Georgian (Georgia)English (United Kingdom)

I-IV თავები

[შესავალი]

თუკი ქონებრივი საფასურით იქნებოდა საჭირო სათნოებით გამორჩეულთა დაჯილდოება, მცირე აღმოჩნდებოდა, როგორც ამბობს სოლომონი, მთელი ამქვეყნიური ქონება, რომ შესწორებოდა შენს სათნოებას, რადგან აღემატება სიმდიდრის პატივს შენი ღირსპატიოსნებისადმი რგებული მადლი. ხოლო ითხოვს ჩვენგან წმინდა აღდგომა სიყვარულის ჩვეულ საბოძვარს, რასაც ვუძღვნით კიდეც შენს მაღალ გონებას, - საბოძვარს, ჰოი ღვთის კაცო, თუმც უფრო მდარეს, ვიდრე ღირსეული იყო შენთვის საძღვნელად, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ჩვენს შეძლებაზე ნაკლებს. ხოლო ეს საბოძვარი არის სიტყვა, არა უშრომლად მოქსოვილი ჩემი გლახაკი გონების მიერ, როგორც რამ უბადრუკი სამოსელი. და თუმცა ამ სიტყვის მიზანი, ალბათ, კადნიერებად წარმოუჩნდება ბევრს, ნუ ჩაითვლება იგი არაჯეროვნად, რადგან ღვთის შესაქმე მხოლოდ მან შეიცნო ღირსეულად, ვინც ნამდვილად ღვთისებრ შეიქმნა (κατὰ Θεὸν κτισθεὶς) და ვინც შემოქმედის ხატებაში დაისახა სული1, ჩვენმა საერთო მამამ და მასწავლებელმა ბასილიმ, რომელმაც ყოვლიერების მაღალი სიმწყობრე მისეული განხილვის გზით ადვილსაწვდომი გახადა მრავალთათვის და ღვთის მიერ ჭეშმარიტი სიბრძნით შემტკიცებული ქვეყნიერება შეაცნობინა მათ, რომლებსაც მანვე საკუთარი შემეცნებით უწინამძღვრა ხედვისაკენ2.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (WEDNESDAY, 05 DECEMBER 2018 16:25)

დაწვრილებით...

 

წმიდა გრიგოლ პალამა

ჭეშმარიტი შემეცნება აზროვნებით (ლოგიკით) არ მოიპოვება



უცხო მონაზვნის კითხვა:

მოვისმინე ზოგიერთის [1] საუბარი, რომ გარეშე სიბრძნეს (έξω σοφίαν) [2] მონაზვნებმაც უნდა მისდიონ, რადგან, თითქოს, მის გარეშე შეუძლებელია ვინმე უმეცრებისა (ὰγνοία) და მცდარი შეხედულებებისგან განთავისუფლდეს, [და] უვნებობის მწვერვალზე მიღწეულიც კი, ვერ შეეახლება სრულყოფილებასა და სიწმინდეს, თუკი, ცოდნას ყოვლითგან არ შემოკრებს, და მეტადრე, ელინური განათლებიდან; რადგან იგია ღვთის საბოძვარი, მსგავსი, წინასწარმეტყველებისა და მოციქულებისადმი - გამოცხადების მეშვეობით - მინიჭებული და სულში არსებათა (τῶν ὄντων) ცოდნის წარმომშობი... როცა ეს მოვისმინე, არ ვირწმუნე, ვინაიდან მონაზვნურ მოღვაწეობაში ჩემმა მცირედმა გამოცდილებამ სავსებით საპირისპირო მიჩვენა, მაგრამ არ შემეძლო მათდამი სიტყვის-გება, რადგან რაღაც მაღალფარდოვანს ამბობენ... მაშ, ვერ შევძელი შეპასუხება, მაშინ მათ მიმართ დავდუმდი, ახლა გთხოვ, მამაო, მასწავლე სიტყვები ჭეშმარიტების დასაცავად, რა(ჲ)თა მზად ვიყო, თანახმად მოციქულისა: "რომ იმედისთვის სიტყვა მივსცე (ვთქვა), რომელიც ჩვენი სარწმუნოებისგან გვაქვს" [3].

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (THURSDAY, 30 AUGUST 2018 16:20)

დაწვრილებით...

 

კოდექსი 162

მართლმადიდებელ ევსები თესალონიკელსა (585-603) და აფთარტოდოკეტის ანდრიას პაექრობის შესახებ

წაკითხულ იქნა ვინმე "ევსების" - ხარისხით ეპისკოპოსის და სარწმუნოებით მართლმადიდებლის, - ათი სიტყვა, დაწერილი მის მიერ ვინმე (ტავტოლოგიები აქაც და ქვემოთაც დედნისეულია, ე.ჭ.) ანდრია შეყენებულის მიმართ, რისი წინაპირობაც შექმნა თვით ამ შეყენებულმა, ვინაიდან მან დაწერა ეპისტოლე ევსებისადმი, რასაც უწოდა "პარანაგნოსტიკონი" ანუ "საჯაროდ წასაკითხი", და ფიცით აიძულა იგი, რომ წაეკითხა, ევსებიმ კი, წაიკითხა რა, თავდაპირველად გაკიცხა ეს კაცი, დაადანაშაულა რა ერთდროულად უვიცობასა და თავხედობაში, ვინაიდან უჩვენა, ერთი მხრივ, ის, თუ რა შეცდომებს უშვებდა იგი ასოების წერაშიც კი და რომ ერთი სტრიქონის დაწერაც არ შეეძლო უხარვეზოდ, მეორე მხრივ კი ის, რომ, მიუხედავად ამისა, მაინც შესდგომია იგი წერას და დაუვიწყებია აღთქმაც და მოღვაწეობითი მდუმარებაც.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 26 AUGUST 2018 23:11)

დაწვრილებით...

