Georgian (Georgia)English (United Kingdom)

1. სახარებათა ანტიმარკიონიტული პროლოგები

სახარებათა ყველაზე ძველი პროლოგები დაწერილია ანტიმარკიონიტი ავტორის მიერ 160-180 წწ., როგორც ამას ასაბუთებენ დ. დე ბრიუინი და ა. ჰარნაკი. ეს პროლოგები, როგორც ჩანს, შექმნილია რომში ბერძნულ ენაზე, შემდეგ კი თარგმნილია ლათინურად აფრიკაში III ს-ის მიწურულს სახარებათა ახალი ლათინური თარგმანისათვის. სამწუხაროდ, მათეს სახარების პროლოგი დაკარგულია. ბერძნულად მოღწეულია მხოლოდ ლუკას სახარების შესავალი, ხოლო მარკოზის და იოანეს (ლუკას პროლოგთან ერთად) შემონახულია ლათინურად. რ. ჰარდის დასაბუთებით, აღნიშნული პროლოგები ცალ-ცალკე არსებობდა. როგორც ჩანს, ჯერ გაერთიანდა მარკოზისა და ლუკას სახარებათა პროლოგები, შემდეგ კი მათ დაუკავშირდა უფრო გვიანდელი პროლოგი იოანეს სახარებისა. მიიჩნევა, რომ, დღევანდელი სახით, მარკოზის თავის პროლოგი ჩამოყალიბდა II ს-ის მიწურულს, ხოლო ლუკასი - III ს-ში ან IV ს-ის დამდეგს. რაც შეეხება იოანეს თავის ჩვენამდე მოღწეულ პროლოგს, იგი V-VI სს-ის ძეგლად არის ჩათვლილი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:05)

დაწვრილებით...

 

“ქრისტიანი ფილოსოფოსი”, ასე უწოდა II საუკუნის აპოლოგეტმა, ათენაგორამ თავის თავს. მისი ორი ნაშრომია ცნობილი: “შუამდგომლობა ქრისტიანთა გამო”[1] და “მკვდართა აღდგომის შესახებ”[2]. ათენაგორა უცნობი იყო თავისი დროისა და მოდმევნო საუკუნის ქრისტიანი მწერლობისათვის. მკვლევართა აზრით, ათენაგორას ნაშრომები რომ სცოდნოდათ, მისი შემოქმედება თანამედროვეებზე ღრმა კვალს დატოვებდა[3]. “ქრისტიანი ფილოსოფოსი” – ეს სახელი ათენაგორას მართლაც შეეფერება: იგი ქრისტიანობის აპოლოგეტიც იყო და იმავე დროს ფილოსოფოსი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:05)

დაწვრილებით...

 

[3]II ს-ის მიწურულში გნოსტიციზმისა და ანტიკური ფილოსოფიის საპირისპიროდ, ეკლესიის მამები აუცილებლად რაცხენ ტერმინულად ჩამოაყალიბონ და ზედმიწევნით გამოთქვან ანუ მოძღვრებითად გადმოსცენ ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ”ცოდნის”, ”მცოდნეობის” ანუ ”გნოზისის” (ἠ γνωσις) არსი და განსაზღვრონ ქრისტიანის, როგორც ჭეშმარიტი ”გნოსტიკოსის” (განსხვავებით ცრუ გნოსტიკოსისაგან) სახე. ამგვარი მცდელობის აუცილებლობა უპირველესად მოსწავებულია ”ახალი აღთქმის” მიერ, შემდეგ ფრაგმენტულად მინიშნებულია აპოსტოლური და აპოლოგეტური ეპოქის ძეგლებში, მაგრამ მთელი სისავსითა და გამოთქმითი სიღრმით იგი ვლინდება II-III სს-ის მიჯნაზე ალექსანდრიის ეკლესიაში, კონკრეტულად, კლიმენტი ალექსანდრიელის (დაახლ. 140-214 წწ.) შრომებში.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 20 MARCH 2013 16:08)

დაწვრილებით...

 
(ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლი)
უფლის მოწამეთა ავტორობით პატივდებული შრომა „მოძღვრება თორმეტი მოციქულისა“

დღეისათვის დადგენილად ითვლება რომ ეს ძეგლი მოციქულთა ეპოქას ეკუთვნის და წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს „ახალი აღთქმიდან“ აპოსტოლურ მამებამდე.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 16 OCTOBER 2011 19:06)

დაწვრილებით...