I. სმირნას დამკვიდრებული ღვთის ეკლესია ფილომილიაში 1 მობინადრე ღვთის ეკლესიას და ყველას, ყოველ წმინდა ადგილზე მყოფ და საყოველთაო ეკლესიას, - გაუმრავლდეს წყალობა, მშვიდობა და სიყვარული ღვთისა და მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მოგწერეთ თქვენ, ძმანო, მარტვილთა და ნეტარი პოლიკარპეს შესახებ, ვინც თავისი მოწამებრივი დამბეჭდველობით დევნა განასრულა 2. თითქმის ყოველივე წინსწრებით იმიტომ მოხდა, რომ უფალმა ზეგარდამო განგვიცხადოს სახარებისებრი მოწამეობა. იგი ელოდებოდა, რომ გაცემულიყო, როგორც უფალი, რათა მიგვებაძა და ჩვენ მისებრი გავმხდარიყავით, არა მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, არამედ - მოყვასისთვისაც 3, რადგან ჭეშმარიტი და შეურყეველი სიყვარული განა ოდენ საკუთარი ცხონების სურვილია, არამედ - ყველა ძმისა.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 11 NOVEMBER 2016 11:26)
დაწვრილებით...
ძველი ქართული თარგმანი
ესე თავები: წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი ცხორებაჲ
პირველი თავი. 2. დაბისათჳს მისისა და მამულთა. 3. სადა იყოფოდა. 4. ვაშლისათჳს. 5. ვითარ იგი შევიდა ღუემლად, 6. შესლვაჲ იერუსალჱმდ და პასარიონ-წმიდას ყოფაჲ. 7. მისლვისათჳს ევთჳმისა და ვითარ იგი წარავლინა თეოქტისტჱსა. 8. ღუაწლისათჳს რომელი შრომაჲ იხილა მონასტერსა შინა. 9. წარსლვისათჳს ალექსანდრიად. 10. შემდგომად აღსრულებისა თეოქტისტჱსა დაყუდებისათჳს ქუაბსა შინა. 11. უდაბნოსა ზედა წყურილისათჳს და ევთჳმის აღსრულებისა. 12. მონასტრით განსლვისათჳს დიდად უდაბნოდ და განსაცდელთათჳს. 13. შემთხუევისათჳს სარკინოზთაჲსა. 14. ანთოს მონაზონისათჳს. 15. რომლითა სახითა მოვიდა ლავრად. ოდეს ზინონ მეფემან სძლო ბასილის და მარტჳრი მთავარეპისკოპოს იქმნა. 16. შჱნებისათჳს ლავრისა. 17. წყლისა პოვნისათჳს. 18. სუეტისა ცეცხლისა ხილვისათჳს და ღმრთით-შჱნებულისა ეკლესიისა. 19. აღსრულებისათჳს მარტჳრისა და წინა აღ-ვინმე-უდგეს და იქმნა ხუცეს. 20. პავლჱსთჳს და სომეხთა. 21. შეყენებულისათჳს. 22. ოდეს შევიდა ზღუად. 23. ოდეს განვიდა აგაპის თანა.
ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 18 DECEMBER 2013 12:21)
დაწვრილებით...
თქუმული წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისა, ძმისა წმიდისა და დიდისა ბასილისი1
უფალო, წარმიმართე.
კეთილი წესიერებაჲ დადვა ღმერთმან ჩუენთა ამათ დღესასწაულთა ზედა, რომელნი-ესე შემდგომითი-შემდგომად აღვასრულენით დღეთა ამათ და აღვასრულებთ. ხოლო წესიერებაჲ ესე არს, ვითარცა დიდმან პავლე ბრძანა, რომელმან ძალითა სულისაჲთა პირველითგან უწყოდა, რამეთუ იტყჳს იგი პირველად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა დაწესებასა, და მერმე მწყემსთა და მოძღუართასა (I კორ. 12.28). და ეგრეთვე არს აწ წესი ესე სულიერთა ამათ კრებათაჲ. რამეთუ პირველსა მას არა აღვჰრაცხავ მე სხუათა თანა, რამეთუ ვინაჲთგან მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს შობისაჲ წმიდისაგან ქალწულისა არა ოდენ კრებაჲ არს წმიდაჲ, არამედ წმიდაჲ არს წმიდათაჲ და კრებაჲ კრებათაჲ. არამედ შემდგომნი იგი მისნი ვთქუნეთ, რომელ-იგი პირველ მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი იქმნნეს აღმასრულებელ კრებისა ჩუენისა. რამეთუ ორივე ესე მადლი მათ თანა იყო - მოციქულობისაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებისაჲ. ხოლო ესე არიან: სტეფანე, პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე. ხოლო შემდგომად მათსა, კუალად წესისა და ჯერისაებრ არს წინამძღუარ კრებისა ამის ჩუენისა მწყემსი ესე და მოძღუარი.
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 14:25)
დაწვრილებით...
