Georgian (Georgia)English (United Kingdom)
AddThis Social Bookmark Button

ა^ ეპისტოლე ნეტარისა ანტონისი.


1. ყოვლის პირველად გკითხავ თქუენ უფლისა მიერ, ვჰგონებ სულთა მათ რომელთა ზედა მიიწია მადლი ღმრთისაჲ წოდებად მისისა მას ქადაგებასა თჳსითა მით სიტყჳთა, 2. ვითარმედ ჰქონან სამნი სახენი, გინათუ მამათა, გინათუ დედათა, რამეთუ რომელნიმე აღთქუმულსა მისგან რჩულისა და მათ თანა ყოვლისაგან კეთილისა. 3. პირველითგანვე დაბადებისა მათისაჲთ, სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ მათა მიიწია და არა დაყოვნეს, არამედ წარვიდეს განმზადებულნი მის თანა, 4. ვითარცა იგი პირველი მამაჲ ჩუენი აბრაამ, რაჟამს იხილა ღმერთმან გამოძიებაჲ იგი მისი დადებულისა მისგან რჩულისა, გამოეცხადა მას და რქუა: გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა, და სახლისა მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას რომელი მე გიჩუენო შენ.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:25)

დაწვრილებით...

 

ამ წიგნს ეწოდება ჟამთაღწერა, თქმული მეორედ მოსვლისათვის


1. როცა მოახლოვდება ბოლო ჟამი და იმ უკანასკნელი დღეების აღსასრული, გამოჩნდებიან ბარბაროსები, ანუ თურქი მთავრები და ისმაილ-აგარიანთა მოდგმა დაიპყრობს მთელ სამყაროს.

2. პირველად ააოხრებენ სპარსეთს და წაართმევენ მათ დიდებას და მეფობას და იქიდან დაიპყრობენ ისმაილ-აგარიანები მთელ სამყაროს, ის დანიელის წიგნმა ჩრდილოეთად მოიხსენია (დან. 11,7), და შეებრძოლებიან ბერძენთა ქვეყანას შვიდი შვიდეულის წლის რიცხვში იმიტომ, რომ მოახლოებული იქნება ჟამთა აღსასრული და უკანასკნელი ათასეული და ამიტომ სრულიად აღმოიფხრება სპარსეთის მეფობა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:25)

დაწვრილებით...

 

რომელმაც (დიონისე არეოპაგელს) წერილით ჰკითხა, თუ რა არის სახლი და ფიალა სიბრძნისა, მისი საჭმელი და სასმელი.[1]

 

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:25)

დაწვრილებით...

 

უანოტის საწინდარიდან, თუ მართლაც უსამართლობა არ იქნება ჩემი მხრივ აქაური წესით ამ ადგილის მოხსენიება, აი, ასეთი წერილი მოგწერე: უმართებულოდ მიმაჩნია, რომ არა აქვს მოხდენილი ზედწოდება ალაგს, რომლის მშვენებას და მადლს არ ასახავს სახელწოდება “გალაქტიკოსი”. ეს სილამაზე თვალსაჩინოდ უნდა განიმარტოს. მრავლისმხილველი ვარ მრავალი დროის განმავლობაში და ბევრიც გამიგია წინაპართა მონათხრობი წერილობითი ძეგლების მეშვეობით.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:26)

დაწვრილებით...

 

საკითხავნი ხარებისანი

თქუმული წმიდისა გრიგოლი ნეოკესარიელ ეპისკოპოსისა ხარებისათჳს წმიდისა ღმრთის-მშობელისა


დღეს ანგელოზთა განწყობილებითა გალობანი ბრწყინვალე იქმნებიან და ნათელი იგი ქრისტჱს მოსულისაჲ მორწმუნეთა გამოუბრწყინდების.

დღეს მხიარული იგი არჱ ჩუენი ქრისტჱ, სიმართლისა იგი მზჱ, ბრწყინვალითა ნათლითა გამოგჳბრწყინდა ჩუენ და მორწმუნეთა გონებანი განანათლნა.

AddThis Social Bookmark Button

ბოლოს განახლდა (MONDAY, 17 OCTOBER 2011 00:27)

დაწვრილებით...

 
More Articles...