Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

გამომცემლობა "ახალი ივერონის" მიერ გამოცემული სერიის "საეკლესიო ბიბლიოთეკის" I ტომი


გამოსაცემად მოამზადა, ახალქართულად თარგმნა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ

რეცენზენტ-კონსულტანტი: ღვთისმეტყველების დოქტორი, პროფესორი მაქსიმე ჭანტურია

რედაქტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანა ჭუმბურიძე

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 30 მაისი 2020 19:59)

დაწვრილებით...

 

I. სმირნას დამკვიდრებული ღვთის ეკლესია ფილომილიაში1 მობინადრე ღვთის ეკლესიას და ყველას, ყოველ წმინდა ადგილზე მყოფ და საყოველთაო ეკლესიას, - გაუმრავლდეს წყალობა, მშვიდობა და სიყვარული ღვთისა და მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

მოგწერეთ თქვენ, ძმანო, მარტვილთა და ნეტარი პოლიკარპეს შესახებ, ვინც თავისი მოწამებრივი დამბეჭდველობით დევნა განასრულა2. თითქმის ყოველივე წინსწრებით იმიტომ მოხდა, რომ უფალმა ზეგარდამო განგვიცხადოს სახარებისებრი მოწამეობა. იგი ელოდებოდა, რომ გაცემულიყო, როგორც უფალი, რათა მიგვებაძა და ჩვენ მისებრი გავმხდარიყავით, არა მხოლოდ საკუთარ თავზე მზრუნველნი, არამედ - მოყვასისთვისაც3, რადგან ჭეშმარიტი და შეურყეველი სიყვარული განა ოდენ საკუთარი ცხონების სურვილია, არამედ - ყველა ძმისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 11 NOVEMBER 2016 11:26)

დაწვრილებით...

 
ძველი ქართული თარგმანი
ესე თავები: წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა საბაჲსი ცხორებაჲ

პირველი თავი. 2. დაბისათჳს მისისა და მამულთა. 3. სადა იყოფოდა. 4. ვაშლისათჳს. 5. ვითარ იგი შევიდა ღუემლად, 6. შესლვაჲ იერუსალჱმდ და პასარიონ-წმიდას ყოფაჲ. 7. მისლვისათჳს ევთჳმისა და ვითარ იგი წარავლინა თეოქტისტჱსა. 8. ღუაწლისათჳს რომელი შრომაჲ იხილა მონასტერსა შინა. 9. წარსლვისათჳს ალექსანდრიად. 10. შემდგომად აღსრულებისა თეოქტისტჱსა დაყუდებისათჳს ქუაბსა შინა. 11. უდაბნოსა ზედა წყურილისათჳს და ევთჳმის აღსრულებისა. 12. მონასტრით განსლვისათჳს დიდად უდაბნოდ და განსაცდელთათჳს. 13. შემთხუევისათჳს სარკინოზთაჲსა. 14. ანთოს მონაზონისათჳს. 15. რომლითა სახითა მოვიდა ლავრად. ოდეს ზინონ მეფემან სძლო ბასილის და მარტჳრი მთავარეპისკოპოს იქმნა. 16. შჱნებისათჳს ლავრისა. 17. წყლისა პოვნისათჳს. 18. სუეტისა ცეცხლისა ხილვისათჳს და ღმრთით-შჱნებულისა ეკლესიისა. 19. აღსრულებისათჳს მარტჳრისა და წინა აღ-ვინმე-უდგეს და იქმნა ხუცეს. 20. პავლჱსთჳს და სომეხთა. 21. შეყენებულისათჳს. 22. ოდეს შევიდა ზღუად. 23. ოდეს განვიდა აგაპის თანა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 18 DECEMBER 2013 12:21)

დაწვრილებით...

 
თქუმული წმიდისა გრიგოლი ნოსელ ეპისკოპოსისა, ძმისა წმიდისა და დიდისა ბასილისი1

უფალო, წარმიმართე.

კეთილი წესიერებაჲ დადვა ღმერთმან ჩუენთა ამათ დღესასწაულთა ზედა, რომელნი-ესე შემდგომითი-შემდგომად აღვასრულენით დღეთა ამათ და აღვასრულებთ. ხოლო წესიერებაჲ ესე არს, ვითარცა დიდმან პავლე ბრძანა, რომელმან ძალითა სულისაჲთა პირველითგან უწყოდა, რამეთუ იტყჳს იგი პირველად მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა დაწესებასა, და მერმე მწყემსთა და მოძღუართასა (I კორ. 12.28). და ეგრეთვე არს აწ წესი ესე სულიერთა ამათ კრებათაჲ. რამეთუ პირველსა მას არა აღვჰრაცხავ მე სხუათა თანა, რამეთუ ვინაჲთგან მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს შობისაჲ წმიდისაგან ქალწულისა არა ოდენ კრებაჲ არს წმიდაჲ, არამედ წმიდაჲ არს წმიდათაჲ და კრებაჲ კრებათაჲ. არამედ შემდგომნი იგი მისნი ვთქუნეთ, რომელ-იგი პირველ მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთანი იქმნნეს აღმასრულებელ კრებისა ჩუენისა. რამეთუ ორივე ესე მადლი მათ თანა იყო - მოციქულობისაჲცა და წინაჲსწარმეტყუელებისაჲ. ხოლო ესე არიან: სტეფანე, პეტრე, იაკობ, იოანე და პავლე. ხოლო შემდგომად მათსა, კუალად წესისა და ჯერისაებრ არს წინამძღუარ კრებისა ამის ჩუენისა მწყემსი ესე და მოძღუარი.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 01 FEBRUARY 2013 14:25)

დაწვრილებით...

 
ძველ ქართულად

მოელოდეს ჰრომესა შინა პავლეს. ლუკა გალატიაჲთ მოსრულ იყო, ტიტე - დალმატიაჲთ, რომელნი იხილნა პავლე და განიხარა. და გარეშე ჰრომსა საუნჯჱ ვისიმე სასყიდლით დაეპყრა, რომელსა შინა ძმათა თანა იყოფოდა იგი და ასწავებდა ყოველთა სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა, შეიწყნარებდა ყოველთა მათ,  რომელნი მივიდოდეს მისა, და განთქუმულ იყო იგი ყოველთა მიმართ ჰრომს შინა. და მრავალნი სულნი შეეძინებოდეს უფალსა ჩუენსა. და მრავალთა ჰრწმენა ტაძრისაგანთაცა კეისრისათა. და იყო სიხარული დიდი ყოველთა მიმართ.

იყო ვინმე პირის მწდჱ კეისრისაჲ, რომელსა სახელი ერქუა პატროკლოს, მწუხრად მივიდა სავანესა მას პავლჱსსა და ერისა მისგან ვერ შეუძლო შესლვად შინა პავლჱსა, არამედ დაჯდა იგი სარკუმელსა ზედა მაღალსა და ისმენდა იგი, ასწავებდა რაჲ პავლე ერსა მას სიტყუასა მას ღმრთისასა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 05 FEBRUARY 2012 22:31)

დაწვრილებით...

 
More Articles...