Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
სევერიანე გაბალონელის "ექვსი დღის განმარტების" ძველი ქართული თარგმანის მიხედვით

68-71

“მხოლოდყოფილი” (მხოლოდშობილი)


წინა საუბარში ჩვენ შევეხეთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ენის ქრისტიანული მოძღვრებით განმსჭვავლვა უეჭველი დადასტურებაა საკუთრივ ერის აღნიშნული მოძღვრებით უღრმესი გამსჭვალვისა, რომ ქართული ენა ილექავს საეკლესიო მოძღვრების გამომხატველი ბერძნული ტერმინოლოგიის უადრეს სახეს, რაც ისტორიული, ჟამიერი თვალსაზრისითაც უაღრესად მნიშვნელოვანია. რამდენადაც ეს ყოველივე შესაძლებლობას გვაძლევს ქართულ ენაში გამოიყოს ცალკეული მონაცემები, IV საუკუნემდელი ვითარების ამსახველნი, დამადასტურებლად იმისა, რომ მხოლოდ და მთლიანად IV საუკუნიდან არ იწყება საქართველოში საეკლესიო მოძღვრების ქართულ ენაზე ამეტყველების ისტორია, ანუ ქართული ენის გაქრისტიანება.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 27 APRIL 2017 09:40)

დაწვრილებით...

 

72

წინა საუბრებში წარმოდგენილი მიმოხილვების შემდეგ, ქრონოლოგიური განხილვის წესით, ჩვენ შევუდგებით ეკლესიის მამათა მოღვაწეობისა და მათი შრომების შესახებ, რადიოსაუბრებისათვის მოსახერხებელი, განხილვების წარმოდგენას. რა თქმა უნდა ეს განხილვები, რამდენადაც ამას ზეპირი საუბრები იტევს, დეტალიზებული, წყაროთმცოდნეობითად აბსოლუტურად აღჭურვილი ვერ იქნება. იმიტომ, რომ ეს ყოველივე მსმენელისგან დატევნას ინფორმაციისას გაართულებდა, თუმცა მცდელობა ჩვენი, რა თქმა უნდა, მიმართული იქნება იქითკენ, რომ ყველაზე არსებითი, ამა თუ იმ მოღვაწესთან, ამა თუ იმ მოღვაწის რომელიმე შრომასთან დაკავშირებით, გადმოვცეთ, ანუ მსმენელს შევუქმნათ სრულიად გარკვეული და მართებული შთაბეჭდილება, ორიენტირი, პირველდაწყებითი გეზი. შემდგომ ინტერესის გაღრმავების კვალობაზე თვით მსმენელსაც შეეძლება, ამა თუ იმ საკითხთან, ამა თუ იმ მოღვაწესთან, ამა თუ იმ შრომასთან დაკავშირებით გაიღრმავოს, უფრო სრულყოს თავისი ცოდნა. ზოგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით ამა თუ იმ საღვთისმეტყველო, ზოგჯერ ფილოლოგიური საკითხის დეტალურ გაშუქებას. იმიტომ, რომ არის ცალკეული შემთხვევები, რომლებიც შეჩერებას მოითხოვს და ჩვენ ამას თავს არ ავარიდებთ. მაგრამ ზოგადი სახე ჩვენი საუბრებისა, კვლავ ავღნიშნავთ, იქნება საეკლესიო ლიტერატურის მიმოხილვა ქრონოლოგიური წესით, ლიტერატურისა რომელსაც ზოგადი სახელწოდებით პატროლოგია ეწოდება. თუმცა ერთ-ერთ ადრინდელ საუბარში ჩვენ ავღნიშნავდით და განვმარტავდით, რომ პატროლოგია და საეკლესიო ისტორია შეიძლება ყოველთვის იდენტური არ იყოს, უფრო ზუსტად ყველა მეცნიერისთვის ერთნაირი იდენტურობით ეს ორი ტერმინი შინაარსობრივად არ იყოს წარმოდგენილი.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 

73

ჩვენი წინა საუბრის მსმენელს, რა თქმა უნდა, ახსოვს, რომ ჩვენ თანდათანობით შევუდექით საეკლესიო ლიტერატურის განხილვას ქრონოლოგიური წესით. წინა საუბარში წარმოვაჩენდით, კვლავ განვმარტავდით რაობას საეკლესიო ლიტერატურისას, იმისას თუ რას ნიშნავს პატრისტიკა-პატროლოგია, შეგვიძლია თუ არა დავეთანხმოთ იმას, რომ პატრისტიკა მთავრდება VII-VIII ს-ით და შემდგომ სხვა ეპოქა მოდის, თუ სხვა საკითხებს. დებულებას, დასკვნას წინა საუბრისას კვლავ გავიხსენებთ, რომ პატრისტიკა მარად დაუბოლოებელი სამოღვაწეო ასპარეზია ეკლესიის მამებისა ამ წუთისოფელში. ვიდრე მეორედ მოსვლამდე ეკლესიის მამათა მოღვაწეობა ყოველთვის სახეზე იქნება და ამ მოღვაწეობაში, რა თქმა უნდა, უფრო და უფრო კვლავაც მოიმატებს მნიშვნელობა საკუთრივ სამწერლობო კუთხით.

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 

74

ჩვენს წინა საუბარში მიმოვიხილეთ, რამდენადაც ზეპირი საუბარი ამას დაიტევდა, პატროლოგიური ლიტერატურის ყველაზე უფრო ხელშესახები, გარკვული მნიშვნელობის მქონე ძეგლები და ავტორები და დღეისათვის, ამ საუბრიდან, შვეცდებით უკვე შევუდგეთ ეკლესიის მამათა შრომების, ეკლესიის მამათა მოღვაწეობის ქრონოლოგიურ განხილვას, საეკლესიო ლიტერატურის ეტაპობრივ შესწავლა-გადმოცემას.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 19 MARCH 2017 13:50)

დაწვრილებით...

 
(ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლი)

75-86

“დიდაქე” – ზოგადი მიმოხილვა (ძეგლის რაობა; აგრეთვე იმის შესახებ, თუ რატომ იყო დაკარგული ძეგლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში)

ჩვენს წინა საუბარში, მსმენელს ემახსოვრება, შევეხეთ საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ძეგლი უნდა მივიჩნიოთ დამწყებად, პირველად საეკლესიო შრომათა შორის, ეკლესიის მამათა ლიტერატურულ მემკვიდრეობაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 19 MARCH 2017 13:48)

დაწვრილებით...

 
More Articles...