Georgian (Georgia)English (United Kingdom)

 

1

ბოკაჩოს აქვს მოთხრობა ებრაელზე, რომლის მეგობარი ქრისტიანი ცდილობდა მის ქრისტიანობაზე მოქცევას. ებრაელი ქრისტიანობის მიღებისკენ იხრებოდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად რომში წასვლა და იქ ეკლესიის სათავეში მდგომი ადამიანების - პაპის და კარდინალების ცხოვრების ნახვა სურდა. ქრისტიანი, რომელიც ებრაელის მოქცევას ცდილობდა, შეშინდა და ჩათვალა, რომ მისმა მცდელობამ ფუჭად ჩაიარა, რადგან ებრაელი ნახავდა რა რომში არსებულ მთელ უმსგავსობას, რა თქმა უნდა, მონათვლაზე უარს იტყოდა. ებრაელი წავიდა და იხილა პაპის კარზე, სასულიერო პირთა შორის გაბატონებული ფარისევლობა, გახრწნილება, მუცელღმერთობა, ანგარება. ამ გამოცდის შედეგი მოულოდნელი გამოდგა. ებრაელი დაბრუნდა და მისი მეგობარი ქრისტიანი შიშით ეკითხება რომაული შთაბეჭდილებების შესახებ, რაზეც სრულიად მოულოდნელი და ძალიან ღრმააზროვანი პასუხი მიიღო. რადგან ქრისტიანულმა რწმენამ მთელ იმ უმსგავსობასთან და სისაძაგლესთან გამკლავება შეძლო, რაც მან რომში ნახა და ამის მიუხედავად გაძლიერდა და გავრცელდა, მაშასადამე იგი ჭეშმარიტი რწმენაა. ებრაელი საბოლოოდ გაქრისტიანდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:51)

დაწვრილებით...

 

 

ადამიანებს შორის ურთიერთობა ძირითადად სიტყვის მეშვეობით მყარდება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა, არის ანარეკლი სიტყვისა, რომელიც "ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოან. 1,14). ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი!" (დაბ. 1,3) და არარსებულმა, სიტყვის მეშვეობით შეიძინა არსებობა. სიტყვა უდიდესი ძალაა: "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა" (ფს. 32,6). ადამიანშიც სიტყვის მეშვეობით აშკარავდება დაფარული. აქედან ჩანს, რამდენად ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ სიტყვას; რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვას თან ახლდეს სიკეთის ატმოსფერო. სიტყვიერი ურთიერთობის მეშვეობით ვცდილობთ მოვიპოვოთ და ჩვენს არსებაში დავამკვიდროთ მადლი. თუკი საუბრისას მადლიანი სიტყვის ძალით ავივსეთ, დიდხანს გვრჩება კეთილი გრძნობა რაღაც უაღრესად ფასეულთან შეხებისა, რაც ღვთაებრივთან გვაერთიანებს. ადამიანთა ურთიერთობაში სიტყვა მათს დაახლოებასა და გაერთიანებას უნდა იწვევდეს და არა დაშორებასა და განცალკევებას. რეზონირებად სივრცეში მოხვედრილ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ ცოდვიან მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ჩვენს სიტყვას ჩვენი ცოდვიანობა ასუსტებს და ცხოვრებაში სრულხმიანი ვერ შედის. მხოლოდ ცოდვისგან განწმენდილ სიტყვას აქვს სრული ძალა, რამდენადაც ამ შემთხვევაში იგი ქვეყნიერების შემქმნელ სიტყვასთან არის შეერთებული. სიტყვა, რომელიც ჩვენი სულის საგანძურიდან მომდინარეობს და ადამიანური ბუნების ცოდვიანობით არ არის შესუსტებული, ჩვენს არსებაში დასადგურებული პოტენციური სიკეთის გამო, სიკეთისა და სინათლის მატარებელია, რამდენადაც სიტყვა-ღმერთთან არის შეერთებული. ასეთი სიტყვა ხორცს ისხამს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:52)

დაწვრილებით...

