Georgian (Georgia)English (United Kingdom)

საუბარს რწმენის შესახებ მსჯელობით დავიწყებთ. რწმენას ხშირად რელიგიის ცნებას უკავშირებენ. მაგრამ სინამდვილეში ეს სიტყვა გაცილებით მრავლისმომცველია. წმ. წერილში - ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, სარწმუნოება განსაზღვრულია, როგორც "საქმეთა მამხილებელ არახილულთა" (ებრ. 11,1). რა თქმა უნდა, ისიც შეიძლება ითქვას რომ, რამდენადაც ღმერთი უხილავი და განუჭვრეტელია, რწმენის ცნება პირველ რიგში, სწორედ მასთან არის დაკავშირებული. მაგრამ არსებობს საგნები, რომელთა მიმართაც ჩვენ ისეთი მტკიცე რწმენა არა გვაქვს, როგორიც მორწმუნეს აქვს ღვთის არსებობის მიმართ.

მახსოვს, ერთხელ ტაქსის მოლოდინში სასტუმროსთან ვიდექი. ერთი ახალგაზრდა კაცი მომიახლოვდა და მითხრა - "კაბის მიხედვით თუ განვსჯით, თქვენ მორწმუნე ხართ, მღვდელი". - "დიახ". მივუგე მე. - "აი, მე კი ღმერთი არ მწამს..." მე შევხედე მას და ვეუბნები - "ძალიან სამწუხაროა"! - "როგორ შეძლებთ, რომ ღმერთის არსებობა დამიმტკიცოთ?" - "რა დამტკიცებაზე მელაპარაკებით, ან რა სახის მტკიცებულება გჭირდებათ?" - "აი, როგორ... დამანახეთ ხელისგულზე თქვენი ღმერთი და დავიჯერებ მის არსებობას". მან ხელი გადმომიშალა და ამ დროს თითზე საქორწინო ბეჭედი დავუნახე. "დაქორწინებული ხართ?" - "დიახ, ვარ." - "შვილები გყავთ?" - "დიახ, მყავს." - "ცოლი გიყვართ?" - "რა თქმა უნდა, მიყვარს." - "შვილები თუ გიყვართ?" - "დიახ." - "აი, მე კი ეს არ მჯერა!" "- როგორ არ გჯერათ?! მე ხომ გეუბნებით!" - "დიახ, მაგრამ მაინც არ მჯერა, დამიდეთ თქვენი სიყვარული ხელისგულზე, შევხედავ და დაგიჯერებთ..." იგი ჩაფიქრდა - "დიახ... ამ პოზიციიდან სიყვარულისთვის არ შემიხედავს..."

AddThis Social Bookmark Button

დაწვრილებით...

 

შესავალი

ქრისტეს მეორედ მოსვლა, სხეულთა აღდგომა, საშინელ სამსჯავროზე ადამიანთა წარდგომა და მათი შემდგომი, მარადიული ხვედრის საბოლოო გადაწყვეტა - ეს ყოველივე სამოთხით ან ჯოჯოხეთით სრულდება. მართალნი სამოთხეს, საუკუნო ნეტარ ცხოვრებას დაიმკვიდრებენ, ცოდვილნი კი - ჯოჯოხეთს. კაცობრიობის ისტორიის დასაწყისში სამოთხე იყო, დასასრულს კი არა მხოლოდ სამოთხე, ჯოჯოხეთიც იქნება. წმინდა წერილშიც ხომ, როგორც სამოთხეზე, ასევე ჯოჯოხეთზეა საუბარი

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 22 JANUARY 2014 11:28)

დაწვრილებით...

