მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი - ლოცვამ ფესვი უნდა გაიდგას ჩვენს ცხოვრებაშიჩვენ ყველანი დამწყებნი ვართ და მე არ ვაპირებ, სალექციო კურსის წაკითხვას, უბრალოდ, მსურს გაგიზიაროთ რაიმე ნაწილობრივ საკუთარი, უფრო მეტად კი სხვისი გამოცდილებიდან. ლოცვა თავისი არსით შეხვედრაა, შეხვედრა სულისა და ღმერთისა, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შეხვედა რეალური იყოს, ორივე პიროვნება, რომელიც მასში მონაწილეობს, ნამდვილად თავის თავს უნდა წარმოადგენდეს. ამასთან ერთად, ჩვენ, უმეტესწილად, არარეალურნი ვართ, და ღმერთიც ჩვენთვის არარეალურია: ვფიქრობთ, რომ უფალს მივმართავთ, სინადმვილეში კი - ღვთის სახეს, რომელიც ჩვენს წარმოდგენაშია შექმნილი; გვგონია, რომ ვდგავართ უფლის წინაშე მთელი ჩვენი სიმართლით, მაშინ, როდესაც საკუთარი თავის ნაცვლად მის წინაშე წარმოვადგენთ ვიღაცას, რომელიც არ არის ჩვენი ჭეშმარიტი ”მე” - მსახიობს, დადგმულ სახეს, თეატრალურ პერსონაჟს. თითოეული ჩვენთაგანი ერთროულად წარმოადგენს რამდენიმე სხვადასხვა პიროვნებას; ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:41) |
||
|