Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

ეკლესიის მამათა სწავლება მაცხოვრის კაცობრივი ბუნების, მისი კაცობრივი სხეულის შესახებ აღდგომამდე და აღდგომის შემდეგ1

 

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დიოფიზიტური სწავლებით მაცხოვრის სხეული, თანახმად პავლე მოციქულის სიტყვებისა, ემსგავსებოდა ჩვენს “ცოდვის ხორცს” მხოლოდ იმ აზრით, რომ იგი თავისუფალი იყო ყოველგვარი ცოდვისაგან და არანაირად იმ აზრით, რომ თითქოს ღვთის სხეული არ შეიცავდა რომელიმე ბუნებით ანუ მემკვიდრეობით თვისებას ჩვენი სეულისას. მაცხოვრის კაცობრივი სხეული ყოვლად თავისუფალი იყო მხოლოდ მემკვიდრეობითი ცოდვილობისაგან, მემკვიდრეობითი ცოდვისმიერი გაუკუღმართებისაგან, ცოდვისმიერი წახდენისაგან, მაგრამ იგი ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა მემკვიდრეობით, ყველა ბუნებით თვისებას ჩვენი სხეულისას, როგორებიცაა: ხრწნადობა, მოკვდავობა, ტკივილგანმცდელობა (ძვ. ქართ. “ვნებადობა”, ბერძნ. τὸ παθητόν ). მხოლოდ ჯვარცმის შემდეგ აღდგომისას შეიძინა იმავე სხეულმა უხრწნელება, უკვდავობა, ტკივილგანუცდელობა (“უვნებელობა”, ბერძნ. ἀπαθεία ).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 09 DECEMBER 2012 13:14)

დაწვრილებით...

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო მსჯელობა გვქონდა ჩვენს ადრინდელ წერილში: “არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა” (იხ. გაზ. “თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია”, №5, მაისი 1999, გვ. 5-6). აღვნიშნავდით, რომ თუმცა მაცხოვრის კაცობრივი ბუნება, როგორც ყოვლითურთ ჩვენეული, ცოდვის გარეშე ფლობდა ყველა ჩვენს არსობრივ თვისებას და, შესაბამისად, ამავე (მაცხოვრისეულ) კაცობრივ ბუნებას როგორც პირობითად ცალკე აღებულს (ე.ი. პირობითად ჩვენს გონებაში საღვთო ბუნებისგან განცალკევებით წარმოდგენილს), რა თქმა უნდა, თავისთავად სამომავლო საქმეთა უმეცრების თვისებაც ჰქონდა, მაგრამ რადგან ეს პირობითობა მხოლოდ ფიქრისმიერია ანუ მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მხოლოდ ჩვენს გონებაში თუ შეგვიძლია წარმოვსახოთ საღვთო ბუნებისგან განცალკევებულად, სინადმვილეში კი ამგვარი განცალკევება, ცხადია, არანაირად არ დაიშვება, ამდენად, როდესაც სინამდვილეზე ანუ საკუთრივ მაცხოვარზე (პიროვნებაზე) ვსაუბრობთ, ყოველთვის ვგულისხმობთ მის საღვთო და ადამიანურ ბუნებათა სრულ შეურევნელ განუყოფლობას. ეს ნიშნავს:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 07 DECEMBER 2012 18:15)

დაწვრილებით...

 

საკითხი მაცხოვართან თანაჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის შესახებ (რომელსაც, მონანულს, მაცხოვარმა აღუთქვა, რომ “დღეს ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში”) უაღრესად მნიშვნელოვანია.

აურაცხელი გაუკუღმართება და ფსევდოგანმარტებანი ლუკას სახარების ამ მონაკვეთთან დაკავშირებით (იხ. ლუკა 23. 39-44) სათავეს იღებს თვითნებური განსჯებიდან, ეკლესიის მამათა სწავლებების იგნორირებიდან.

შესაბამისად, აუცილებელი ჩანს იმ განმარტებათა კრებსითად წარმოდგენა, რაც ეკლესიის მამებს ეკუთვნით. აღნიშნული განმარტებანი უმტკიცეს საფუძველს გვიქმნის უაღრესად მყარი დასკვნების გამოსატანად.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 07 DECEMBER 2012 11:43)

დაწვრილებით...

 

დიდ ყურადღებას იქცევს საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ განმარტავს ეკლესია მდიდრისა და ლაზარეს შესახებ თხრობას, კერძოდ კი - ლაზარეს საიქიო სამყოფელს, ანუ რა გაგება აქვს ეკლესიურ ტრადიციაში “აბრაამის წიაღს”, სადაც ლაზარე იმკვიდრებს ადგილს.

უპირველესად აღვნიშნავთ, რომ თხრობა მდიდრისა და ლაზარეს შესახებ არის “იგავი” (ἡ παραβολή).

წმ. ფოტი პატრიარქი იმოწმებს ევლოგი ალექსანდრიელს, რომელიც ამბობს: “იგავი” (ἡ παραβολή) ამხელს უგულქვავეს მდიდარს, რომლის კარიბჭესთანაც ლაზარე ეგდო" (ბიბლიოთეკა, კოდ. 280; Patrologiae Cursus Completus, ed. J. Migne, Patrologiae Graecae Tomus 104, col. 349; პატრისტიკული ტექსტების აღნიშნული პუბლიკაცია ქვემოთ ყველგან მითითებულია შემოკლებით PG).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 07 DECEMBER 2012 11:22)

დაწვრილებით...

 

[3]ტერმინი "გზა სამეუფო" მომდინარეობს ძველი აღთქმიდან (რიცხვთა 20,17: "გზაი სამეუფოჲ განვლოთ"). გამოთქმა "გზა სამეუფო" უძველესი დროიდანვე დამკვიდრდა ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების აღმნიშვნელად, რაც პირდაპირაა უწყებული ერთ-ერთი წმინდანის მიერ: "მამებმა დაგვიტოვეს ჩვენ გზა სამეუფო" (იხ. წმ. მამათა გამონათქვამები, ამბა პიმენი, “პატროლოგია გრეკა" = “პგ”. .65, 329). ამ გზას დასაბამიდანვე შეერთვოდა საქართველოს ეკლესია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 15:06)

დაწვრილებით...

 
More Articles...