 

ნიკოლაი აფანასიევი ადრეული ქრისტიანობისა და ეკლესიის მამათა მემკვიდრეობის უბადლო მცოდნე იყო. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება ეკლესიის ბუნებას, საეკლესიო იერარქიას, ერისკაცთა როლს ეკლესიაში. „სიყვარულის ძალაუფლება“ არის ბოლო თავი მისი სადოქტორო დისერტაციისა „სულიწმიდის ეკლესია“ (გამოიცა 1971 წელს პარიზში). ამ გამოკვლევაში განხილულია ბიბლიური მოწმობები საეკლესიო იერარქიის ჩამოყალიბებაზე, ეკლესიური მსახურების სახეობებზე პირველ ქრისტიანობაში, მოციქულებისა და შვიდი დიაკვნის დროიდან დაწყებული. ავტორის ძირითადი ამოცანა იმ მარტივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად თითქმის დავიწყებულ ჭეშმარიტების შეხსენებაა, რომ ძალაუფლება ეკლესიაში არის არა იურიდიული ბუნების მქონე, არამედ ესაა სიყვარულზე დაფუძნებული მსახურება და მხოლოდ სიყვარული აქცევს ეკლესიას ეკლესიად. ამ შრომაში მოცემული საეკლესიო იერარქიის პირველსაფუძვლების ანალიზი, რომელიც დამყარებულია წმიდა მამათა ტრადიციისა და საეკლესიო წმიდა გადმოცემის მყარ საძირკველზე, სამართლიანად არის აღიარებული უნიკალურად მთელ მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიაში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 10 FEBRUARY 2013 16:16)

დაწვრილებით...

 
შესავალი

სარწმუნოების სიმბოლო (მრწამსი) არის ქრისტიანული დოგმატების საზეიმო აღსარება, რომელიც იკითხება ან იგალობება ლიტურგიის დროს, ევქარისტიული კანონის დაწყების წინ. ამ წმიდა ტექსტის პირველი სიტყვა - მრწამს - დაკავშირებულია სიმბოლოს თითოეულ შემდგომ მუხლთან და ქრისტიანი ერის რწმენის ამ საერთო აღსარებას ანიჭებს ეკლესიის თითოეული იმ წევრის პირადი მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის ხასიათს, ვინც სხვებთან ერთად წარმოთქვამს ”მრწამს”, ხოლო შემდეგ - ”აღვიარებ” და ”მოველი”.

მაგრამ კმარა კი სამების აღსარება მხოლოდ ბაგეებით ან თუნდაც გულმხურვალე მოკრძალებით, თუკი გონებას შესისხლხორცებული არა აქვს აზრი ამ სიტყვებისა, რომლებიც ეკლესიის მამებმა მოძებნეს, რათა ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტება, ქრისტეს რწმენით განათლებული, ყოველი ადამიანისათვის მისაწვდომი გაეხადათ?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 09 FEBRUARY 2013 15:45)

დაწვრილებით...

 

რუსული საეკლესიო ლიტერატურა არ არის ქორწინების საიდუმლოს შესახებ გამოკვლევებით მდიდარი. დასავლეთში ამ თემაზე გაცილებით მეტი დაწერილა და კვლავ იწერება. ქორწინების შესახებ არა მხოლოდ პაპის რამდენიმე ენციკლიკია არსებობს, არამედ მეცნიერული, ნახევრადმეცნიერული და პოპულარული გამოცემების მთელი ბიბლიოთეკები, რომლებიც ქრისტიანი ფსიქოლოგების, მორალისტების, კანონისტებისა და სოციოლოგების მიერაა დაწერილი. კათოლიკეთა და პროტესტანტთა ფართო წრეები აღიარებენ, რომ ფროიდისა და იუნგის ფილოსოფიებმა სქესობრივი მორალის გარდა, საერთოდ, თვით ადამიანის გაგებაშიც რევოლუცია მოახდინა. ამ დროს, პაპმა პავლე VI-მ, თანამედროვე კათოლიკე ღვთისმეტყველთა რჩევების მიუხედავად, არც თუ იოლი ამოცანა დაისახა - დაეცვა ტრადიციული კათოლიკური შეხედულება ქორწინებაზე, როგორც შვილების გაჩენის საშუალებაზე. კრიზისი, რომელიც კათოლიკურ სამყაროში ენციკლიკიამ გამოიწვია, გაცილებით ფართოა, ვიდრე შობადობის შეზღუდვის შესახებ სპეციალური საკითხი: ის თვით ქორწინების არსსა და ბუნებას შეეხება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (TUESDAY, 30 OCTOBER 2012 23:33)

დაწვრილებით...

 
More Articles...