Georgian (Georgia)English (United Kingdom)

მეოთხე საუკუნის დასასრულისათვის ეკლესიის ცხოვრებაში დადგა ახალი ეპოქა. ქრისტიანობა გადაიბარა იმპერიამ და ეს მოხდა "მოციქულთასწორი" კეისრის სახით. დასრულდა ეკლესიის იძულებითი თვითიზოლაცია და მას უკვე შეუძლია საკუთარ, კამაროვან ჭერქვეშ უმასპინძლოს ხსნამოწყურებულ ქვეყნიერებას. მაგრამ ამ ქვეყნიერებასთან ერთად წმინდა სავანეში შემოდის შიში, ეჭვი და ცდუნება. ქვეყანაზე გაბატონდა სიამაყისა და სასოწარკვეთილების უცნაური ნაზავი. ეკლესიის დანიშნულება კი მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ დახმარებოდა ხალხს სასოწარკვეთილების დაძლევასა და სიამაყის დაოკებაში. IV საუკუნე ყველანაირად ახალი დღის ეპილოგად უფრო ჩაითვლებოდა, ვიდრე პროლოგად. ეს იყო მოძველებული ეპოქის უფრო დასასრული, ვიდრე ჭეშმარიტი დასაწყისი. მაგრამ ხშირად ისეც ხდება ხოლმე, რომ ფერფლიდან ახალი ცივილიზაცია იბადება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:31)

დაწვრილებით...

 

ყოველწლიური სულიერი მოგზაურობა დიდმარხვაში და განსაკუთრებით კი ვნების კვირაში, როდესაც მაცხოვრის გაცემას, ჯვარცმას, სიკვდილსა და დაფვლას ვიხსენებთ, რომელიც უფლის აღდგომის დიდებული დღესასწაულით გვირგვინდება, კვლავ გვაძლევს საშუალებას ჩავუფიქრდეთ ღმერთის ძის განკაცებისა და ცოდვით დაცემული კაცთა მოდგმის გამოხსნის საიდუმლოებებს. რა თქმა უნდა, ყველაფერ ამასთან მჭიდრო კავშირშია ადამიანური სიცოცხლის საიდუმლო, რომელიც ცოდვის, ტანჯვისა და სიკვდილის საშინელი რეალობის კონტექსტში მიმდინარეობს და რასაც ვერც ერთი ჩვენგანი თავს ვერ დააღწევს იმის გარეშე, რაც უფალმა ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ჩვენთვის აღასრულა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:31)

დაწვრილებით...

 

ჩვენ უნდა განვიხილოთ ის განყოფა, რომელიც მოხდა ბერძნულ და ლათინურ აზრს შორის ეკლესიის ადრეულ ეპოქაში. მართალია, ეს განყოფა არასდროს ყოფილა სრული და აბსოლუტური, მაგრამ მისი გავლენა ქრისტიანობის ბედზე განუზომელი იყო. ერთი გონებამახვილური შენიშვნის თანახმად, ადამიანს ენა მიცემული აქვს, როგორც ურთიერთობის საშუალება, მაგრამ მას იზოლაციის საშუალებად უფრო იყენებენ. საშინელი სიმართლე ძევს ბაბილონის გოდლის ამბავში. საერთო ენა მართლაც დაიკარგა და ეს ნიშნავს, რომ დაიკარგა სწორედ საერთო აზრი, ვინაიდან თვით ენაა იდეათა სისტემა. ენის პრობლემა მნიშვნელოვანი იყო ადრეული ეკლესიისთვის. საჭირო იყო მსოფლიოში სახარების გავრცელება, კეთილი ამბის ქადაგება ყოველთა წარმართთათვის არსებობდა, ანუ უბრალოდ ხალხებისთვის (ბერძნულად: ეთნოსებისთვის - ἔθνη), რაც ნიშნავს წარმართული და არაებრაული მსოფლიოსთვის. ეს კი მოითხოვდა და გულისხმობდა თავდაპირველი სახარების “თარგმანებას” სხვა ენათა ტერმინებსა და კატეგორიებში. პრობლემა დიდწილად გაადვილდა იმით, რომ იმ დროისათვის არსებობდა უნივერსალური ანუ საერთო ენა, საერთი თუნდაც ერთი “უნივერსალური” იმპერიის საზღვრებში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:32)

დაწვრილებით...

 
თავი VII. ერთობის საიდუმლო

მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით (I კორ. 16,20)

თანამედროვე ლიტურგიაში ასამაღლებელს – ”ვიყვარებოდეთ ურთიერთარს” – ისე მცირე დრო უკავია, რომ თითქმის არა გვაქვს საშუალება, ის კარგად გავიგონოთ, გავიგონოთ არა მარტო გარეგანი სმენით, არამედ – შინაგანითაც. დღეს ჩვენთვის ეს მხოლოდ ერთი ასამაღლებელთაგანია, რომელიც სარწმუნოების სიმბოლოს უძღვის წინ. მაგრამ ადრე ასე არ იყო. ძველი ეკლესიის ლიტურგიკული ძეგლებიდან გავიგებთ, რომ ამ ასამაღლებლის მერე მართლაც სრულდებოდა მშვიდობის ამბორი, რომელშიც მთელი ეკლესია, მთელი საკრებულო მონაწილეობდა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:32)

დაწვრილებით...

 

συνερχομένων ὑμῶν ἐν ἐκκλησίᾳ
შეკრებასა მას თქვენსა ეკლესიად (I კორ. 11,18)

“შეკრებასა მას თქვენსა ეკლესიად”, - სწერს პავლე მოციქული კორინთელებს, და მისთვის, ისევე როგორც მთელი ადრეული საქრისტიანოსთვის, ეს სიტყვები ეკუთვნის არა ტაძარს, არამედ შეკრების ბუნებასა და მიზანს. თვით სიტყვა - ἐκκλησίᾳ – როგორც ცნობილია, ნიშნავს “კრებას”. “შეკრება ეკლესიად”, ადრეული ქრისტიანობის გაგებით, ნიშნავს იმგვარი კრების შედგენას, რომლის მიზანია გამოარჩიოს და განახორციელოს ეკლესია.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:33)

დაწვრილებით...

 
More Articles...