Georgian (Georgia)English (United Kingdom)
ძველ ქართულად

თთუესა ივლისსა: კთ

 

1. წელსა მეათესა ხუასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაჲ, ძჱ მოგჳსაჲ, და წარმართ იყო იგი, და სახელი ერქუა მას გჳრობანდაკ, და დღითა ყრმა იყო იგი ვითარ ოც და ათ წლის.

და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ჴელსა მეჴამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტჱსსა და წმიდისა ჯუარისა ძალისა ჩინებასა. შეიყუარა მან რჩული ქრისტეანობისაჲ და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეჴამლეობაჲ, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანჱ და თჳთ ქრესტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლის-ცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაჲ ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტჱსსა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 02 FEBRUARY 2012 22:40)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

თთუესა ოკდონბერსა: იზ

და აწ დამტკიცებულად გითხრა თქუენ აღსასრული წმიდისა და სანატრელისა შუშანიკისი:

I. იყო, მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა, კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში, ძჱ არშუშაჲსი, რამეთუ პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაჲ. და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისი, სომეხთა სპაჲსპეტისაჲ, რომლისათჳს-ესე მივწერე თქუენდა, მამისაგან სახელით - ვარდან, - და სიყუარულით სახელი მისი - შუშანიკ, მოშიში ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი ვთქუთ, სიყრმითგან თჳსით.

და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა მისისაჲსა მარადის გულს-ეტყჳნ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის-ყოფად მისთჳს. რაჲთამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტესსა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 26 JANUARY 2012 23:55)

დაწვრილებით...

 

შრომა და მოღვაწეობა ჩვენი წმინდა და ნეტარი მამის გრიგოლ არქიმანდრიტის, ხანცთისა და შატბერდის ამშენებლის, ღირსებით ცხოვრებისა და მასთან ერთად ხსენება მრავალი ნეტარი მამისა

გვაკურთხე,  უფალო

1. მოცემულია ღირსეული სიბრძნე კარგის მიზეზის - ქრისტეს, ყოველთა ღვთის, მიერ ჭეშმარიტ ბრძენთა ბუნებაში. ამიტომ, ითხოვდე სრულ ბრძენთაგან მოშიშებით სიბრძნისმეტყველებას და სულელთაგან ... დუმილით ბრძენთა სმენას. ამჟამად სულელები სიბრძნისმეტყველებენ... რადგან ვერ შეიცნეს, რომ ბრძნულად მეტყველება ვერცხლია წმინდა, ხოლო დუმილი - რჩეული ოქრო, როგორც თქვა სოლომონმა, რომ როდესაც დუმილი ამეტებს ბრძენთ, მაშინ "მათი სიბრძნე გამოსასვლელებზე იქება", რადგან მათი ენა ფუჭი მეტყველებისთვის უტყვია და ცუდის სათქმელად უმოქმედო. საქმედ აქვთ მათ ძიება საზღაურისა, ყოვლითურთ სიწმინდეს ბრძნობენ სამართლიანობის ღირსებასთან ერთად და ღვთის სიყვარულით ცოდნისმიერად გალობენ, შესწირავენ რა მუდამჟამს ლოცვას, როგორც ამბობს მოციქული: "უწყვეტად ილოცეთო".

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:03)

დაწვრილებით...

 
[სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე იოანე საბანისძის მიმართ]*

მე, სამოელ ქრისტესმიერ ქართლის კათალიკოსი, უფალ იოანე საბანისძეს, წმინდა კათოლიკე ეკლესიის სულიერ შვილს და ჩვენთვის საყვარელს, ლოცვით უფლის მიერ მოგიკითხავ. მშვიდობა იყოს შენზე და შენი სახლის მთელ კრებულზე ქრისტეს მიერ. ჩვენ თავად ვიცით შენი წადიერება ღვთისმსახურებისთვის, შენი ღვთივმიმადლებული ცოდნა საღვთო წიგნებისა და შენიგულმოდგინება კარგი საქმეების სამოღვაწეოდ. შენ თვით იცი ამ სანატრელი ახალი მოწამის აბოს შესახებ, რომელიც ამ დღეებში ეწამა ჩვენს და მთელი ჩვენი ქვეყნის, ქართლის, მეოხად ქრისტეს მიმართ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:32)

დაწვრილებით...

