Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
349-350
განკაცების შესახებ ნესტორიანული, მონოფიზიტური და მართლმადიდებლური სწავლება (ნაწილი პირველი)

ნესტორიანიზმის შესახებ გახლავთ ჩვენი მსჯელობა. ჩვენ შესავალ ნაწილში სირთულე პრობლემისა წარმოვაჩინეთ. რამდენიმე საკითხს შევეხეთ და კვლავ გვინდა იმავე კითხვაზე პასუხი უკვე სხვა თვისებათა მხრივ, სხვა განშტობების მხრივ წინამდებარე საუბარში შეძლებისდაგვარად ასევე წარმოვაჩინოთ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 13 APRIL 2016 14:16)

დაწვრილებით...

 
351-354
მაცხოვრის კაცობრივი ბუნების განღმრთობის შესახებ (ნაწილი პირველი)

ჩვენი წინა შეხვედრის ბოლოს აღვნიშნეთ, რომ მომდევნო შეხვედრაზე ვისაუბრებდით იმ სახელწოდებათა, იმ სახელდებათა შესახებ, რითაც ეკლესიის მამები განსაზღვრავენ საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნებისადმი გამდიდრებითად მინიჭებულ ღირსებებს, თუ რას უწოდებენ ამ ღირსებებს ეკლესიის მამები კაცობრივი ბუნება რომ საღვთო ბუნებისგან იძენს განკაცებისას მაცხოვრის ერთ პიროვნებაში.

ეს პრობლემა თუ ეს საკითხი შეიძლებოდა არ განხილულიყო, რომ არა ერთი გარემოება, რომ თითქოსდა აი ეს ღირსებანი სრულიად უსახელოდ უნდა დავტოვოთ, მათ რაღაც სახელი არ უნდა განვუკუთვნოთ, რადგანაც მიიჩნევა, რომ რაღაცის წოდება მათდამი თითქოსდა ცთომილების შემცველია. კონკრეტულად თუ რისი წოდებაა ცთომილების შემცველი ამას მოგვიანებით დავაკონკრეტებთ, ამჯერად კი შევეცდებით წარმოვადგინოთ ეკლესიის მამათა სწავლებანი ხსენებულ საკითხთან დაკავშრებით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 12 APRIL 2016 20:10)

დაწვრილებით...

 
355-356
ზოგადი მიმოხილვა

ჩვენი წინა საუბრის დასასრულს აღვნიშნეთ, რომ ჩვენ უფრო დეტალურად შევეხებოდით საკითხს საღვთო ბუნებისგან კაცობრივი ბუნების გამდიდრების შესახებ, როგორც ეს წმინდა იოანე დამასკელისგან არის წარმოდგენილი მის ფუნდამენტურ ნაშრომში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 11 APRIL 2016 16:46)

დაწვრილებით...

 
357
მართლმადიდებლობა – ქართლის სულიერი არჩევანი

ჩვენ შევეხეთ საეკლესიო ისტორიისა და საეკლესიო ღვთისმეტყველების ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს V ს-ის I ნახევარს, ნაწილობრივ შუა წლებსაც, როდესაც უმძიმეს ერეტიკულ გადახრებთან პაექრობაში, შემაძრწუნებელ ცთომილებებთან პაექრობაში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა გამოცხადებითი სწავლების, ჭეშმარიტი მოძღვრების შეურიგებლობა ყოველგვარი დოგმატური დარღვევისადმი, როგორც ადამიანისთვის ყველაზე უფრო მთავარის - გამომხსნელობითი, მაცხოვნებლობითი მოძღვრების გაუფასურების მცდელობისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:27)

დაწვრილებით...

 
358
კირიონ ქართლის კათოლიკოსი

ჩვენს წინა შეხვედრაზე შევეხეთ საკუთრივ ქართლის სულიერ ისტორიას იმ მონაკვეთში მისი არსებობისა, როდესაც ყველაზე უფრო პრინციპული არჩევანის გაკეთების აუცილებლობა იყო ქართველი ერის წინაშე და ჭეშმარიტად ურთულესი გამორჩევების ჟამს ქართველმა ერმა მართლაც, წმინდა წერილის სიტყვისებრ, უმჯობესი გამოირჩია. ისევე როგორც მარიამმა, ლაზარს დამ უმჯობესი, კეთილი ნაწილი გამოირჩია უფლისა, მის ფერხთით შევრდომილმა შეიმეცნა რა ჭეშმარიტება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 08 APRIL 2016 15:18)

დაწვრილებით...

 
More Articles...