Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მართლმადიდებლობის დამოკიდებულება სხვა რელიგიებთან

მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც პლურალისტურ, ასევე მონორელიგიურ გარემოში ცხოვრების გამოცდილება აქვს. სხვა რელიგიებთან მის მიმართებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გარემომცველი სოციალური და პოლიტიკური სტრუქტურები.

1. პირველ საუკუნეებში ეს ურთიერთდამოკიდებულება მეტ-ნაკლებად კონფრონტაციული იყო. იუდეურ და ბერძნულ-რომაულ კულტურულ კონტექსტში ეკლესია მძლავრ წინააღმდეგობას აწყდებოდა; იდევნებოდა, როცა ავრცელებდა სახარებას და, ღვთისა და ადამიანის ურთიერთმიმართების საიდუმლოს შუქზე, კერძო თუ სოციალური ცხოვრების ახალი საფუძვლების წარმოჩენას ცდილობდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:49)

დაწვრილებით...

 

წარმოთქმული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით დაჯილდოებისას

(თბილისი, 20 სექტემბერი, 2003 წელი)

 

უნეტარესო მთავარეპისკოპოსო მცხეთა-თბილისისა

და კათალიკოს-პატრიარქო სრულიად საქართველოისა, ბატონო ილია;

უწმინდესნო ძმანო მღვდელთმთავარნო;

თქვენო აღმატებულებავ ხელისფულების წარმომადგენლებო;

ღრმადპატივცემულო ბატონო რექტორო;

ღრმადპატივცემულნო რექტორატის წარმომადგენლებო და პროფესორ-მასწავლებლებო;

ძვირფასო სტუდენტებო;

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:49)

დაწვრილებით...

 

წარმოთქმული ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე

 

ტრონდჰაიმი, 26 ივნისი 2003 წ.

 

თქვენო აღმატებულებანო,

ქრისტესმიერო ძმებო და დებო,

მეგობრებო,

დიდი სიხარულია და პატივი სიტყვით მოგმართოთ ევროპის ეკლესიათა კონფერენციის მეთორმეტე ასამბლეის გახსნაზე. დაე ის ვინც არის ჩვენი ერთადერთი მკურნალი და შემრიგებელი, მაცხოვარი იესო ქრისტე, იყოს ჩვენთან ყველა ჩვენი მსჯელობისას. ღმერთმა მოგვმადლოს მხნეობა, გულუხვობა და შემოქმედებითი ხედვა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:50)

დაწვრილებით...

 

ფრაგმენტი ღია ლექციიდან, რომელიც შედგა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის, ფილოსოფიური სკოლის ამფითეატრში 1986 წლის 14 აპრილს. ლექცია წაიკითხა ათონის ივერთა მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ვასილმა.

... და გონებაში წარმომიდგა ის თავზარდამცემი შიში, თუ გნებავთ სასოწარკვეთილება, რომელიც მოწაფეებმა მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ განიცადეს. ამიტომ, მინდა ამ საღამოს, სახარებიდან წავიკითხო ერთი ნაწყვეტი, სადაც აღწერილია, რა გადახდათ მოწაფეებს ემმაუს გზაზე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:50)

დაწვრილებით...

 

აღდგომის შესახებ საუბარი მგონია, რომ ყოველთვის რთულია. ისაუბრო ვნებებზე, მხსნელის ცხოვრების ტრაგედიაზე, სწავლებაზე, შედარებით მარტივია იმ მხრივ, რომ შეგვიძლია ადამიანურ გამოცდილებას დავეყრდნოთ. ყველამ ვიცით, თუ რა არის ავადმყოფობა, ტკივილი, ტანჯვა, სისასტიკე, მსხვერპლი, სიყვარული, შურისძიება, ღალატი, სისუსტე. ამიტომაც, როდესაც ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს ვეხებით და განვიხილავთ მომენტებს, როცა რომელიმე ამ თვისებათაგან იჩენს თავს, მარტივი ხდება ამის გაგება. ჩვენ განვსჯით იუდას, მაგრამ, ამასთნ ერთად, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ჩვენც ნაწილობრივ მოღალატეები ვართ. ჩვენ არ გავცემთ იესოს, რადგან არ ვიმყოფებით საფრთხის წინაშე; ჩვენ არ გავცემთ იესოს სიტყვით, მაგრამ ჩვენ მას ვღალატობთ იმით, რომ ვუწოდებთ უფალს და ღმერთს, ამ დროს კი მის სწავლებას უგულებელვყოფთ, არ მივსდევთ მის მაგალითს.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:51)

დაწვრილებით...

 
More Articles...