Georgian (Georgia)English (United Kingdom)
პასუხი კითხვებზე: ნამდვილად კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?

სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.

პატიოსანო მამებო, საყვარელო ძმებო და დებო!

არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია.

რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:27)

დაწვრილებით...

 
(წიგნიდან - ეკლესიის შესახებ)

ნურავინ იგლოვებს თავის სიღატაკეს,
რადგან საერთო სამეფო მოგვევლინება.

იოანე ოქროპირი, სააღდგომო ქადაგებიდან

I

წმიდა ევქარისტია ქრისტეს მოსაგონებლად აღესრულება, პირველ ყოვლისა – საიდუმლო სერობის მოსაგონებლად, როდესაც მაცხოვარმა დააწესა და პირველად თვითონვე აღასრულა ახალი აღთქმის უწმიდესი საიდუმლო თავის მოწაფეებთან ერთად და დაგვიტოვა მცნება: ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსნებელად... მაგრამ ეს მარტო მოგონება არ არის. მოიგონებენ ხოლმე ყოფილს და გარდასულს, იმას, რაც ოდესღაც მოხდა და უკვე აღარ არის. ხოლო საიდუმლო სერობა არათუ ოდესღაც აღსრულდა, არამედ დღესაც გრძელდება საიდუმლოდ – მაცხოვრის მეორედ მოსვლამდე... სწორედ ამას ვადასტურებთ ყოველ ჯერზე, როცა კი საზიარებლად ბარძიმს მივეახლებით: შენი საიდუმლო სერობის საზიარებლად დღეს, ძეო ღვთისაო, შემიწყნარე... სერობა გრძელდება, და არ მეორდება.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:28)

დაწვრილებით...

 

არც თუ ისე ადვილია ზუსტი და მტკიცე განსაზღვრება მოვუძებნოთ გათიშულობას ანუ სქიზმას (მე მკვეთრად ვასხვავებ “ღვთისმეტყველურ განსაზღვრებას” ჩვეულებრივი “კანონიკური აღწერისაგან”). საეკლესიო განხეთქილება ყოველთვის წინააღმდეგობრივი და არაბუნებრივია, იგი პარდოქსი და გამოცანაა, რადგან ეკლესია თვით არის ერთობა. მთელი მისი ყოფიერება ამ მთლიანობასა და ერთიანობაში მიედინება, “რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ, ყოველთა, ერთისა მიმართ გუამისა ნათელვიღეთ” (I კორ. 1, 12-13). ამ მთლიანობის პირველსახე სამების ერთარსებაა, ხოლო საზომი – კათოლიკეობა.1 ასეთ დროს კერძო პირთა გონებრივი დახშულობა სუსტდება, თითქმის დაიძლევა კიდეც და მორწმუნეთა სრულ თანამოაზრეობასა და ერთსულოვნებაში გადაიზრდება: “ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთი” (საქმე 4,32).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:29)

დაწვრილებით...

 
ნათლობისათვის მომზადება

1. მომზადების მნიშვნელობა

ბოლო საუკუნეების განმავლობაში ეკლესიის (იგულისხმება მართლმადიდებელი ეკლესია, - მთარგ.) პრაქტიკაში, მცირე გამონაკლისის გარეშე, ნათლობა ჩვილ ბავშვებზე სრულდება. მით უფრო არის აღნიშვნის ღირსი ის ფაქტი, რომ ამის მიუხედავად ნათლობა ინარჩუნებს იმავე ფორმასა და სტრუქტურას, რომელიც მას წინა პერიოდში ჰქონდა – მაშინ, როდესაც მოსანათლთა უმრავლესობას ზრდასრულნი შეადგენდნენ. ეს განსაკუთრებით ეტყობა ნათლობის წესის იმ ნაწილს, რომელსაც მოსამზადებელი ხასიათი აქვს, და რომლის აღწერა ჩვენს საღვთისმსახურო წიგნებში განთავსებულია განყოფილებაში: “ლოცვანი კათაკმეველთა ზედა”.1

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:30)

დაწვრილებით...

 
კამათი მატერიისა და ენერგიის შესახებ

მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს ყველაზე მეტად წმიდა გარდამოცემისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. წმიდა გარდამოცემა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს პრინციპულ დებულებას - ფიგურირებს თუ არა იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ისტორიაში და თუ ფიგურირებს, - როგორ?

პროტესტანტული სწავლებით, ქრისტემ ისტორიაში არაუმეტესი კვალი დატოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ნიჭიერმა რელიგიურმა მქადაგებელმა. მისი ძირითადი საქმიანობა, მათი აზრით, ზეცაში მოხდა და არა დედამიწაზე.

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 16:30)

დაწვრილებით...

 
More Articles...