Georgian (Georgia)English (United Kingdom)

"კათოლიკეობა" შედარებით გვიანდელი წარმოშობის სიტყვაა. ეკლესიის მამების ნაშრომებსა და სარწმუნოების აღმსარებით ტექსტებში მხოლოდ ზედასრთავი "კათოლიკე" და "კათოლიკე ეკლესიისადმი" რწმენის აღიარება გვხვდება (კათოლიკი ეკკლისია - ბერძ.). ცნება "კათოლიკეობა" აბსტრაქტული იდეებისადმი მიდრეკილებას ასახავს, ხოლო ღმრთისმეტყველების შესწავლის საგანი კი თვით ეკლესიაა. წმინდა მამებს რომ საღმრთისმეტყველო მეცნიერების განსაკუთრებული განხრა, "ეკლესიოლოგია" განევითარებინათ (როგორც ეს თანამედროვე ღმრთისმეტყველებამ გააკეთა), შესაძლოა, გამოეყენებინათ კიდეც ტერმინი "კათოლიკეობა", როგორც ზედსართავი "კათოლიკეს" განზოგადება, ისევე, როგორც ჰიპოსტასური ერთიანობის განსაზღვრებისას საუბრობდნენ ქრისტეს "ღმრთაებრივობისა" (თეოტის - ბერძ.) და "კაცობრივების" (ანთროპოტის - ბერძ.) შესახებ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:38)

დაწვრილებით...

 

პირველი პერიოდი – მოსამზადებელი (I-IVსს.)

მართლმადიდებლური საეკლესიო პოეზიის სათავეებზე საუბრისას არ შეიძლება არ ვახსენოთ ის კავშირი, რომელიც არსებობდა პირველი ქრისტიანების ყოფასა და ძველი აღთქმის ტაძარსა და სინაგოგას შორის. ქრისტიანული ღვთისმსახურების იუდეური ფესვები გაცილებით ღრმაა, ვიდრე ფიქრობენ. ფსალმუნებს და საერთოდ ბიბლიურ საგალობლებს განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ლიტურგიკაში. მოციქულთა საქმე და პავლეს ეპისტოლენი ცხადყოფს, რომ პირველი ქრისტიანებისთვის რელიგიური ცხოვრების ცენტრი კვლავ ტაძარი იყო. წარმოუდგენელიცაა, რომ უფლის აღდგომის და სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ მალე მომხდარიყო განხეთქილება მოციქულთა და იუდეველთა შორის. უფრო მეტიც, ქრისტიანობისა და იუდეველობის სრული გამიჯვნის შემდეგაც ძველი აღთქმის მოგონებები დიდხანს ცოცხლობდნენ იმათ სულებში, რომელთა წინაპრებიც იუდეველები იყვნენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:39)

დაწვრილებით...

 

ხუთშაბათი, 2 ოქტომბერი, 1980 წ.

გასულ საღამოს წავიკითხე ლექცია თემაზე “ეკლესია და ღვთისმოსაობა”. ამ თემამ მართლმადიდებლობის ხვედრზე ჩამაფიქრა. დღეს ღვთისმეტყველებასა და საეკლესიო ცხოვრების წესშიც მონასტრული ცხოვრების ტრიუმფია. სერბეთში ყოველგვარი ეკლესიური აღორძინება მონასტრულ გამოცდილებასთან, მიმართულებასთან ან სწავლებასთანაა დაკავშირებული. მადარდებს ის, რომ ხდება ამ მიმართულების მართლმადიდებლობასთან გაიგივება. მართლმადიდებლობის გაგება ამერიკაში ხშირად დაჰყავთ ხატებამდე, ძველებურ გალობამდე და ათონის მთის წიგნებამდე, რომლებიც სულიერ ცხოვრებას შეეხება. ეს ბიზანტიის ტრიუმფია და ვფიქრობ, ასეთი სახის მართლმადიდებლობის სიყვარული რაღაც რომანტიზმის მაგვარია, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება თანამედროვე მსოფლიოსაგან. ეს არის გაქცევა, დაცილება მართლმადიდებლობისაგან.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:39)

დაწვრილებით...

 
1967 წელს ბიევრში საეკლესიო ყრილობაზე წაკითხული მოხსენება

"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ.
მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალატ. 5,1)

 

I

თემა უაღრესად რთულია და ერთობ კარგად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას, რომელიც ამძიმებს ყველას, ვინც მასთან მიახლებას ბედავს. ამიტომ შევეცდები ყოველგვარი რიტორიკული აქცენტირებისა და გადაჭარბებების თავიდან არიდებას. ჩვენ მეტისმეტად დაძაბულ გარემოში ვცხოვრობთ და საეკლესიო სინამდვილეში ეს საკითხი აკადემიური აბსტრაქცია კი არა, ცოცხალი ტკივილია. ყველას უნდა გვახსოვდეს იოანე ღვთისმეტყველის სიტყვები: "გამოსცადეთ სულნი, ღვთისაგან არიან თუ არა..."

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:40)

დაწვრილებით...

 

მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა: მოწმობის მიმართულება

სიტყვა, წარმოთქმული ათენის უნივერსიტეტის
ღვთისმეტყველების ფაკულტეტზე 1991 წლის 19 აპრილს

ქრისტიანებად პირველად ანტიოქიაში წოდებულმა უფლის მოწაფეებმა, მათი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, უნივერსალურ ენად ბერძნული აირჩიეს. ახლო აღმოსავლეთის დიდი ღვთისმეტყველები ელინიზმს წესრიგის, სიცხადისა და მშვენიერების გრძნობას დაესესხნენ. თავის მხრივ კი მას იესოს, როგორც ყოველი ადამიანის კონკრეტული ადამიანობის სემიტური შეგრძნება მიანიჭეს და ნათელი, მაგრამ სევდანარევი გაგებაც იმისა, რასაც “ღვთისმეტყველებს მხოლოდ ჯვარი”.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:40)

დაწვრილებით...

 
More Articles...