Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button
ძველ ქართულად

ხოლო ნეტარი პეტრე ჰრომეს შინა იხარებდა ძმათა თანა და ჰმადლობდა ღმერთსა დღე ღა ღამე ერისა მისთჳს მორწმუნისა, რომელნი მოსრულ იყვნეს სახელითა ქრისტჱსითა. მოვიდოდა ხარჭებიცა მეფისა აგრიპაჲსი პეტრჱსა, რამეთუ სახელები მათი ესე არს: აგრიპინა და იკარია და ევფემია და დორის.

ამათ ვითარცა ესმა სიწმიდისა იგი სიტყუაჲ და ყოველნი სიტყუანი ქრისტჱსნი, მოიქცეს ყოველნი ღმრთის მსახურებად და შეითქუნეს ურთიერთას, რაჲთა შეუგინებელად დაადგრენ საწოლისაგან აგრიპაჲსისა, რამეთუ იიძულებოდეს იგინი ფრიად მისგან. ხოლო იგინი არა ერჩდეს მას. და იურვოდა მათთჳს აგრიპა და წუხდა ფრიად, უფროჲსღა, რამეთუ უყუარდეს იგინი ფრიად; მზირნი განაჩინნა და მოავლინნა, რაჲთა უწყოდის, ვიდრე იგინი მივიდიან. და უთხრეს, ვითარმედ: პეტრჱსა მივიდიან. მოუწოდა მათ აგრიპა და ჰრქუა: ქრისტიანემან მან გასწავაა თქუენ არა ზიარებად ჩემდა? ესე უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა წარგწყმიდნე და იგი ცეცხლითა დავწუა. ხოლო იგინი იტყოდეს ყოველთა სატანჯველთა აგრიპაჲსთა თავსდებად, გარნა ნუ-ხოლო-მცა შეიგინებიან მისგან. და განძლიერდეს ძალითა ქრისტჱსითა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 18:17)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

ოკტონბერსა: კთ:

გუაკურთხენ, მამაო!

1. ფრიად უკუე შუენიერისა და მრავალ-საწადელისა და საღმრთოჲსა ქებისა და ბრწყინვალედ შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და აღმასრულებელნი საღმრთოთა მცნებათა მისთანი. რამეთუ თავადი მეუფე და ღმერთი ჩუენი ჰნატრის მათ ბრძანებათა შინა სახარებისათა, იტყოდეს რაჲ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" და შემდგომითი-შემდგომად სხუანი იგი ყოველნი ნეტარებანი. ხოლო დასასრულსა ვითარცა ნიჭსა რას-მე და გჳრგჳნსა ბრწყინვალესა წინა უყოფს და სასყიდლად შრომათა მიჰმადლებს და ეტყჳს: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ [არს] ცათა შინა". და სხუასა ადგილსა იტყჳს: "ამას ზედა ნუ გიხარის, რამეთუ სულნი ბოროტნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა". და კუალად მამაჲ ღმრთისაჲ დავით იტყჳს: "ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენა[ჲ] ჩემი", და "ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს". ხოლო ესე სიხარული მოიწევის საღმრთოჲსა მისგან ნეტარებისა, რომელსა იგი-ვე წინაწარმეტყუელი დასაბამსა ფსალმუნთასა დასწერს ნეტარებასა კაცისასა "რომელი არა ვალს გზასა უღმრთოთასა" და კუალად: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა მავალნი შჯულსა უფლისასა".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 FEBRUARY 2012 13:22)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

თთუესა ივლისსა: კთ

 

1. წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ, და წარმართ იყო იგი, და სახელი ერქუა მას გჳრობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოც და ათ წლის.

და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ჴელსა მეჴამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტჱსსა და წმიდისა ჯუარისა ძალისა ჩინებასა. შეიყუარა მან რჩული ქრისტეანობისაჲ და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეჴამლეობაჲ, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანჱ და თჳთ ქრესტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლის-ცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაჲ ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტჱსსა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 02 FEBRUARY 2012 22:40)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

თთუესა ოკდონბერსა: იზ

და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი:

I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით.

და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:55)

დაწვრილებით...

 

შრომა და მოღვაწეობა ჩვენი წმინდა და ნეტარი მამის გრიგოლ არქიმანდრიტის, ხანცთისა და შატბერდის ამშენებლის, ღირსებით ცხოვრებისა და მასთან ერთად ხსენება მრავალი ნეტარი მამისა

გვაკურთხე,  უფალო

1. მოცემულია ღირსეული სიბრძნე კარგის მიზეზის - ქრისტეს, ყოველთა ღვთის, მიერ ჭეშმარიტ ბრძენთა ბუნებაში. ამიტომ, ითხოვდე სრულ ბრძენთაგან მოშიშებით სიბრძნისმეტყველებას და სულელთაგან ... დუმილით ბრძენთა სმენას. ამჟამად სულელები სიბრძნისმეტყველებენ... რადგან ვერ შეიცნეს, რომ ბრძნულად მეტყველება ვერცხლია წმინდა, ხოლო დუმილი - რჩეული ოქრო, როგორც თქვა სოლომონმა, რომ როდესაც დუმილი ამეტებს ბრძენთ, მაშინ "მათი სიბრძნე გამოსასვლელებზე იქება", რადგან მათი ენა ფუჭი მეტყველებისთვის უტყვია და ცუდის სათქმელად უმოქმედო. საქმედ აქვთ მათ ძიება საზღაურისა, ყოვლითურთ სიწმინდეს ბრძნობენ სამართლიანობის ღირსებასთან ერთად და ღვთის სიყვარულით ცოდნისმიერად გალობენ, შესწირავენ რა მუდამჟამს ლოცვას, როგორც ამბობს მოციქული: "უწყვეტად ილოცეთო".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:03)

დაწვრილებით...

 
More Articles...