Georgian (Georgia)English (United Kingdom)

ლოცვის, მადლისმიერი გაბრწყინებისა და განღმრთობის ხარისხების შესახებ1

[69]კითხვა: რა სახით მართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ შეიკრიბოს თავისი გონება და სოფლისკენ მოხეტიალე თავისი აზრები, რათა სხვა არაფერი იზრახოს მან, თუ არა მოლოდინი უფლისა და უფლისადმი სულის სიყვარულის შენარჩუნება?

პასუხი: ვთქვათ, დედას ჰყავს შვილები, რომლებიც განეშორებიან მას უბრალოდ და ალალბედზე დაეხეტებიან. განა ეს დედა, როცა იგი მიიღებს და შეკრებს შვილებს სახლში, არ განსწავლის და დამოძღვრავს მათ? ასევე, სულსაც მართებს ყოველმხრივ შემოიკრიბოს თავისი მოხეტიალე აზრები როგორც შვილები და თუნდაც ცოდვისა და ზრუნვათაგან იყვნენ ისინი დაფანტულები, მაინც უნდა ივალდებულოს მან, რომ ძალისამებრ მარადის დაუცხრომლად შემოიკრიბოს ეს აზრები თავისი სხეულის სახლში, თავის თავში და მარადის მოელოდეს უფალს მტკიცე რწმენითა და სიყვარულით, რათა უფალმა, რაჟამს მოვა, ჭეშმარიტად შეიერთოს იგი, ჰყოს მისი აზრები ღვთიური, მეტყველი (λογικός), ციური, და ასწავლოს მას ლოცვა ჭეშმარიტი, განუბნეველი და მიმოუქცევი.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:55)

დაწვრილებით...

 
საღვთო სულის გაცხადებისა და მისი დაყოფის შესახებ, რაც აღსრულდა სულთმოფენობის ჟამს. აქვე სინანულის შესახებაც

[55]მცირედით უწინარეს, სარწმუნოების დიდი თვალებით ვიხილეთ ამაღლებული ქრისტე და არაფრით დავკლებივართ იმათ ნეტარებას, რომლებიც ღირსნი გახდნენ საკუთარი თვალით ეხილათ იგი. უფალი ამბობს: „ნეტარნი არიან, რომლებსაც არ უხილავს და ირწმუნეს“ (იოანე 15.29). ამგვარნი არიან ისინი, რომლებმაც სმენის გზით ირწმუნეს გულსავსედ და რწმენის გზით იხილეს იგი.

ამრიგად, ახლახანს ვიხილეთ ქრისტე, მიწიდან სხეულით ამაღლებული, აწ კი მოწაფეებზე მისგან ვლენილი წმინდა სულის გზით იმას ვჭვრეტთ, სადამდე მიწევნილა ამაღლებული ქრისტე, რაგვარ ღირსებამდე აუყვანია ჩვენი ბუნება, მან რომ ითვისა. ჭეშმარიტად, იქ ავიდა, საიდანაც გადმოვიდა მისგან გზავნილი სული, ხოლო თუ საიდან გადმოვიდა სული, ამას გვიცხადებს ის, ვინც იოელ წინასწარმეტყველის პირით ამბობს: „გადმოვღვრი ჩემი სულიდან ყველა ხორცზე“ (იოელ. 2.28). და მისდამი ამბობს დავითი: „გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს“ (ფს. 103.30).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SATURDAY, 03 JUNE 2017 21:26)

დაწვრილებით...

 

[52]ყოველი დღესასწაულის შინაარსს უფრო ცისკროვანს ხდის თვით დავით წინასწარმეტყველი, რომელიც მარადჟამს, საჭიროების მიხედვით, შეაწყობს თავის მრავალშეწყობილ ქნარს.

დაე, ამავე წინასწარმეტყველმა გაგვიცისკროვნოს სულთმოფენობის ეს დიადი დღესასწაულიც, სიბრძნის სიმებზე სულიწმინდის თითით აგვიჟღეროს საგალობელი და ამ ღვთიური მელოდიით აღმოთქვას, რაც დღევანდელ მადლს ეთვისება:

„მოდით, ვილხენდეთ უფლის მიერ“ (შდრ. ფს. 94. 1).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:31)

დაწვრილებით...