ძველ ქართულად
მოელოდეს ჰრომესა შინა პავლეს. ლუკა გალატიაჲთ მოსრულ იყო, ტიტე - დალმატიაჲთ, რომელნი იხილნა პავლე და განიხარა. და გარეშე ჰრომსა საუნჯჱ ვისიმე სასყიდლით დაეპყრა, რომელსა შინა ძმათა თანა იყოფოდა იგი და ასწავებდა ყოველთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, შეიწყნარებდა ყოველთა მათ, რომელნი მივიდოდეს მისა, და განთქუმულ იყო იგი ყოველთა მიმართ ჰრომს შინა. და მრავალნი სულნი შეეძინებოდეს უფალსა ჩუენსა. და მრავალთა ჰრწმენა ტაძრისაგანთაცა კეისრისათა. და იყო სიხარული დიდი ყოველთა მიმართ. იყო ვინმე პირის მწდჱ კეისრისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პატროკლოს, მწუხრად მივიდა სავანესა მას პავლჱსსა და ერისა მისგან ვერ შეუძლო შესლვად შინა პავლჱსა, არამედ დაჯდა იგი სარკუმელსა ზედა მაღალსა და ისმენდა იგი, ასწავებდა რაჲ პავლე ერსა მას სიტყუასა მას ღმრთისასა.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 22:31)
დაწვრილებით...
ძველ ქართულად
ხოლო ნეტარი პეტრე ჰრომეს შინა იხარებდა ძმათა თანა და ჰმადლობდა ღმერთსა დღე ღა ღამე ერისა მისთჳს მორწმუნისა, რომელნი მოსრულ იყვნეს სახელითა ქრისტჱსითა. მოვიდოდა ხარჭებიცა მეფისა აგრიპაჲსი პეტრჱსა, რამეთუ სახელები მათი ესე არს: აგრიპინა და იკარია და ევფემია და დორის. ამათ ვითარცა ესმა სიწმიდისა იგი სიტყუაჲ და ყოველნი სიტყუანი ქრისტჱსნი, მოიქცეს ყოველნი ღმრთის მსახურებად და შეითქუნეს ურთიერთას, რაჲთა შეუგინებელად დაადგრენ საწოლისაგან აგრიპაჲსისა, რამეთუ იიძულებოდეს იგინი ფრიად მისგან. ხოლო იგინი არა ერჩდეს მას. და იურვოდა მათთჳს აგრიპა და წუხდა ფრიად, უფროჲსღა, რამეთუ უყუარდეს იგინი ფრიად; მზირნი განაჩინნა და მოავლინნა, რაჲთა უწყოდის, ვიდრე იგინი მივიდიან. და უთხრეს, ვითარმედ: პეტრჱსა მივიდიან. მოუწოდა მათ აგრიპა და ჰრქუა: ქრისტიანემან მან გასწავაა თქუენ არა ზიარებად ჩემდა? ესე უწყოდეთ, რამეთუ თქუენცა წარგწყმიდნე და იგი ცეცხლითა დავწუა. ხოლო იგინი იტყოდეს ყოველთა სატანჯველთა აგრიპაჲსთა თავსდებად, გარნა ნუ-ხოლო-მცა შეიგინებიან მისგან. და განძლიერდეს ძალითა ქრისტჱსითა.
ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 18:17)
დაწვრილებით...
ძველ ქართულად
ოკტონბერსა: კთ:
გუაკურთხენ, მამაო!
1. ფრიად უკუე შუენიერისა და მრავალ-საწადელისა და საღმრთოჲსა ქებისა და ბრწყინვალედ შესხმისა ღირს არიან მოყუარენი ღმრთისანი და აღმასრულებელნი საღმრთოთა მცნებათა მისთანი. რამეთუ თავადი მეუფე და ღმერთი ჩუენი ჰნატრის მათ ბრძანებათა შინა სახარებისათა, იტყოდეს რაჲ: "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა" და შემდგომითი-შემდგომად სხუანი იგი ყოველნი ნეტარებანი. ხოლო დასასრულსა ვითარცა ნიჭსა რას-მე და გჳრგჳნსა ბრწყინვალესა წინა უყოფს და სასყიდლად შრომათა მიჰმადლებს და ეტყჳს: "გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი დიდ [არს] ცათა შინა". და სხუასა ადგილსა იტყჳს: "ამას ზედა ნუ გიხარის, რამეთუ სულნი ბოროტნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი აღწერილ არს ცათა შინა". და კუალად მამაჲ ღმრთისაჲ დავით იტყჳს: "ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენა[ჲ] ჩემი", და "ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს". ხოლო ესე სიხარული მოიწევის საღმრთოჲსა მისგან ნეტარებისა, რომელსა იგი-ვე წინაწარმეტყუელი დასაბამსა ფსალმუნთასა დასწერს ნეტარებასა კაცისასა "რომელი არა ვალს გზასა უღმრთოთასა" და კუალად: "ნეტარ არიან უბიწონი გზასა მავალნი შჯულსა უფლისასა".
ბოლოს განახლდა (FRIDAY, 03 FEBRUARY 2012 13:22)
დაწვრილებით...
|
|