანარჩენზე.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
199–200

ბიოგრაფიული ცნობები

შრომა “ბუნების შესახებ”

ჩვენ დავამთავრეთ ორიგენეს შესახებ მსჯელობა, მაგრამ შემდგომშიც არაერთგზის ვახსენებთ ამ პიროვნების სახელს, იმიტომ, რომ გარკვეული მოღვაწეები საეკლესიო მწერლობის ისტორიაში მჭიდროდ უკავშირდებიან მის, განსაკუთრებით, პედაგოგიურ მოღვაწეობას.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
201

ჩვენ კვლავ დიონისე ალექსანდრიელის შესახებ განვაგრძობთ განხილვას. წინა საუბარი დავამთავრეთ იმის აღნიშვნით, რომ ხსენებული მოღვაწის მთავარი ნაშრომის, სათაურით “აღთქმათა შესახებ”, ფრაგმენტები, რაც ციტატების სახით არის შემონახული ევსები კესარიელის “საეკლესიო ისტორიაში”, ხსენებული ძეგლის მხოლოდ იმ ნაწილებს განეკუთვნება, რაც იმ მომენტში ევსებისთვის მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ ეს გახლავთ პოლემიკური ნაწილი, ხოლო პოლემიკა, როგორც მივუთითებდით, აღნიშნული ნაშრომისა მიმართულია იმ დროისათვის, II ს-ის მიწურულისა და III ს-ის I ნახევრისათვის, უაღრესად გავრცელებული ცდომილების ქილიაზმის აღმოსაფხვრელად.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
202

არიანელთა მიერ დიონისე ალექსანდრიელის გამონათქვამის არგუმენტად მოტანა და ათანასე ალექსანდრიელის მიერ მისი განმარტება

ჩვენს წინა საუბარში უკვე განვიხილეთ დიონისე ალექსანდრიელის შრომის, სათაურით “აღთქმათა შესახებ”, პირველი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი, რაც უშუალოდ ქილიასტი ნეპოტის და მისი ნაშრომის (“ალეგორისტების მხილება”) წინააღმდეგაა მიმართული. მეთოდოლოგიაც, ჩამოყალიბებული დიონისესგან განვიხილეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით შეიძლება დასნეულებული, მაგრამ ჯერ კიდევ გადარჩენის შესაძლებლობის მქონე ეკლესიის სულიერი ნაწილის შველა და შემორიგება დედა ეკლესიასთან.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
203

ჩვენი წინა სამი საუბარი ეხებოდა წმინდა დიონისე ალექსანდრიელს და ამ საუბარსაც მის შესახებ წარვმართავთ. საუბრების ამგვარი სიმრავლე გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგანაც დიონისე ალექსანდრიელის პიროვნება მრავალმხრივ გახლავთ ღირსეული. ჩვენ ვნახეთ წინა საუბრებში მისი, როგორც მოძღვრის, პოლემისტის, საღვთო წერილის ერთ-ერთი წიგნის “აპოკალიფსის” რაობის, შემფასებლის, აგრეთვე როგორც არიანელთაგან ცილისწამებულის სახე. ამჯერად შევეხებით მის პიროვნებასთან და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს, ეს გახლავთ სქოლიასტობა, კომენტირებანი, განმარტებითი, ძველ ქართულად თარგმანებითი, მოღვაწეობის ნიმუშებს. ანდა, რამდენადაც ამჯერად ერთ კონკრეტულ ნიმუშს ვეხებით, ნიმუშს დაკავშირებულს დიონისე ალექსანდრიელის სახელთან.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 
More Articles...