"უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები" (ფილიპ. 3.13)ერთ-ერთი სქოლიო, დართული "სათნოებათმოყვარეობის" ქართულ თარგმანზე
"წინ გავწვდებით სულიერ ჭვრეტათა მიმართ" - ტერმინი "წინ გავწვდებით" ბერძნულში ასეთი შესატყვისითაა წარმოდგენილი: ἐπεκτεινώμεθα (რუს. воспростремся). აღნიშნული ტერმინი, რასაც უდიდესი საღვთისმეტყველო დატვირთვა აქვს, მარადიული სულიერი წინსვლის ანუ მარადმზარდი სულიერი პროგრესის, განღმრთობის გზაზე მარადგაძლიერებადი სულიერი წინწვდომის, ღვთისკენ მარადისი წინგაწვდომის შინაარსით გამოყენებულია პავლე მოციქულის მიერ, რომლის განმაღმრთობელ სწავლებას ქვემოთ სრულად დავიმოწმებთ: ბოლოს განახლდა (FRIDAY, 04 NOVEMBER 2011 21:40) |
||
|