Georgian (Georgia)English (United Kingdom)

[24]სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.

უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა „თითქოსდა“ აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:08)

დაწვრილებით...

 

[22]ღვთის თავისთავში თანაბრობა სიმაღლითა და სიღრმით, ღვთისვე ჩვენდამი განგებულების საიდუმლოს კეთილმსახურებითი გამოკვლევის მიერ, შეიცნო ღვთივდაცულმა მეუფემ ჩემმა1, და ამიტომაც გაჰკვირვებია მას, თუ როგორ მოხდა, რომ უფლის მიმართ თანაშეკავშირდა საზღვარი და უსაზღვროება (თუმცა კი საწინააღმდეგონი არიან ისინი და შეუზავებელნი), ისე რომ ორივე მათგანს სწორედ ურთიერთის მეშვეობით ჰქონდა გამოვლინება, რაჟამს უსასრულობა საიდუმლოებითად თანაშემოისაზღვრა საზღვრით, საზღვარი კი ზებუნებრივად თანაგანივრცო უსასრულობასთან ერთად, თავად ის კი, ვის მიმართაც - ესენი, ორივე მათგანის მიხედვით ერთი და იგივე ჰგიეს, არ დაკლებულა რა იგი არანაირად თავისი თავისგან უსასრულობის მხრივ როგორც ბუნებითად უსაზღვროდ, განგებულებითად კი მიუწვდომლად მყოფი და ცნობილი. ვისაც აქვს აზრშეუდგამი სიმაღლე ღმრთეებისეული დიდებისა და შეუცავი სიღრმე განგებულებითი ქვემდაბლობისა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:04)

დაწვრილებით...

 

ასლი ეპისტოლისა, რაც გაიგზავნა უწმინდესი ეპისკოპოსის, უფალ ნიკანდროს მიმართ წმინდა მაქიმეს მიერ ქრისტეში ორი მოქმედების შესახებ

[9]თვით შენ, ღვთივპატივდებულო და ყოვლადნეტარო მამაო, სახელის შესაფერისად გაქვს ახოვანებასთან ერთად უსამღვდელოესი მძლეობაც ყველა მტერზე1. რომლებიც უჩინრად თუ ცხადად ებრძვიან ღვთის წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. სასოებისამებრ, უკვე იღებ კიდეც ღვთისგან გვირგვინს ღვთისავე გამო, - მარადყვავილოვანს მადლთა მიერ და დაუჭკნობელს სულიწმინდის მოქმედებებით. მისგანვე, ვინც ბუნებითად სასურველია, თითქოსდა ხელთა გაქვს შენ, მისდამი შენი სრული თანაშეტკბობის გამო, ნეტარი შვება, და ამიერიდან შენც, თუკი ვინმე სხვა, ცხადლივ განცხრები თავად უფლით. როგორღა ხდება ან რა სახით გესათნოება, რომ, თუნდ ლიტონი სიტყვით (არათუ შენს პატიოსან და ნეტარ ნაწერთა მიერ), მეც განმიკუთვნო და მომაგო ეს ყოველივე, - მე უძალოსა და მოშიშარს, ვისაც დღემდე არასოდეს მისწავლია, თუ როგორ აღვძრა ღვთის მწყობრში ანთუ ღვთის და ღვთისვე გამო წმინდა ბრძოლაში გონების საქმითი ძალები ანდა სულისმიერი აზრები, როგორც რამ ხელის თითები2, რომ ამ გზით ახოვნად იძლიონ ისინი, რომლებიც ყოვლისმპყრობელი უფლის წინააღმდეგ აზვავებულან სიტყვებითა და რჯულდებებით, და განიდევნონ იმ კეთილი მიწიდან, რაც არის თვით უფალი და ღმერთი ჩვენი, და იგივ მართლმადიდებლური სარწმუნოება, - ჭეშმარიტად მტკიცე საფუძველი და შემყარება კეთილმსახურებითი დოგმატებისა და სათნოებათა მარადმდინარე ნაყოფთმშობელობა და ბუნება.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 17:59)

დაწვრილებით...

 

სიტყვა 67

ნუთუ ქვეყანაზე არის ისეთი კაცი, რომ სასიკვდილო შხამით მოწამლული და საშინელი ტკივილებით გაწამებული, კანზე უმნიშვნელო ჭრილობას აქცევდეს ყურადღებას? ცხადია, შინაგანი ტკივილი და მოსალოდნელი სიკვდილის შიში მას იმ მცირე განაკაწრს სრულიად დაავიწყებს. ხშირად აუტანელი ტკივილით გატანჯული კაცი ტანსაცმელს იხევს, ყველა ახლობელს ივიწყებს და თავის გარეგან ჭრილობას ფრჩხილებით კიდევ უფრო მეტად აღრმავებს. ამ დროს, მას რაგინდ დიდი შეურაცხყოფაც არ უნდა მიაყენონ, ყურადღებას არ მიაქცევს. იგი აღარც მამულზე ზრუნავს, არც სიმდიდრეზე, პურსაც კი არ სჭამს უზომო ტკივილების გამო, ყველა იქ მყოფს ასე ეუბნება: მომცილდით, სიკვიდლი იმარჯვებს ჩემზე, ცოტაც და სულს ამომართმევს! ან კი რად მინდა ასეთი სიცოცხლე, სიკვდილი მიჯობს ამ საშინელ წამებას!

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:04)

დაწვრილებით...

 

[63]როგორც საამო თანამგზავრი ადამიანის ცხოვრებისა, წინასწარმეტყველი დავითი - ცხოვრების ყველა გზაზე პოვნილი და შესაფერისად შერწყმული ყველა სულიერ ხნოვანებას და თანაშერთული წინმავალთა ყველა მწყობრს - თანაელაღობება ღვთისათვის ჩვილთ, თანაეღვაწება კაცთ, განასწავლებს სიყრმეს, მტკცეჰყოფს სიბერეს, ყოველთათვის ყოველი იქმნება:მეომართა საჭურველი, მებრძოლთა გამწვრთნელი, მორკინალთა ჭიდილი, გამარჯვებულთა გვირგვინი, სანადიმო სიხარული, სამგლოვიარო ნუგეშისცემა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (FRIDAY, 22 MARCH 2013 20:27)

დაწვრილებით...

 

(აგრეთვე, იმის შესახებ, თუ როგორაა სულიერ კაცთა გზანი და საქმენი. აქვეა ნეტარყოფა მათი, რომლებიც გულისმიერ სიყვარულს ფლობენ)

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:05)

დაწვრილებით...

 

კითხვა-მიგება მარკოზ ეფესელისა, რომლის ზედწერილია “ლატინოს”, ანუ “მრწამსის” დანამატის შესახებ”

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:05)

დაწვრილებით...

 
More Articles...