 
იმის შესახებ, რომ არათუ მარტოდენ საუფლო სიტყვათა წარმოთქმა, არამედ, აგერთვე, მათ შემდეგ მღვდლის ლოცვა და კურთხევა, სულიწმინდის ძალით, წმინდაყოფს საღვთო ძღვენს

[47]ჩვენ, რომლებსაც სამღვდელო მოციქულთაგან და მოციქულთა მონაცვლე ეკლესიის მოძღვართაგან მიგვიღია გადმოცემა საიდუმლო ლიტურგიისა, ვერსად ვპოულობთ მათთან, რომ ევქარისტიული ძღვენის განწმენდა და სრულყოფა, აგრეთვე, მისი გარდაქმნა უფლის ხორცად და სისხლად ხდებოდეს მარტოდენ საუფლო სიტყვათა მიერ. ყველა მათგანი ერთსულოვნად განაწესებს ამ სიტყვათა წინდაწინ წარმოთქმას უწყების სახით, რომ აღვავლინოთ ხსენებული სიტყვები იმჟამინდელ საქმეთა მოსაგონებლად. ამ დროს, წინადაგებულთა წიაღში თითქოსდა ჩადის გარდაქმნის ძალა, შემდეგ ზემოთქმულს მოსდევს სამღვდელო ლოცვა და კურთხევა, რაც უკვე ნამდვილად გარდაქმნის ძღვენს პირველსახედ, - უფლის ხორცად და სისხლად.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:27)

დაწვრილებით...

 

[43]ალექსანდრიის ეკლესიაში წმ. დიონისე დიდის დროიდან (248-265 წწ.) დამკვიდრებული იყო ჩვეულება, რომლის თანახმადაც ალექსანდრიის ეპისკოპოსი ყოველ წელს, წინასააღდგომო მარხვის დაწყებისას, სადღესასწაულო ეპისტოლეს გზავნიდა მთელ თავის ეპარქიაში. აღნიშნულ ეპისტოლეს ჰომილიის სახე ჰქონდა.

ჩვენამდე მოღწეულია ამ სახის ჰომილიები, რიცხვით ოცდაათი, რომელთა ავტორია ეკლესიის უდიდესი მოძღვარი წმ. კირილე ალექსანდრიელი (412-444 წწ.). ქვემოთ წარმოვადგენთ მისი 21-ე სააღდგომო ჰომილიის თარგმანს (ორიგინალი გამოქვეყნებულია შემდეგ გამოცემაში. Patrologia Graeca, t.77, col. 849-857.).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:24)

დაწვრილებით...

 

[33]სამეუფო შემოსვლას ვდღესასწაულობთ დღეს, მორწმუნენო. ამიტომ, ღვთისმშვენად შევეგებოთ მეუფეს. ჟამია ამიერიდან! ნუ დავიძინებთ, ღვთისკენ ავამაღლოთ გონება, ნუ ჩავაქრობთ სულს, მხიარულებით ავანთოთ ჩვენი ლამპრები, შევიცვალოთ სულის პერანგი (ქიტონი), ავიღოთ ბაიები ვით ძლევაშემოსილებმა, და ხალხთან ერთად იმას ვხმობდეთ, რასაც ხალხი ხმობს, ბავშვებთან ერთად კი ბავშვებივით ქება აღმოვთქვათ:

„ოსანნა, კურთხეულია, ვინც მოდის უფლის სახელით“ (მათე 21.9).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:20)

დაწვრილებით...

 

ანათემა

[28]თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!

 

წმ. კირილეს განმარტება:

ნიკიელთა ქალაქში თავის დროს შეკრებილმა ნეტარმა მამებმა, რომლებმაც ჩამოაყალიბეს მართალი და უყვედრელი სარწმუნოების განსაზღვრება, თქვეს რწმენა ერთი ღმერთისა, ყოვლისმპყრობელი მამისა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა შემოქმედისა; და ერთი უფლის, იესო ქრისტესი, მისი ძისა; და სულიწმინდისა. თქვეს მათ, რომ სწორედ ის სიტყვა, ღვთისგან ჩენილი, რომლის მიერაც შეიქმნა ყოველივე, რომელიც არის სინათლე სინათლისგან და ჭეშმარიტი ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისგან, - თვით იგი განსხეულდა, განკაცდა, ევნო და აღდგა, რადგან ბუნებით ღმერთად მყოფმა მამის მხოლოშობილმა სიტყვამ ითვისა აბრაამის თესლი, როგორც ამბობს ნეტარი პავლე, და იგი ჩვენს მსგავსად თანაეზიარა სისხლსა და ხორცს, როდესაც იშვა წმინდა ქალწულისგან ხორციელად და გახდა ჩვენებრ ადამიანი, არ დაცილებია რა ღმერთად ყოფნას (ნუ მოხდება ეს!), არამედ არის იგივე, რაც იყო, ღმრთეების ბუნებაში და დიდებაში დამკვიდრებული.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 21 MARCH 2013 18:13)

დაწვრილებით...

 
More Articles...