 

კეთილსა ზედა სიტყუასა დადგრომილ ხართ ეგჳპტისა მიმართ მონაზონთა, ანუ მისწორებად, გინათუ წარმატებადცა ამას, პირველ გამოირჩიეთ თქუენითა მაგით სათნოებისა მონაზონებითა, რამეთუ თქუენნი კერძოცა ამიერითგან მონასტრები და მონაზონთა სახლები ითქუმების. ესე გულსმოდგინებაჲ სამართლადმცა სამე აქუნდა, ლოცვათა ჩუენთაებრ ღმერთმან სრულ ქმენინ.

რამეთუ ითხოეთ ჩემგანცა ცხორებისათჳს ნეტარისა ანტონისა და სწავლის გინებს, ვითარ-იგი იწყო მონაზონებად და რაჲ-იგი იყო უწინარჱს მისა და რაბამი აქუნდა აღსასრული ცხორებისაჲ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:32)

დაწვრილებით...

 

1. ჩვეულებრივ როტორები და სოფისტები, წერას რომ იწყებენ, ჭეშმარიტების ჩაწვდომას კი არ ფიქრობენ, იმას ცდილობენ, რაც შეიძლება დახვეწილად ჩამოაყალიბონ წინადადება, მოხდენილად თქვან სათქმელი და ამრიგად, თავიანთი თხრობა მაღალფარდოვანი და საამო გახადონ მსმენელის ყურთათვის. ისინი ლამაზი სიტყვებით გვნუსხავენ და ნატიფი შედარებებით გვხიბლავენ, ის კი სულ არ ანაღვლებთ მართალი სიტყვა როგორ უნდა თქვან, რამეთუ დიდებას ეძიებენ და კაცთმოთნეობის მონანი არიან. ჭეშმარიტების მოყვარულნი კი იმაზე ზრუნავენ, რომ სიმართლე ილაპარაკონ და ჭეშმარიტება გამოიკვლიონ, თუნდაც მათ სიტყვას სინატიფე აკლდეს და არც მჭევრმეტყველობით გამოირჩეოდეს, რამეთუ ყოველივე ამას ჭეშმარიტების სინატიფე ურჩევნიათ და არ სურთ ლამაზი ფრაზებით დაფარონ სიცარიელე – ესაა ნამდვილი სიბრძნის ნიშანი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:34)

დაწვრილებით...

 

იმ დროს, როდესაც ურჯულოები კერპთაყვანისცემის დასაცავად იბრძოდნენ, ხოლო ღვთისმოშიშ ქრისტიანთა წინააღმდეგ ყოველ ქალაქსა და სოფელს დაეგზავნა უღვთო ბრძანება, რომ იძულებით ეთაყვანებინათ ისინი ფუჭი კერპებისათვის, სწორედ მაშინ შეიპყრეს ეს წმიდა კაცები და მიჰგვარეს რომის მთავარს, სახელად რუსტიკოსს. როდესაც სამსჯავროს წარადგინეს ისინი, რუსტიკოს მთავარმა იუსტინეს უთხრა: “უპირველესად, ერწმუნე ღმერთებს და დაემორჩილე მეფეებს”. იუსტინემ მიუგო: “კარგია და უყვედრებელია რწმენა იმისა, რაც გვამცნო მაცხოვარმა ჩვენმა იესუ ქრისტემ”. რუსტიკოს მთავარმა ჰკითხა: “რა სწავლება გაქვს მიღებული? მიუგო იუსტინემ: “ყველა მოძღვრების სწავლა ვცადე, მაგრამ თანავეწამები ქრისტიანთა ჭეშმარიტ სიტყვებს, რაც არ ესათნოება გონებაცთომილთ”. რუსტიკოს მთავარმა თქვა: “შენ კი ნუთუ სათნო-გიჩნს ეს სიტყვები, ყოვლად უბადრუკო?” იუსტინემ უთხრა: ”ჭეშმარიტად! რამეთუ ქრისტიანთა თანამდევი ვარ მართლმოძღვრების გზით (“მოტა ორთუ დოგმატოს”)”.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:33)

დაწვრილებით...