 

 

ქრისტიანული ცხოვრება ამქვეყნად სვლას წარმოადგენს. ცხოვრების უფერულობა საშუალებას არ გვაძლევს სრულად გავიცნობიეროთ ჩვენი მისია დედამიწაზე და ღვთის მიერ ბოძებული ტალანტები; საკუთარი თავის შეცნობასაც კი ვერ ვახეერხებთ. ჩვენი სულიერი უნარები გამოუყენებელი გვრჩება. თავს უმნიშვნელო ადამიანებად მივიჩნევთ და სხვებსაც ასევე ვაფასებთ, რადგან მათაც ჩვენი საზომით ვზომავთ. ასე ვამბობთ: "ჩვენ სავსებით ჩვეულებრივი პატარა ადამიანები ვართ. ოღონდ ლუკმაპური გვაშოვნინა და მეტის პრეტენზია არა გვაქვს. აბა, დიდ საქმეს ჩვენ როგორ მოვერევით". ეს თვითდაკნინება ხშირად გვისუსტებს მოქმედების ნებას, მაშინ როცა, რაც უნდა პატარა და სუსტი იყოს ადამიანი, ყოველ ჩვენგანს თავისი მისია აქვს. ყოველ ადამიანს ამქვეყნად თავისი დანიშნულება აქვს და იგი უფლის მიერ არის მოვლენილი დედამიწაზე. უფალს თითოეული სული სჭირდება თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია საკუთარი სიცოცხლის გამო და არ არის თავისუფალი პასუხისმგებლობისაგან სხვების გამო. თვითდაკნინების ნამდვილი მიზეზი ჩვენი სიპატარავე და სისუსტე კი არ არის, არამედ ის, რომ არ გვსურს პასუხისმგებლობა ვიკისროთ. ჩვენ ხშირად ვამბობთ: "ეს საქმე მე არ მეხება, სხვამ გააკეთოს, მე რა შუაში ვარ". ამ სიტყვებით ჩვენ სხვას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას და თითქოს დამნაშავედაც ვთვლით მას საქმის შეუსრულებლობის გამო, საიდანაც მომდინარეობს განკითხვა, რომელსაც დაყოფა-დაშორებისკენ მივყავართ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:52)

დაწვრილებით...

 

- მეუფეო, როგორ შეაფასებდით რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის 1998 წლის 29 დეკემბრის განჩინებას, რომელიც ეძღვნებოდა „სამოძღვრო პრაქტიკის ბოროტად გამოყენების მონაწილეებს, რაც ნეგატიურად აისახა საეკლესიო ცხოვრებაზე?“

მიტროპოლიტი ანტონი: ძნელია ამ დოკუმენტის მნიშვნელობის შეფასება. დიდი ხანია, მისი შექმნის დრო დადგა. და, რაც მთავარია, საკმარისი არაა, უპასუხისმგებლო ადამიანების, ანდა ცოდვილთა თუ საკუთარი „დიდებით“ მოხიბლულთა (რომელიც ხარისხთანაა დაკავშირებული) მხოლოდ მოწოდებით დაკმაყოფილება, გარკვეული ზომების მიღებაა საჭირო. ეს სავსებით სამართლიანი და საჭირო განმარტებაა, მაგრამ, ვფიქრობ, მას საქმეც უნდა ახლდეს თან. თუკი მოძღვარი თავისი საქციელით საეკლესიო ცხოვრების წესს არღვევს, ანგრევს ადამიანთა სულებს ანდა აცდუნებს თავის სულიერ შვილებს, მის მიმართ მკაცრი დისციპლინარული ზომები უნდა იქნეს მიღებული. ზოგიერთს, უბრალოდ, უნდა აეკრძალოს ქადაგება, მხოლოდ საღმრთო ლიტურგიის აღსრულების უფლება უნდა დაუტოვონ; მათ არავის არანაირი სულიერი ხელმძღვანელობა არ უნდა გაუწიონ. ამ კანონის დარღვევის შემთხვევაში კი საბოლოოდ უნდა აეკრძალოთ მსახურება, რამეთუ საუბარია არა იმის შესახებ, თუ როგორ აღასრულებს მღვდელი თავის სამუშაოს, არამედ იმას, აშენებს თუ ანგრევს სხვის სულს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:54)

დაწვრილებით...