Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

"ქართლის ცხოვრებაში" შემავალი ძეგლებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ცნობილი ნაშრომი "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", რომლის მიმართ, სარწმუნოებრივ-საღვთისმეტყველო გაგებით, ბოლო ხანებში სერიოზული გაუგებრობა აღმოცენდა. საქმე ეხება საკითხს წმ. თამარ მეფის ე.წ. მეოთხე ჰიპოსტასობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულება აღნიშნულ საკითხზე წლების წინ ჩამოვაყალიბეთ და არაერთ საჯარო თუ რადიო ლექციაში არსებითი ნაწილი მსმენელამდე მივიტანეთ კიდეც, მაინც, ზოგადადაც და კონკრეტულად ხსენებული ძეგლის ხელახალი გამოცემის პერსპექტივაში, კვლავაც სრულიად აშკარაა წამოჭრილი პრობლემის საგანგებო განხილვის აუცილებლობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:11)

დაწვრილებით...

 
(ნაწყვეტი "წმ. ბასილი ახლის ცხოვრების" უძველესი, ათონური ხელნაწერიდან)

[როგორც ცნობილია, "წმ. ბასილი ახლის ცხოვრება" შეიცავს საზვერეთა აღწერილობას და ხილვას სამომავლო განკითხვისას. ტექსტობრივი სანდოობის მიზნით მოპოვებული იქნა ორიგინალის უძველესი, კერძოდ XIII ს-ის ათონის ივერთა მონასტრის ხელნაწერის ტექსტი (478, ლამბროსის აღწერილობით 4598, შესრულებული პერგამენტზე in 8), რაც მოსკოვის სინოდალური ხელნაწერის (250, XVI ს-ისა) ვარიანტებითურთ გამოსცა ს.გ. ვილინსკიმ (იხ. С.Г. Вилинский, Житие св. Василия Нового в Русской Литературе, ч. II, Обесса, 1911, с. 5-142). ეს უნიკალური ბერძნული რედაქცია შეიცავს საზვერეების აღწერილობასაც და განკითხვის წინასწარმეტყველებასაც. ქვემოთ წარმოვადგენთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის სიტყვა-სიტყვით თარგმანს (შესაბამისი ბერძნული ტექსტისათვის იხ. დასახ. გამოც., გვ. 98-99).]

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:05)

დაწვრილებით...

 

საკითხი იმ ჩვილთა შესახებ, რომლებიც უნათლავად აღესრულნენ (ან მუცელში ან მცირე ასაკში), დღეისათვის აქტუალური გახდა, რის გამოც ვგრძნობთ აუცილებლობას მკითხველის წინაშე წარმოვაჩინოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებული ზოგი წყარო.

აქვე აღვნიშნავთ ერთ სამწუხარო ფაქტს: ზემოაღნიშნულ საკითხს ხშირად, სურათის გასამუქებლად, თვითგანზრახულად აბამენ და ამთლიანებენ ისეთ თემებთან, რაც ეკლესიისათვის სრულიად უცხოა და მიუღებელი. კერძოდ, თითქოს ზემორე საკითხის წამოჭრაც კი უკვე გულისხმობდეს სახიფათო დაშვებას იმისას, რომ ღვთის "გულმოწყალებით" ცხონდებიან მოუნათლავი ხალხები და ერები, რომ თითქოს დასაშვები ხდებოდეს ჯოჯოხეთში წარმართთა განსაწმენდელი ცეცხლის არსებობა, რომ თითქოს ეჭვის ქვეშ დგებოდეს გარდაუვალი აუცილებლობა ნათლობისა, მაცხოვრის გამომსყიდველობითი ღვაწლისა და სხვა და სხვა. ასე შემოიტანება აბსოლუტურად უცხო თემატიკა და შემდეგ მიმდინარეობს ქიმერასთან სრულიად გაუგებარი შებრძოლება (როგორც ჩანს, სხვათა გონებაში საკუთარი "მართლმადიდებლური მხნეობის" ჩასაბეჭდად), რითაც კომპრომეტირება ხდება წმინდა მამათა მთელი მწყობრისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 
"მცირე სჯულისკანონის", წმ. ექვთიმე მთაწმინდელისა და წმ. ფოტი მიტროპოლიტის რჯულდებანი დიდმარხვაში ერისკაცთათვის თევზის ნებადართულობის შესახებ

სახელგანთქმული რჯულდებითი ძეგლი, რასაც ბერძნულში "კანონარი" (Κανονάριον) ეწოდება, სლავურ-რუსულში "ნომოკანონი" (Номоканон), წმ. ექვთიმე მთაწმინდელის თარგმანში კი "რჩულისკანონი", იმავე წმ. ექვთიმეს მიხედვით, შეუდგენია VI ს-ის ცნობილ მოღვაწეს, კონსტანტინოპოლის პარტრიარქ წმ. იოანე მმარხველს (582-595)1. ბერძნულ ხელნაწერში, ისევე როგორც ექვთიმესეულ თარგმანში, ავტორად წარმოდგენილია "ღირსი მამა ჩვენი იოანე მმარხველი, რომელიც იყო პატრიარქი კონსტანტინოპოლისა" (ამ ხელნაწერის ტექსტი ცნობილი გახადა პიტრამ. იხ. Pitra, Spicilegium Solesmense, t. IV, 1858, p. 436-438). აღნიშნული ძეგლი მეცნიერულად გამოიკვლია და ქართულ-სლავურ თარგმანებთან ერთად გამოსცა ნ. ზაოზერსკიმ (ქართული ტექსტი გამოსაცემად მოამზადა ა. ხახანაშვილმა. იხ. Н. А. Заозерский, А. С. Хаханов, Номоканон Иоанна Постника в его редакциях: Грузинской, Греческой И Славянской, М. 1902).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 19 OCTOBER 2011 18:12)

დაწვრილებით...

 
(“სახარების ერთი ადგილის გაგებისათვის)

წმიდა სახარების ცალკეული ადგილების თავისებური, ახლებური გააზრება ზოგჯერ საღმრთო მოშურნეობით, ღვთის სიტყვის სიღრმეთა გამოძიების სურვილითა და სიყვარულითაა ნასაზრდოები, ზოგჯერ კი, პირიქით – შეგნებული გაყალბების მცდელობით, რაც ანტიეკლესიურ მიზნებს ისახავს.

ასეთია, მაგალითად, სახარების სიტყვების დამოწმებით საერთო საეკლესიო მსახურების უარყოფა, რაც სხვა არაფერია, თუ არა ცდა მორწმუნეთა ერთობის დარღვევისა, დედაეკლესიის წიაღიდან მის წევრთა ჩამოცილებისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 17:11)

დაწვრილებით...

 
More Articles...