 

I. წერილი გაიოს ბერს

(თერაპევტს)1

წყვდიადი იფანტება ნათლით და მით უფრო დიდი ნათლით. არცოდნას განაქარვებენ ცოდნანი და მით უფრო მრავალნი ცოდნანი. ამის აღმატებით და არა მოკლებით მიმღებელი იტყვის ზეჭეშმარიტად2, რომ ნამდვილი ნათლის მქონეთ და არსებულთა ცოდნას ჰბურავს არცოდნა ღვთისა და ზემდებარე მისი წყვდიადი შეუღწეველია ყოველი ნათლისათვის და დაფარული ყოველი ცოდნისათვის. და თუ ვინმემ იხილა ღმერთი, გაიაზრე, რაც იხილა3, ის [ღმერთი] კი არ უხილავს, არამედ რაიმე მისმიერი, არსებულთაგანი. ხოლო იგი ზეგონებისა და ზეარსის ზეშთამყოფია და სრულიად არ შეიცნობა. არც ყოფნაა, არსებობს ზეარსულად და ზეგონებით შეიცნობა. უზენაესის სრული არცოდნა არის ცოდნა იმის შესახებ, რაც ყველა შეცნობადზე მაღლაა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 03 JUNE 2018 15:06)

დაწვრილებით...

 
ფრაგმენტები

წიგნიდან  "საეკლესიო დოგმატიკა და ერესები"


ქვემოთ წარმოდგენილი ციტატები (ორიგინალის და პარალელური თარგმანების დართვით)

მოთავსებულია ხსენებული წიგნის 680-687, 711-727, 756-763 გვერდებზე

 

"რამეთუ ჭეშმარიტებითი ღმერთი იყო ხორცში და ჭეშმარიტი ხორცი იყო სიტყვაში (ლოგოსში) (თ. 41, PG. 26, col. 412 A).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 22 JANUARY 2018 16:03)

დაწვრილებით...

 

ბიბლიოთეკა, კოდექსი 230

"ხოლო [ევლოგი] წერს სხვა შრომას: "აგნოიტების წინააღმდეგ", ამბობს კი, რომ ვინმე მონაზონებმა იერუსალიმის უდაბნოდან აღძრეს ეს მოძღვრება1, რომლებიც იქამდე მივიდნენ, რომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეს უმეცრება განუკუთვნეს გამომდინარე იმისგან, რაც მან თქვა: "სად დასდეთ ლაზარე?2", და "არავინ უწყის ის ჟამი და დღე - არც ძემ"3, და სხვა ამგვარ ნათქვამთაგან. ხოლო თვით წმინდა ევლოგი იმას განაჩინებს, რომ არც კაცობრივად, ბევრად უფრო კი არც ღმრთეებითად არ იყო უმეცარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე არც ლაზარეს საფლავისა და არც უკანასკნელი დღისა, ვინაიდან არც კაცება, ერთ ჰიპოსტასში შეერთებული მიუახლებელ და არსობრივ სიბრძნესთან, არ იყო უმეცარი არაფრისა, აც როგორც ამჟამინდელთა, ასევე არც, ცხადია, სამომავლოთა, არცთუ ისაა შესაძლებელი, რომ სიცრუე იყოს მისგან ნათქვამი: "ყოველივე, რაც აქვს მამას, ჩემი არის4", თუ, რა თქმა უნდა, ესენი - ყოვლის მკადრებელნი, - თვით მამასაც არ მიზიდავენ უმეცრებისკენ. ასე რომ, როდესაც მაცხოვარმა თქვა: "სად დასდეთ ლაზარე?"5, ამის თქმით ყურადღებიანობისა და დამახსოვრებისკენ მიმართა იქ მყოფი იუდეველები;

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (SUNDAY, 26 AUGUST 2018 17:37)

დაწვრილებით...

 

ფრაგმენტები1

ამ დღეების წინ, როდესაც მოვიდა აბრამიოს ალექსანდრიელი, მოვწერე მე თქვენს სიწმინდეს, ერთი მხრივ ის, თუ რას ვფიქრობ თქვენი ნაწერების შესახებ, რომლებიც თქვენ გამოაქვეყნეთ ერეტიკოსი აგნოიტების წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი - თუ რატომ გიპასუხეთ დაგვიანებით. მაგრამ როგორც მაუწყეს, ხსენებული აბრამიოსი, მგზავრობის აუცილებლობით ნაიძულები, დიდხანს იქნა გაჩერებული ქალაქ ნეაპოლში და ამიტომ, რაც მაშინ დავწერე, კვლავ დავწერ იმავე აზრით, რომ თქვენს მოძღვრებაში იმ ერეტიკოსთა წინააღმდეგ, რომლებიც აგნოიტებად ითქმიან, ფრიადი რამ არის, რაც აღგვაფრთოვანებს, ხოლო არაფერია იმგვარი, რაც არ გვესათნოება. ამავე აზრით უკვე ბევრი რამ მივწერე ჩვენს საერთო ძმას დიაკონ ანატოლიოსს. ეგზომ ყოვლითურთ თანხვდება თქვენი მოძღვრება ლათინ მამებს2, რომ არც მიკვირს ეს, რადგან სხვადასხვა ენებში სულიწმინდა განსხვავებული ვერ იქნება (PL. 77, col. 1096 C-D).

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 JULY 2017 15:10)

დაწვრილებით...

 
More Articles...